ირაკლი კობახიძე სანდრო რაქვიაშვილს - წლების განმავლობაში მოლდოვაში და სომხეთში ერთ პარტიას აქვს მმართველობა მინიჭებული ხალხის მიერ. მოიგეს არჩევნები, ფაშინიანი და მაია სანდუ ერთპარტიულად განაგებენ საკუთარ ქვეყნებს წლების განმავლობაში. ერთმმართველები ან ავტოკრატები არიან, თუ როგორ არის?
ირაკლი კობახიძე სანდრო რაქვიაშვილს - წლების განმავლობაში მოლდოვაში და სომხეთში ერთ პარტიას აქვს მმართველობა მინიჭებული ხალხის მიერ. მოიგეს არჩევნები, ფაშინიანი და მაია სანდუ ერთპარტიულად განაგებენ საკუთარ ქვეყნებს წლების განმავლობაში. ერთმმართველები ან ავტოკრატები არიან, თუ როგორ არის?
წლების განმავლობაში მოლდოვაში და სომხეთში ერთ პარტიას აქვს მმართველობა მინიჭებული ხალხის მიერ. მოიგეს არჩევნები, ფაშინიანი და მაია სანდუ ერთპარტიულად განაგებენ საკუთარ ქვეყნებს წლების განმავლობაში. მაია სანდუ და ფაშინიანი ერთმმართველები არიან? ან ავტოკრატები არიან თუ როგორ არის? - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „გირჩის" წევრ სანდრო რაქვიაშვილს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, წლების განმავლობაში მოლდოვაში და სომხეთში ერთ პარტიას აქვს მმართველობა მინიჭებული ხალხის მიერ.
„რაც შეეხება ერთმმართველობას - ერთმმართველობას რას ეძახით მართლა ვერ ვხვდები. რადგან ავიღოთ სხვა ქვეყნების მაგალითები, ახლა იყო სომხეთში არჩევნები. რამდენი წელია, ფაშინიანი არის სომხეთის პრემიერ-მინისტრი, მისი პარტია ერთპარტიულად განაგებს ქვეყანას უკვე ძალიან ბევრი წელია. არის სომხეთში ერთმმართველობა? უნგრეთში ახლა მოიგო არჩევნები პეტერ მადიარმა, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, ერთმმართველობაა უნგრეთში ჩამოყალიბებული? არის ყველგან ერთი და იგივე მოცემულობა. ავიღოთ მოლდოვა და სომხეთი, ორივე ქვეყანაში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ... არსებითი განსხვავება არ არის, 8 წელი იქნება, 12 თუ 16. არის ორი ქვეყანა, სადაც კონკრეტულ პარტიებს და პოლიტიკოსებს აქვთ ჩამოყალიბებული ერთპარტიული უმრავლესობა. ერთპარტიული უმრავლესობა თითქოს არის უბედურება, ეს კლიშეც არის დამკვიდრებული. სომხეთში სამი შტო არის - აღმასრულებელ შტოს აკონტროლებს ფაშინიანი. ყველამ იცის, რომ პრეზიდენტი არის მისი თანამებრძოლი. საკანონმდებლო უმრავლესობა არის ჩამოყალიბებული, მისი ლიდერია. იგივე მოცემულობაა თავიდან ბოლომდე. რაც შეეხება სასამართლოს, იქ არის ზუსტად გარკვეული ვარაუდები და საუბრობენ ფაქტებზე იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად არჩევნებამდე 2 დღით ადრე დაიჭირეს ერევნის ყოფილი მერი, ან განათლების ყოფილი მინისტრი, რომ დააკავეს კანდიდატები და ა.შ. აბრალებენ ახლა ფაშიანიანს, რომ სასამართლო მისი კონტროლის ქვეშ არის. განსხვავება მითხარით, რა განსხვავებაა. ან რა განსხვავებაა მოლდოვასა და საქართველოს შორის. სანდუ არის პრეზიდენტი, პრემიერებს ხსნის როგორც უნდა, მას ექვემდებარება მთავრობა, მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლება, მისი უმრავლესობა არის პარლამენტში. მთლიანად აკონტროლებს აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოს. არის ასევე სერიოზული ეჭვები, როცა აიკრძალა პარტია, როცა დაიჭირეს ერთი ყოფილი პრეზიდენტი, მეორე პოლიტიკოსი, მესამე პოლიტიკური ლიდერი, ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი და ა.შ. ეჭვები არსებობს, რომ სანდუ აკონტროლებს სასამართლო სისტემას. საქართველო, მოლდოვა და სომხეთი რომ ავიღოთ, იქ მეტს ამბობენ, ოღონდ არ ამბობენ ისინი, ვინც ჩვენ გვიკრძალავს ევროინტეგრაციას - ევროპული ბიუროკრატია იგულისხმება ამ ყველაფერში, მაგრამ სხვები აფასებენ სხვანიარად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე ამერიკელებზე - ბიძინა ივანიშვილს სთხოვდნენ, პოლიტიკაში დაბრუნებას და ხელისუფლებაზე ზემოქმედებას
ირაკლი კობახიძე სანდრო რაქვიაშვილს - წლების განმავლობაში მოლდოვაში და სომხეთში ერთ პარტიას აქვს მმართველობა მინიჭებული ხალხის მიერ. მოიგეს არჩევნები, ფაშინიანი და მაია სანდუ ერთპარტიულად განაგებენ საკუთარ ქვეყნებს წლების განმავლობაში. ერთმმართველები ან ავტოკრატები არიან, თუ როგორ არის?
