ჭოუ ციენი - ჩინეთი და საქართველო გახდნენ გულწრფელი პარტნიორები, მზად ვართ, გავაღრმაოთ მაღალი დონის ურთიერთობები პოლიტიკური ნდობის განსამტკიცებლად, გავაფართოოთ სავაჭრო თანამშრომლობა
სამართლიანად შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთი და საქართველო ერთმანეთისთვის ნდობით აღსავსე კეთილი მეგობრები და გულწრფელი პარტნიორები გახდნენ, - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა საგარეო საქართველოს საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე ხვთისიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჩინეთის ელჩის თქმით, ორივე მხარე მტკიცედ უჭერს მხარს ერთმანეთის მიერ არჩეულ განვითარების გზას, ასევე ერთმანეთის ძირეული ინტერესების, სუვერენიტეტის, ეროვნული უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას.
„საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან დღეს 34 წელი სრულდება. სულ რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტმა სი ძინპინმა და პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თავიანთ სადღესასწაულო მიმართვებში ერთობლივად გამოაცხადეს გადაწყვეტილება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ. დიდი სიხარულით ვდგავარ თქვენ გვერდით ამ ისტორიულ მომენტში. ჩინეთის საელჩოს სახელით, გულითად მადლობას ვუხდი დღევანდელ ღონისძიებაზე დამსწრე ყველა სტუმარს, აგრეთვე ყველა მეგობარს, ვინც მრავალი წლის განმავლობაში მხარს უჭერდა და ზრუნავდა საქართველო-ჩინეთის მეგობრობაზე.
34 წლის წინ ჩინეთმა, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთმა პირველმა მაღიარებელმა ქვეყანამ, დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა საქართველოსთან. გასული 34 წლის განმავლობაში ჩინეთი და საქართველო მტკიცედ ეყრდნობოდნენ ურთიერთპატივისცემის, თანასწორობის, ორმხრივი სარგებლისა და ორმხრივი გამარჯვების პრინციპებს, მუდმივად აღრმავებდნენ პოლიტიკურ ნდობას, აფართოებდნენ პრაქტიკულ თანამშრომლობას და ამტკიცებდნენ ხალხებს შორის მეგობრობას. სამართლიანად შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთი და საქართველო ერთმანეთისთვის ნდობით აღსავსე კეთილი მეგობრები და გულწრფელი პარტნიორები გახდნენ. ორივე მხარე მტკიცედ უჭერს მხარს ერთმანეთის მიერ არჩეულ განვითარების გზას, ასევე ერთმანეთის ძირეული ინტერესების, სუვერენიტეტის, ეროვნული უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას", - აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველო ევრაზიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერა ხელი.
„2023 წელს ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება გამოაცხადეს, რამაც ორმხრივ ურთიერთობებს ახალი სისწრაფე შესძინა. მაღალი დონის პოლიტიკური ურთიერთობების თვალსაზრისით, გასული წლიდან მოყოლებული ჩინეთს ეწვია არაერთი მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, განათლების მინისტრი გივი მიქანაძე და სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე. ასევე, საქართველოს ეწვივნენ ჩინური დელეგაციები საერთო განვითარების და თანამშრომლობის საკითხების განსახილველად.
საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე ღრმა ცვლილებების ფონზე ჩინეთმა და საქართველომ გააძლიერეს კომუნიკაცია და კოორდინაცია, ერთობლივად დაიცვეს მრავალმხრივობა და ხელი შეუწყეს გახსნილობასა და საერთაშორისო თანამშრომლობას. ამით ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან დადებით როლს ასრულებს რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებაში. ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის კუთხით მხარეებმა მიმდინარე წლის აპრილში ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაუმჯობესების პროტოკოლს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ინვესტიციებს. 2025 წელს ორმა ქვეყანამ გააფორმა მრავალი თანამშრომლობის შეთანხმება ავიაციის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა სფეროებში.
„ბაზის ბანკმა", ჩინური კაპიტალის მქონე კომპანიამ, წარმატებით შეიძინა „ლიბერთი ბანკი" და საქართველოს მესამე უმსხვილეს კომერციულ ბანკად იქცა. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა მუდმივად იზრდება. გასულ წელს მან 2,7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 19,5%-ით გაიზარდა. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო პროდუქტები - ღვინო, სანელებლები და მინერალური წყალი - სულ უფრო სწრაფი ტემპით შედის ჩინურ ბაზარზე, ხოლო მაღალხარისხიანი ჩინური პროდუქცია დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ მომხმარებლებში", - აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.
