პრემიერი - საერთო ვითარება, რომელიც შექმნილია საქართველოს გარშემო ევროინტეგრაციის კონტექსტში, აბსოლუტურად ცხადია, კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო ლიდერია არა მარტო მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით, არამედ კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა თვალსაზრისით
საერთო ვითარება, რომელიც შექმნილია საქართველოს გარშემო ევროინტეგრაციის კონტექსტში, არის აბსოლუტურად ცხადი, კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო არის ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის, არა მარტო მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით, არამედ ზოგადად, კანდიდატ ქვეყნებს შორის არის აშკარა მოწინავე ყველა თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს დასტურდება ისეთი პარამეტრებით, როგორებიცაა მათ შორის ადამიანის უფლებები, დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, კორუფციის სიმცირე. „მეორე მიმართულება რომ ავიღოთ - ეკონომიკა, აქაც მარტივად ციფრებით დასტურდება, რომ საქართველო ბევრად უსწრებს წინ, მათ შორის განვითარების ტემპებით, ამ კონკრეტულ ქვეყნებს. არის ბევრი სხვა პარამეტრი, მაგალითად საზოგადოების განწყობა ევროინტერგაციის მიმართ, რომ შევადაროთ საქართველო და მოლდოვა, აქაც ვხედავთ, რომ აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა. შემიძლია კონკრეტული ფაქტები მოვიყვანო, რაც არის დაკავშირებული დემოკრატიის მდგომარეობასთან უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში. არჩევნებით რომ დავიწყოთ, უკრაინაში საერთოდ არ ტარდება არჩევნები. გასაგებია, ომია და ამით შეიძლება გამართლება მოუძებნო ამ ფაქტს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ დღეს დემოკრატიული პროცესი საერთოდ არ წარიმართება უკრაინაში. დავანებოთ თავი უკრაინას, სადაც ომია და ავიღოთ მოლდოვა, სადაც, ყველამ ვიცით, როგორ ჩატარდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. ყველა ვიცით მაგალითად, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მოლდოვაში მცხოვრებ მოსახლეობას არ დაუჭერია მხარი არჩეული პრეზიდენტისთვის, თუმცა დიასპორის ხმების ხარჯზე, საბოლოო ჯამში, პრეზიდენტი გამოცხადდა პირველი ტურში არჩეულად. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, იქაც ძალიან დიდი სიმწირეა პოლიტიკური პლურალიზმის თვალსაზრისით", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა ასევე ისაუბრა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.
„პოლიტიკური პარტიების აკრძალვა - ჩვენთან დაკავშირებით იცით, რომ მთელი აჟოტაჟია შექმნილი, როგორ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანო სარჩელი პოლიტიკური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რა ვითარებაა ამ კუთხით, როგორც მოლდოვაში, ისე უკრაინაში, სადაც პირდაპირ, უკრაინაში აიკრძალა 11 პოლიტიკური პარტია და ამასთან დაკავშირებით არავითარი კრიტიკა არ ყოფილა. მოლდოვაში აიკრძალა ერთ-ერთი უმსხვილესი ოპოზიციური გაერთიანება 2023 წელს, 2 პარტიას უშუალოდ საპარლამენტო არჩევნების წინ, 2025 წელს აუკრძალეს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა. არავითარი რეაქციები ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პოლიტიკურ პლურალიზმს, პოლიტიკურ პროცესს, ამ კუთხით უკრაინაში არის უმძიმესი ვითარება, ხსნის ამას ომით, მაგრამ თავი დავანებოთ ამ ყველაფერს, მოლდოვაში ომი არ არის, მაგრამ აქაც არის უმძიმესი ვითარება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრმა მედიაპლურალიზმის კუთხით საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. „საქართველოში არის მედიის სრული თავისუფლება და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი 2012 წლის შემდეგ. რაც შეეხება მოლდოვას და უკრაინას, უმძიმესი მდგომარეობაა. უკრაინაში 105-ზე მეტმა ტელევიზიამ შეწყვიტა მაუწყებლობა, გაუჩერდა ლიცენზია ამ ბოლო წლების განმავლობაში. 100-ზე მეტ ტელევიზიას შეუჩერდა ლიცენზია, შეუწყდა მაუწყებლობა. მოლდოვაში 12 წამყვან არხს გაუუქმდა, შეუჩერდა ლიცენზია და ვეღარ მაუწყებლობენ. მოლდოვაში დარჩა სახელმწიფო ტელევიზია 1, ჰქვია ფორმალურად საზოგადოებრივი მაუწყებელი და მე-2 - სახელმწიფო ტელევიზია 2. ეს არის მოლდოვაში მედიაპლურალიზმის მდგომარება. თქვენ გსმენიათ სადმე ამასთან დაკავშირებით კრიტიკა? ვინმე დაუსანქცირებიათ იმის გამო, რომ 12 ტელევიზია გააუქმეს მოლდოვაში ან 105 ტელევიზია უკრაინაში? უკრაინაში ამას ამართლებენ ომით. მოლდოვაში არ არის ომი. 12 ტელევიზია დაიხურა, სახელმწიფო ტელევიზია 1, სახელმწიფო ტელევიზია 2 - ეს არის მედიაპლურალიზმის მდგომარეობა მოლდოვაში. იცით, ჩვენთან რა აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე პოლიტიკოსის დაჭერას, დაკავებას, დაპატიმრებას და ა.შ. იცით, რა ხდება ამ კუთხით უკრაინაში და მოლდოვაში", - განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე ამერიკელებზე - ბიძინა ივანიშვილს სთხოვდნენ, პოლიტიკაში დაბრუნებას და ხელისუფლებაზე ზემოქმედებას
ირაკლი კობახიძე სანდრო რაქვიაშვილს - წლების განმავლობაში მოლდოვაში და სომხეთში ერთ პარტიას აქვს მმართველობა მინიჭებული ხალხის მიერ. მოიგეს არჩევნები, ფაშინიანი და მაია სანდუ ერთპარტიულად განაგებენ საკუთარ ქვეყნებს წლების განმავლობაში. ერთმმართველები ან ავტოკრატები არიან, თუ როგორ არის?