ირაკლი კობახიძე - ერთი ქვეყანა მითხარით ევროკავშირის 27 წევრიდან, სადაც პრემიერ-მინისტრი დებატებში უზის ოპოზიციას, ამდენად გახსნილია ჩვენი ხელისუფლება
პრემიერი - ვიღაცას დასჭირდა საქართველოს დაშანტაჟება და ჩათვალეს, რომ ევროინტეგრაციის საკითხი, გამომდინარე საზოგადოების ძალიან მაღალი მხარდაჭერიდან ევროინტეგრაციის მიმართ, გამოყენებული იქნებოდა, როგორც ხელისუფლების გადატრიალების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, რასაც საბოლოო ჯამში ვერ მიაღწიეს
პრემიერი: მოლდოვაში მცხოვრებ მოლდოველებს არ უნდათ ევროინტეგრაცია, ასეთ ქვეყანას გვადარებენ და ამბობენ, რომ მოლდოვა არის ჩვენზე წინ, ეს არის საერთო მოცემულობა
პრემიერი: კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველო 56-ე ადგილზეა, მოლდოვა მე-80-ზე, უკრაინა 104-ე ადგილზე
პრემიერი - რასაც დავპირდით ქართველ ხალხს, რომ მედიის თავისუფლებას ვერც ბრიტანეთის ხელისუფლება და ვერც აქ ვერავინ შელახავდა, შევასრულეთ
პრემიერი - საერთო ვითარება, რომელიც შექმნილია საქართველოს გარშემო ევროინტეგრაციის კონტექსტში, აბსოლუტურად ცხადია, კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო ლიდერია არა მარტო მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით, არამედ კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა თვალსაზრისით
ირაკლი კობახიძე - უკრაინას ამართლებს ომი ყველაფერში, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, ეკონომიკაც ვარდება, კი ბატონო, ომია, მოლდოვაში ხომ არ არის ომი?
,,მოვუწოდებ ყველას, ვინც ბინძურ თამაშებში (4 ოქტომბრის მოვლენები) მონაწილეობდა და ვინც გააცნობიერა სად იყვნენ და რას სჩადიოდნენ ქვეყნის წინააღმდეგ, ბოლომდე გააცნობიერონ და ჯანსაღი ნაბიჯები გადადგან,
ირაკლი კირცხალია: "ვმუშაობთ, რომ რიგ შემთხვევებში საგზაო წესებთან დაკავშირებული ჯარიმები შემსუბუქდეს და დაბალანსდეს."
„საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა
მაკა ბოჭორიშვილი: უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა კონსტრუქციული იქნება
მშენებლობისას მწვანე ნარგავების 25%-იან შეზღუდვაში არაჯანსაღი ხეები აღარ შევა
მაკა ბოჭორიშვილი - სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობა და სტაბილურობა წარმოადგენს, როგორც რეგიონის განვითარების, ისე საერთაშორისო უსაფრთხოების წინაპირობას
პარლამენტის პლენარულ სხდომებზე საკანონმდებლო ინიციატივების კენჭისყრის პროცედურა მარტივდება
ჯეიჰუნ ბაირამოვი - მნიშვნელოვანი ენერგეტიკული, სავაჭრო დერეფნები გადის აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის, გვინდა, ეს პოტენციალი გაიზარდოს, მუდმივად ვმუშაობთ, რათა განვავითაროთ ჩვენი გეგმები
საქართველოში სასწავლო ბინადრობის უფლების მისაღებად ახალი რეგულაციები შემოდის
ჰაქან ფიდანი - სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საერთო ინტერესებით, ამ მექანიზმს ჩვენ მივიჩნევთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთ გარანტად
შალვა პაპუაშვილი - წარმატებას ვუსურვებთ ნიკოლ ფაშინიანს, მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული ახალი დინამიკა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალი გზა, გახსნილი საზღვრები