ჭოუ ციენის განცხადებით, საქართველო-ჩინეთის უვიზო შეთანხმება 2024 წელს შევიდა ძალაში, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა საზღვართაშორისო მოგზაურობა.
„გასულ წელს საქართველომ 128 000 ჩინელი ტურისტი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 44%-ით მეტია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინელი ტურისტების რაოდენობამ საქართველოში 20 000-ს გადააჭარბა, რაც წლიურ ჭრილში 48,6%-იანი ზრდაა. მხარეებმა გააფორმეს შეთანხმება უმაღლესი განათლების დიპლომების ორმხრივი აღიარების შესახებ, ხოლო ჩინური ენა საქართველოს საჯარო განათლების სისტემაში მეორე უცხო ენად დაინერგა. ბევრი ახალგაზრდა ქართველი სტუდენტი ჩინეთს ირჩევს სწავლის გასაგრძელებლად.
პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტმა ჩინური უნივერსიტეტების ისტორიაში პირველი ქართული ენის სპეციალობა გახსნა, რაც, მჯერა, კიდევ უფრო გააღრმავებს ხალხთა შორის კავშირებსა და კულტურულ გაცვლას. ბოლო ორი წლის განმავლობაში მე მქონდა შესაძლებლობა, გავცნობოდი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს და მეგრძნო ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა და კეთილგანწყობა. ამან კიდევ უფრო გამიმყარა რწმენა ჩვენი ორი ხალხის ურთიერთპატივისცემისა და ნდობის მყარ საფუძველსა და ორმხრივი ურთიერთობების ბრწყინვალე პერსპექტივებში.
2023 წლიდან ჩინეთის სიჩუანის პროვინციამ ურთიერთობა დაამყარა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და თბილისთან. მსგავსი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა გუიჯოუს პროვინციასა და იმერეთს შორის, ასევე გუანდუნის პროვინციის ქალაქ შაოგუანსა და რუსთავს შორის, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ხალხთა მეგობრობასა და ადგილობრივ თანამშრომლობას. ამ განსაკუთრებულ დღეს ორივე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურებმა ერთობლივად გამოაცხადეს საქართველო-ჩინეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება. ეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი და მომავლისკენ მიმართული სტრატეგიული არჩევანია. ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ნდობის მაღალ დონეს, რომელიც საერთო გრძელვადიან ინტერესებზეა დაფუძნებული, ასევე ჩვენს მტკიცე ერთგულებას, ერთობლივად გავუმკლავდეთ გამოწვევებს და ერთად ავაშენოთ უკეთესი მომავალი. ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მეტ სიკეთეს, გააძლიერებს პოლიტიკურ ნდობას და გაამდიდრებს თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.
ჩინური ანდაზა ამბობს: „ასი ფუტის ბოძის წვერიდან კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგი". ქართული ანდაზა კი გვასწავლის: „მეგობრობა კარგ ღვინოს ჰგავს - რაც უფრო ძველდება, მით უფრო ძვირფასი ხდება", - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.
ამასთან, როგორც ჭოუ ციენმა აღნიშნა, ჩინეთი მზად არის, ქართულ მხარესთან მუშაობის გასაგრძელებლად და მაღალი დონის ურთიერთობების გასაღრმავებლად.
„ახალი ამოსავალი წერტილიდან ჩვენ მზად ვართ, ქართულ მხარესთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა, გავაღრმაოთ მაღალი დონის ურთიერთობები პოლიტიკური ნდობის განსამტკიცებლად, გავაფართოოთ ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა და გავაძლიეროთ საერთაშორისო თანამშრომლობა სამართლიანობისა და სიმართლის დასამკვიდრებლად. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, საქართველო-ჩინეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო განმტკიცდება და განვითარდება, მოუტანს უფრო დიდ სიკეთეს ორივე ქვეყნის ხალხს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონული და გლობალური მშვიდობისა და განვითარების საქმეში", - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.
