პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც სკოლებში დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს

 

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 75 ხმით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებებს, რომლებიც სკოლებში დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს.

მომხსენებლის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის თამარ მახარაშვილის ინფორმაციით, ცვლილებებით განისაზღვრება მასწავლებლობის მაძიებლის, შემცვლელი სპეციალური მასწავლებლის, პროგრამის მასწავლებლისა და პროგრამის სპეციალური მასწავლებლის ცნებები.

კანონპროექტის თანახმად, სკოლაში დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ იმ პირებსაც, რომლებსაც პროფესიული განათლება აქვთ ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით.

კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით, მასწავლებლობის მაძიებელს მოეთხოვება ბაკალავრის აკადემიური ხარისხის ფლობა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის ან საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით, თუმცა, დაკონკრეტებული არ არის, რომ მასწავლებლობის მაძიებელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს იმავე საგნის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, რომელსაც ასწავლის. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნა დაზუსტდება და დაკორექტირდება.

გარდა ამისა, მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩართვის საშუალება ექნება ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, თუმცა, თუ მისი კვალიფიკაცია არ არის იმ საგნის შესაბამისი, რომლის სწავლებაც სურს, ვალდებული გახდება მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩართვის წინაპირობად შესაბამისი საგნის კომპეტენცია დაადასტუროს.

ცვლილებებით შესაძლებელი იქნება სკოლაში დროებით არმყოფი სპეციალური მასწავლებლის შეცვლაც.

სპეციალური მასწავლებლობის უფლება მიეცემა იმ პირსაც, რომელსაც საგნის მასწავლებლობის უფლება მოპოვებული აქვს კანონმდებლობით დასაშვები სხვადასხვა გზით და ამასთან, ჩაბარებული აქვს სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.

„ცვლილების შემთხვევაში, კანონში გაჩნდება მასწავლებლის ახალი თანამდებობები, როგორიცაა - „პროგრამის მასწავლებელი" და „პროგრამის სპეციალური მასწავლებელი", რომლებიც სკოლაში დასაქმდებიან რომელიმე მიზნობრივი პროგრამის საფუძველზე, განსაზღვრული პერიოდით და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მათი მობილობა სხვა სკოლაში", - განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი - თურქეთ-საქართველოს პარტნიორობა დაფუძნებულია მყარ მეგობრობაზე
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც სკოლებში დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს
გია ვოლსკი - ჯო უილსონს საქართველოსთან მიმართებით გარკვეული ინტერესები აქვს, კონგრესი აქტში მოყვანილ საკითხებზე დაზუსტებულ ინფორმაციას ელოდება
პარლამენტმა ეგრისის ეროვნული პარკის შექმნას მხარი დაუჭირა
შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა
აგურ-აგურ ვანგრევთ რუსეთის ომის ეკონომიკის საფუძვლებს - კაია კალასი
,, ერევანს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გაითვალისწინოს თბილისის გამოცდილება ბრიუსელთან და ნატოსთან ურთიერთობის კუთხით''- დავით ქართველიშვილი
,,როდესაც საქართველომ საკუთარი ინტერესების დაცვა გადაწყვიტა, ეს გახდა წყალგამყოფი ჩვენსა და ბრიუსელის ბიუროკრატიას შორის. ახლა მიადგნენ სომხეთს''- რევაზ კარანაძე
,,საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან ურთიერთობას''- მიხეილ ყაველაშვილმა სი ძინპინს წერილით მიმართა
ომი თუ მშვიდობა: საერთაშორისო პოლიტიკის სცენარები -ავთანდილ წულაძე
თამარ ჩერგოლეიშვილი - ალიანსის ლოგოდან „ნაცების“ ლოგოს მალე ამოვიღებთ
მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
პრემიერი - ქვეყნის მართვა აუცილებლად გაგრძელდება საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემით და იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა, ქართულ პოლიტიკაში ამ პრინციპების მტკიცედ დაცვასა და განმტკიცებაში
ალექსანდრე ხვთისიაშვილი - საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებით გაიხსნა მყარი ურთიერთობის ახალი თავი, საქართველო კვლავ ადასტურებს მზადყოფნას, განავითაროს თანამშრომლობა
ჭოუ ციენი - ჩინეთი და საქართველო გახდნენ გულწრფელი პარტნიორები, მზად ვართ, გავაღრმაოთ მაღალი დონის ურთიერთობები პოლიტიკური ნდობის განსამტკიცებლად, გავაფართოოთ სავაჭრო თანამშრომლობა
ირაკლი კობახიძე - ქვეყნის გარეთ და შიგნით არიან ძალები, რომლებიც არიან მტრულად განწყობილი საქართველოს მიმართ და აღიზიანებთ ბიძინა ივანიშვილის სუვერენიტეტის გარანტის როლი
პრემიერი - ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებაა
წარმომადგენელთა პალატამ მიიღო "კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი", რომლითაც "საქართველოში რუსულ და ჩინურ სადაზვერვო საქმიანობაზე" საიდუმლო ანგარიშის მომზადებას ითხოვს
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკის გროსმეისტერია, უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა, მისი პოლიტიკური წონა ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება, გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს
სულხან თამაზაშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა