პრემიერი: კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველო 56-ე ადგილზეა, მოლდოვა მე-80-ზე, უკრაინა 104-ე ადგილზე
კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველო არის 56-ე ადგილზე, მოლდოვა მე-80, ხოლო უკრაინა 104-ე ადგილზე, ვერავინ იტყვის, რომ ჩვენს მიმართ მიკერძოებული შეიძლება იყოს ეს ორგანიზაცია, თუნდაც საერთაშორისო, ანუ თვითონვე აღიარებენ შესაბამისი შემფასებლები, რომ საქართველო ბევრად უფრო წინ არის ამ პარამეტრითაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო ასევე უსწრებს უკრაინას და მოლდოვას არაერთი პარამეტრით, მათ შორის, კანონის უზენაესობის ინდექსითა და კარგი მმართველობის ინდექსით. "საერთაშორისო გამჭვირვალობის ინდექსზეა საუბარი, ვერავინ იტყვის, რომ ჩვენს მიმართ მიკერძოებული შეიძლება იყოს ეს ორგანიზაცია, თუნდაც საერთაშორისო. კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, ამ კონკრეტული ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველო არის 56-ე ადგილზე, მოლდოვა მე-80 ადგილზე, უკრაინა 104-ე ადგილზე. ანუ, თვითონვე აღიარებენ შესაბამისი შემფასებლები, რომ საქართველო ბევრად უფრო წინ არის ამ პარამეტრითაც. კანონის უზენაესობის ინდექსი, რომელსაც აქვეყნებს „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი", საქართველო 52-ე ადგილზეა, მოლდოვა 68-ზე, უკრაინა 90-ზე. კარგი მმართველობის ინდექსი, „ჩენდლერის ინსტიტუტი", ვერავინ შეიტანს ეჭვს მათ მიუკერძოებლობაში, საქართველო 43-ე ადგილი, მოლდოვა 65-ე ადგილი, უკრაინა 81-ე ადგილი. ასევე, არსებობს თვითონ ევროკომისიის შეფასებები და საოცრება მოხდა 2022 წლის ივნისში, საქართველოს არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, მიანიჭეს უკრაინას და მოლდოვას და შემდეგ გამოქვეყნდა მაგალითად მოლდოვას რომ შევადაროთ თვითონ ევროკომისიის ანგარიში, სადაც ქულებით იყო შეფასებული ქვეყნები, მათემატიკურად დადგენადი იყო ვინ იყო წინ და ვინ უკან. 2023 წლის დასაწყისში გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც პირდაპირ ადასტურებდა იმას, რომ საქართველო მოლდოვას უსწრებს წინ, ბოსნიას უსწრებს წინ, რომელსაც მერე მიენიჭა სტატუსი, ჩვენამდე - საქართველომდე. ეს არის მდგომარეობა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, პოლიტიკური პლურალიზმის, არჩევნების, მედიის თავისუფლების კუთხით, რაც არის შექმნილი საქართველოში და რაც არის შექმნილი მოლდოვასა და უკრაინაში", - აღნიშნა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე ამერიკელებზე - ბიძინა ივანიშვილს სთხოვდნენ, პოლიტიკაში დაბრუნებას და ხელისუფლებაზე ზემოქმედებას
ირაკლი კობახიძე სანდრო რაქვიაშვილს - წლების განმავლობაში მოლდოვაში და სომხეთში ერთ პარტიას აქვს მმართველობა მინიჭებული ხალხის მიერ. მოიგეს არჩევნები, ფაშინიანი და მაია სანდუ ერთპარტიულად განაგებენ საკუთარ ქვეყნებს წლების განმავლობაში. ერთმმართველები ან ავტოკრატები არიან, თუ როგორ არის?
ირაკლი კობახიძე - ერთი ქვეყანა მითხარით ევროკავშირის 27 წევრიდან, სადაც პრემიერ-მინისტრი დებატებში უზის ოპოზიციას, ამდენად გახსნილია ჩვენი ხელისუფლება
პრემიერი - ვიღაცას დასჭირდა საქართველოს დაშანტაჟება და ჩათვალეს, რომ ევროინტეგრაციის საკითხი, გამომდინარე საზოგადოების ძალიან მაღალი მხარდაჭერიდან ევროინტეგრაციის მიმართ, გამოყენებული იქნებოდა, როგორც ხელისუფლების გადატრიალების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, რასაც საბოლოო ჯამში ვერ მიაღწიეს
პრემიერი: მოლდოვაში მცხოვრებ მოლდოველებს არ უნდათ ევროინტეგრაცია, ასეთ ქვეყანას გვადარებენ და ამბობენ, რომ მოლდოვა არის ჩვენზე წინ, ეს არის საერთო მოცემულობა
პრემიერი: კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველო 56-ე ადგილზეა, მოლდოვა მე-80-ზე, უკრაინა 104-ე ადგილზე
პრემიერი - რასაც დავპირდით ქართველ ხალხს, რომ მედიის თავისუფლებას ვერც ბრიტანეთის ხელისუფლება და ვერც აქ ვერავინ შელახავდა, შევასრულეთ
პრემიერი - საერთო ვითარება, რომელიც შექმნილია საქართველოს გარშემო ევროინტეგრაციის კონტექსტში, აბსოლუტურად ცხადია, კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო ლიდერია არა მარტო მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით, არამედ კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა თვალსაზრისით
ირაკლი კობახიძე - უკრაინას ამართლებს ომი ყველაფერში, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, ეკონომიკაც ვარდება, კი ბატონო, ომია, მოლდოვაში ხომ არ არის ომი?
,,მოვუწოდებ ყველას, ვინც ბინძურ თამაშებში (4 ოქტომბრის მოვლენები) მონაწილეობდა და ვინც გააცნობიერა სად იყვნენ და რას სჩადიოდნენ ქვეყნის წინააღმდეგ, ბოლომდე გააცნობიერონ და ჯანსაღი ნაბიჯები გადადგან,
ირაკლი კირცხალია: "ვმუშაობთ, რომ რიგ შემთხვევებში საგზაო წესებთან დაკავშირებული ჯარიმები შემსუბუქდეს და დაბალანსდეს."
„საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა
მაკა ბოჭორიშვილი: უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა კონსტრუქციული იქნება
მშენებლობისას მწვანე ნარგავების 25%-იან შეზღუდვაში არაჯანსაღი ხეები აღარ შევა
მაკა ბოჭორიშვილი - სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობა და სტაბილურობა წარმოადგენს, როგორც რეგიონის განვითარების, ისე საერთაშორისო უსაფრთხოების წინაპირობას
პარლამენტის პლენარულ სხდომებზე საკანონმდებლო ინიციატივების კენჭისყრის პროცედურა მარტივდება
ჯეიჰუნ ბაირამოვი - მნიშვნელოვანი ენერგეტიკული, სავაჭრო დერეფნები გადის აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის, გვინდა, ეს პოტენციალი გაიზარდოს, მუდმივად ვმუშაობთ, რათა განვავითაროთ ჩვენი გეგმები
საქართველოში სასწავლო ბინადრობის უფლების მისაღებად ახალი რეგულაციები შემოდის
ჰაქან ფიდანი - სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საერთო ინტერესებით, ამ მექანიზმს ჩვენ მივიჩნევთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთ გარანტად
შალვა პაპუაშვილი - წარმატებას ვუსურვებთ ნიკოლ ფაშინიანს, მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული ახალი დინამიკა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალი გზა, გახსნილი საზღვრები