მსგავსი სიახლეები
პრემიერი - ქვეყნის მართვა აუცილებლად გაგრძელდება საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემით და იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა, ქართულ პოლიტიკაში ამ პრინციპების მტკიცედ დაცვასა და განმტკიცებაში
ალექსანდრე ხვთისიაშვილი - საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებით გაიხსნა მყარი ურთიერთობის ახალი თავი, საქართველო კვლავ ადასტურებს მზადყოფნას, განავითაროს თანამშრომლობა
ჭოუ ციენი - ჩინეთი და საქართველო გახდნენ გულწრფელი პარტნიორები, მზად ვართ, გავაღრმაოთ მაღალი დონის ურთიერთობები პოლიტიკური ნდობის განსამტკიცებლად, გავაფართოოთ სავაჭრო თანამშრომლობა
ირაკლი კობახიძე - ქვეყნის გარეთ და შიგნით არიან ძალები, რომლებიც არიან მტრულად განწყობილი საქართველოს მიმართ და აღიზიანებთ ბიძინა ივანიშვილის სუვერენიტეტის გარანტის როლი
პრემიერი - ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებაა
წარმომადგენელთა პალატამ მიიღო "კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი", რომლითაც "საქართველოში რუსულ და ჩინურ სადაზვერვო საქმიანობაზე" საიდუმლო ანგარიშის მომზადებას ითხოვს
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკის გროსმეისტერია, უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა, მისი პოლიტიკური წონა ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება, გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს
სულხან თამაზაშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ამერიკელებზე - ბიძინა ივანიშვილს სთხოვდნენ, პოლიტიკაში დაბრუნებას და ხელისუფლებაზე ზემოქმედებას
ირაკლი კობახიძე სანდრო რაქვიაშვილს - წლების განმავლობაში მოლდოვაში და სომხეთში ერთ პარტიას აქვს მმართველობა მინიჭებული ხალხის მიერ. მოიგეს არჩევნები, ფაშინიანი და მაია სანდუ ერთპარტიულად განაგებენ საკუთარ ქვეყნებს წლების განმავლობაში. ერთმმართველები ან ავტოკრატები არიან, თუ როგორ არის?
ირაკლი კობახიძე - ერთი ქვეყანა მითხარით ევროკავშირის 27 წევრიდან, სადაც პრემიერ-მინისტრი დებატებში უზის ოპოზიციას, ამდენად გახსნილია ჩვენი ხელისუფლება
პრემიერი - ვიღაცას დასჭირდა საქართველოს დაშანტაჟება და ჩათვალეს, რომ ევროინტეგრაციის საკითხი, გამომდინარე საზოგადოების ძალიან მაღალი მხარდაჭერიდან ევროინტეგრაციის მიმართ, გამოყენებული იქნებოდა, როგორც ხელისუფლების გადატრიალების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, რასაც საბოლოო ჯამში ვერ მიაღწიეს
პრემიერი: მოლდოვაში მცხოვრებ მოლდოველებს არ უნდათ ევროინტეგრაცია, ასეთ ქვეყანას გვადარებენ და ამბობენ, რომ მოლდოვა არის ჩვენზე წინ, ეს არის საერთო მოცემულობა
პრემიერი: კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველო 56-ე ადგილზეა, მოლდოვა მე-80-ზე, უკრაინა 104-ე ადგილზე
პრემიერი - რასაც დავპირდით ქართველ ხალხს, რომ მედიის თავისუფლებას ვერც ბრიტანეთის ხელისუფლება და ვერც აქ ვერავინ შელახავდა, შევასრულეთ
პრემიერი - საერთო ვითარება, რომელიც შექმნილია საქართველოს გარშემო ევროინტეგრაციის კონტექსტში, აბსოლუტურად ცხადია, კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო ლიდერია არა მარტო მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით, არამედ კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა თვალსაზრისით
ირაკლი კობახიძე - უკრაინას ამართლებს ომი ყველაფერში, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, ეკონომიკაც ვარდება, კი ბატონო, ომია, მოლდოვაში ხომ არ არის ომი?
,,მოვუწოდებ ყველას, ვინც ბინძურ თამაშებში (4 ოქტომბრის მოვლენები) მონაწილეობდა და ვინც გააცნობიერა სად იყვნენ და რას სჩადიოდნენ ქვეყნის წინააღმდეგ, ბოლომდე გააცნობიერონ და ჯანსაღი ნაბიჯები გადადგან,
ირაკლი კირცხალია: "ვმუშაობთ, რომ რიგ შემთხვევებში საგზაო წესებთან დაკავშირებული ჯარიმები შემსუბუქდეს და დაბალანსდეს."
„საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა