ალექსანდრე ხვთისიაშვილი - საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებით გაიხსნა მყარი ურთიერთობის ახალი თავი, საქართველო კვლავ ადასტურებს მზადყოფნას, განავითაროს თანამშრომლობა

2023 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება მნიშვნელოვან ეტაპად იქცა ორმხრივ ურთიერთობებში. გაიხსნა მყარი პარტნიორობის ახალი თავი, რომელმაც შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის მრავალი გზა შექმნა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში ჩინეთის ელჩთან, ჭოუ ციენთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველო კვლავ ადასტურებს მყარ ვალდებულებასა და მზადყოფნას, განავითაროს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში.

„საქართველოსა და ჩინეთს შორის, დიდი ხანია, არსებობს მჭიდრო და გულითადი ურთიერთობები, რომლებიც დაფუძნებულია თანასწორობაზე, ორმხრივ პატივისცემასა და საერთო ინტერესებზე. წლების განმავლობაში ორმხრივი თანამშრომლობა გაფართოვდა როგორც მოცულობით, ისე შინაარსით, თანდათანობით ამაღლდა ჩვენი ურთიერთობა ახალ საფეხურზე და ასახა ჩვენი პარტნიორობის სიღრმე. ამ კუთხით, 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება მნიშვნელოვან ეტაპად იქცა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. გაიხსნა მყარი პარტნიორობის ახალი თავი, რომელმაც შექმნა ორ ქვეყანას შორის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის მრავალი გზა. დღეს, როდესაც საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ოცდამეთოთხმეტე წლისთავს აღვნიშნავთ, საქართველოს პრეზიდენტმა, მისმა აღმატებულება მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მისმა აღმატებულება სი ძინპინმა მნიშვნელოვანი ერთობლივი განცხადება გააკეთეს მისალოც წერილებში: ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ამაღლდება ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის უფრო მაღალ დონეზე. ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება - საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლება - ასახავს ჩვენი ორმხრივი ინტერესების სიღრმეს და საერთო ერთგულებას, განვავითაროთ მშვიდობა, კეთილდღეობა, მდგრადი განვითარება ჩვენი ხალხებისა და ქვეყნებისათვის. ეს გახსნის ფართო გზებს ორმხრივ ინტერესთა სფეროებში უფრო აქტიური თანამშრომლობისათვის. საქართველო კვლავ ადასტურებს მყარ ვალდებულებასა და სრულ მზადყოფნას, განავითაროს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ინიციატივები და პროექტები კვლავაც მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და ჩინეთს შორის მეგობრობის, თანამშრომლობის მტკიცე კავშირები გააგრძელებს აყვავებას, რაც ჩვენი ერებისა და ხალხების ინტერესებს ემსახურება. მსურს, მივულოცო ორივე მხარეს ეს დიდი მიღწევა. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, საგარეო საქმეთა სამინისტროს წევრებს, ჩემს კოლეგებს სხვადასხვა სამინისტროში, კოლეგებს საქართველოს მთავრობაში. მადლობა საქართველოში ჩინეთის ელჩს. მადლობა საქართველოში ჩინეთის საელჩოს ყველა თანამშრომელს", - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
თამარ ჩერგოლეიშვილი - ალიანსის ლოგოდან „ნაცების“ ლოგოს მალე ამოვიღებთ
მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
პრემიერი - ქვეყნის მართვა აუცილებლად გაგრძელდება საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემით და იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა, ქართულ პოლიტიკაში ამ პრინციპების მტკიცედ დაცვასა და განმტკიცებაში
ალექსანდრე ხვთისიაშვილი - საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებით გაიხსნა მყარი ურთიერთობის ახალი თავი, საქართველო კვლავ ადასტურებს მზადყოფნას, განავითაროს თანამშრომლობა
ჭოუ ციენი - ჩინეთი და საქართველო გახდნენ გულწრფელი პარტნიორები, მზად ვართ, გავაღრმაოთ მაღალი დონის ურთიერთობები პოლიტიკური ნდობის განსამტკიცებლად, გავაფართოოთ სავაჭრო თანამშრომლობა
ირაკლი კობახიძე - ქვეყნის გარეთ და შიგნით არიან ძალები, რომლებიც არიან მტრულად განწყობილი საქართველოს მიმართ და აღიზიანებთ ბიძინა ივანიშვილის სუვერენიტეტის გარანტის როლი
პრემიერი - ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებაა
წარმომადგენელთა პალატამ მიიღო "კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი", რომლითაც "საქართველოში რუსულ და ჩინურ სადაზვერვო საქმიანობაზე" საიდუმლო ანგარიშის მომზადებას ითხოვს
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკის გროსმეისტერია, უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა, მისი პოლიტიკური წონა ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება, გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს
სულხან თამაზაშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ამერიკელებზე - ბიძინა ივანიშვილს სთხოვდნენ, პოლიტიკაში დაბრუნებას და ხელისუფლებაზე ზემოქმედებას
ირაკლი კობახიძე სანდრო რაქვიაშვილს - წლების განმავლობაში მოლდოვაში და სომხეთში ერთ პარტიას აქვს მმართველობა მინიჭებული ხალხის მიერ. მოიგეს არჩევნები, ფაშინიანი და მაია სანდუ ერთპარტიულად განაგებენ საკუთარ ქვეყნებს წლების განმავლობაში. ერთმმართველები ან ავტოკრატები არიან, თუ როგორ არის?
ირაკლი კობახიძე - ერთი ქვეყანა მითხარით ევროკავშირის 27 წევრიდან, სადაც პრემიერ-მინისტრი დებატებში უზის ოპოზიციას, ამდენად გახსნილია ჩვენი ხელისუფლება
პრემიერი - ვიღაცას დასჭირდა საქართველოს დაშანტაჟება და ჩათვალეს, რომ ევროინტეგრაციის საკითხი, გამომდინარე საზოგადოების ძალიან მაღალი მხარდაჭერიდან ევროინტეგრაციის მიმართ, გამოყენებული იქნებოდა, როგორც ხელისუფლების გადატრიალების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, რასაც საბოლოო ჯამში ვერ მიაღწიეს
პრემიერი: მოლდოვაში მცხოვრებ მოლდოველებს არ უნდათ ევროინტეგრაცია, ასეთ ქვეყანას გვადარებენ და ამბობენ, რომ მოლდოვა არის ჩვენზე წინ, ეს არის საერთო მოცემულობა
პრემიერი: კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველო 56-ე ადგილზეა, მოლდოვა მე-80-ზე, უკრაინა 104-ე ადგილზე
პრემიერი - რასაც დავპირდით ქართველ ხალხს, რომ მედიის თავისუფლებას ვერც ბრიტანეთის ხელისუფლება და ვერც აქ ვერავინ შელახავდა, შევასრულეთ
პრემიერი - საერთო ვითარება, რომელიც შექმნილია საქართველოს გარშემო ევროინტეგრაციის კონტექსტში, აბსოლუტურად ცხადია, კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო ლიდერია არა მარტო მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით, არამედ კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა თვალსაზრისით
ირაკლი კობახიძე - უკრაინას ამართლებს ომი ყველაფერში, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, ეკონომიკაც ვარდება, კი ბატონო, ომია, მოლდოვაში ხომ არ არის ომი?
,,მოვუწოდებ ყველას, ვინც ბინძურ თამაშებში (4 ოქტომბრის მოვლენები) მონაწილეობდა და ვინც გააცნობიერა სად იყვნენ და რას სჩადიოდნენ ქვეყნის წინააღმდეგ, ბოლომდე გააცნობიერონ და ჯანსაღი ნაბიჯები გადადგან,