,,საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან ურთიერთობას''- მიხეილ ყაველაშვილმა სი ძინპინს წერილით მიმართა

 

საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან ურთიერთობას, ერთგული რჩება ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების მიმართ, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის წერილში, რომლითაც ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს მიმართავს.

ყაველაშვილი წერილში აღნიშნავს, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანა შექმნის უფრო ფართო შესაძლებლობებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის, რაც მეტ სარგებელს მოუტანს ორივე ერს.

„თქვენო აღმატებულებავ, მსურს, გულწრფელად მოგილოცოთ და გადმოგცეთ ჩემი საუკეთესო სურვილები თქვენ და მეგობარ ჩინელ ხალხს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით. ეს მნიშვნელოვანი ეტაპი შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევს, გავიაზროთ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ურთიერთობებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და კმაყოფილებით აღვნიშნოთ ის მტკიცე მეგობრობა, რომელიც ურთიერთპატივისცემით, ნდობითა და კონსტრუქციული თანამშრომლობით განვითარდა.

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ საქართველომ და ჩინეთმა სტაბილურად განამტკიცეს პარტნიორობა და გააფართოვეს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის, ინვესტიციების, დაკავშირებადობის, კულტურის, განათლებისა და ხალხთა შორის კავშირების სფეროში. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც ქმნის ხელშესახებ შედეგებს და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს.

საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობას და ერთგული რჩება ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების მიმართ, ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის კეთილდღეობის, განვითარების და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით გვაქვს პატივი, გამოვაცხადოთ ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილების შესახებ, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანის თაობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი შექმნის უფრო ფართო შესაძლებლობებს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის, რაც უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ორივე ერს და კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობასა და კავშირებს. თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ უწყვეტ წარმატებას, ხოლო მეგობარ ჩინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას. გთხოვთ, მიიღოთ, თქვენო აღმატებულებავ, ჩემი ღრმა პატივისცემა", - ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის წერილში.

 

 





მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა
აგურ-აგურ ვანგრევთ რუსეთის ომის ეკონომიკის საფუძვლებს - კაია კალასი
,, ერევანს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გაითვალისწინოს თბილისის გამოცდილება ბრიუსელთან და ნატოსთან ურთიერთობის კუთხით''- დავით ქართველიშვილი
,,როდესაც საქართველომ საკუთარი ინტერესების დაცვა გადაწყვიტა, ეს გახდა წყალგამყოფი ჩვენსა და ბრიუსელის ბიუროკრატიას შორის. ახლა მიადგნენ სომხეთს''- რევაზ კარანაძე
,,საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან ურთიერთობას''- მიხეილ ყაველაშვილმა სი ძინპინს წერილით მიმართა
ომი თუ მშვიდობა: საერთაშორისო პოლიტიკის სცენარები -ავთანდილ წულაძე
თამარ ჩერგოლეიშვილი - ალიანსის ლოგოდან „ნაცების“ ლოგოს მალე ამოვიღებთ
მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
პრემიერი - ქვეყნის მართვა აუცილებლად გაგრძელდება საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემით და იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა, ქართულ პოლიტიკაში ამ პრინციპების მტკიცედ დაცვასა და განმტკიცებაში
ალექსანდრე ხვთისიაშვილი - საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებით გაიხსნა მყარი ურთიერთობის ახალი თავი, საქართველო კვლავ ადასტურებს მზადყოფნას, განავითაროს თანამშრომლობა
ჭოუ ციენი - ჩინეთი და საქართველო გახდნენ გულწრფელი პარტნიორები, მზად ვართ, გავაღრმაოთ მაღალი დონის ურთიერთობები პოლიტიკური ნდობის განსამტკიცებლად, გავაფართოოთ სავაჭრო თანამშრომლობა
ირაკლი კობახიძე - ქვეყნის გარეთ და შიგნით არიან ძალები, რომლებიც არიან მტრულად განწყობილი საქართველოს მიმართ და აღიზიანებთ ბიძინა ივანიშვილის სუვერენიტეტის გარანტის როლი
პრემიერი - ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებაა
წარმომადგენელთა პალატამ მიიღო "კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი", რომლითაც "საქართველოში რუსულ და ჩინურ სადაზვერვო საქმიანობაზე" საიდუმლო ანგარიშის მომზადებას ითხოვს
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკის გროსმეისტერია, უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა, მისი პოლიტიკური წონა ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება, გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს
სულხან თამაზაშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ამერიკელებზე - ბიძინა ივანიშვილს სთხოვდნენ, პოლიტიკაში დაბრუნებას და ხელისუფლებაზე ზემოქმედებას
ირაკლი კობახიძე სანდრო რაქვიაშვილს - წლების განმავლობაში მოლდოვაში და სომხეთში ერთ პარტიას აქვს მმართველობა მინიჭებული ხალხის მიერ. მოიგეს არჩევნები, ფაშინიანი და მაია სანდუ ერთპარტიულად განაგებენ საკუთარ ქვეყნებს წლების განმავლობაში. ერთმმართველები ან ავტოკრატები არიან, თუ როგორ არის?
ირაკლი კობახიძე - ერთი ქვეყანა მითხარით ევროკავშირის 27 წევრიდან, სადაც პრემიერ-მინისტრი დებატებში უზის ოპოზიციას, ამდენად გახსნილია ჩვენი ხელისუფლება
პრემიერი - ვიღაცას დასჭირდა საქართველოს დაშანტაჟება და ჩათვალეს, რომ ევროინტეგრაციის საკითხი, გამომდინარე საზოგადოების ძალიან მაღალი მხარდაჭერიდან ევროინტეგრაციის მიმართ, გამოყენებული იქნებოდა, როგორც ხელისუფლების გადატრიალების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, რასაც საბოლოო ჯამში ვერ მიაღწიეს