ირაკლი კობახიძე - ერთი ქვეყანა მითხარით ევროკავშირის 27 წევრიდან, სადაც პრემიერ-მინისტრი დებატებში უზის ოპოზიციას, ამდენად გახსნილია ჩვენი ხელისუფლება
პრემიერი - ვიღაცას დასჭირდა საქართველოს დაშანტაჟება და ჩათვალეს, რომ ევროინტეგრაციის საკითხი, გამომდინარე საზოგადოების ძალიან მაღალი მხარდაჭერიდან ევროინტეგრაციის მიმართ, გამოყენებული იქნებოდა, როგორც ხელისუფლების გადატრიალების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, რასაც საბოლოო ჯამში ვერ მიაღწიეს
პრემიერი: მოლდოვაში მცხოვრებ მოლდოველებს არ უნდათ ევროინტეგრაცია, ასეთ ქვეყანას გვადარებენ და ამბობენ, რომ მოლდოვა არის ჩვენზე წინ, ეს არის საერთო მოცემულობა
პრემიერი: კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველო 56-ე ადგილზეა, მოლდოვა მე-80-ზე, უკრაინა 104-ე ადგილზე
პრემიერი - რასაც დავპირდით ქართველ ხალხს, რომ მედიის თავისუფლებას ვერც ბრიტანეთის ხელისუფლება და ვერც აქ ვერავინ შელახავდა, შევასრულეთ
პრემიერი - საერთო ვითარება, რომელიც შექმნილია საქართველოს გარშემო ევროინტეგრაციის კონტექსტში, აბსოლუტურად ცხადია, კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო ლიდერია არა მარტო მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით, არამედ კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა თვალსაზრისით
ირაკლი კობახიძე - უკრაინას ამართლებს ომი ყველაფერში, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, ეკონომიკაც ვარდება, კი ბატონო, ომია, მოლდოვაში ხომ არ არის ომი?
,,მოვუწოდებ ყველას, ვინც ბინძურ თამაშებში (4 ოქტომბრის მოვლენები) მონაწილეობდა და ვინც გააცნობიერა სად იყვნენ და რას სჩადიოდნენ ქვეყნის წინააღმდეგ, ბოლომდე გააცნობიერონ და ჯანსაღი ნაბიჯები გადადგან,
ირაკლი კირცხალია: "ვმუშაობთ, რომ რიგ შემთხვევებში საგზაო წესებთან დაკავშირებული ჯარიმები შემსუბუქდეს და დაბალანსდეს."
„საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა
მაკა ბოჭორიშვილი: უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა კონსტრუქციული იქნება
მშენებლობისას მწვანე ნარგავების 25%-იან შეზღუდვაში არაჯანსაღი ხეები აღარ შევა
მაკა ბოჭორიშვილი - სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობა და სტაბილურობა წარმოადგენს, როგორც რეგიონის განვითარების, ისე საერთაშორისო უსაფრთხოების წინაპირობას
პარლამენტის პლენარულ სხდომებზე საკანონმდებლო ინიციატივების კენჭისყრის პროცედურა მარტივდება
ჯეიჰუნ ბაირამოვი - მნიშვნელოვანი ენერგეტიკული, სავაჭრო დერეფნები გადის აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის, გვინდა, ეს პოტენციალი გაიზარდოს, მუდმივად ვმუშაობთ, რათა განვავითაროთ ჩვენი გეგმები
საქართველოში სასწავლო ბინადრობის უფლების მისაღებად ახალი რეგულაციები შემოდის
ჰაქან ფიდანი - სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საერთო ინტერესებით, ამ მექანიზმს ჩვენ მივიჩნევთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთ გარანტად
შალვა პაპუაშვილი - წარმატებას ვუსურვებთ ნიკოლ ფაშინიანს, მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული ახალი დინამიკა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალი გზა, გახსნილი საზღვრები