27 ივნისიდან N321 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
დიდ დიღომში, N321 მარშრუტზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები ექვსი ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ცვლილება იგეგმება N293 მარშრუტზეც, რომელსაც ორი ერთეული ავტობუსი დაემატება.
„ჩვენ სატრანსპორტო მიმართულებით მუდმივად განახლებისა და დაკვირვების რეჟიმში ვართ. ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და კომფორტული გავხადოთ. ჩვენ ქალაქის მაჯისცემაზე ხელი გვიდევს. ვიცით, რა საჭიროებებია და ეტაპობრივად მივყვებით. დიდ დიღომში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მარშრუტია N321, რომელიც დიდ დიღომს აკავშირებს მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან". სწორედ ამ ხაზზე 27 ივნისიდან, 12-მეტრიანის ნაცვლად, ექვსი ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს, რაც ბევრად მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს. გარდა ამისა, N293 მარშრუტს ორი ერთეული ავტობუსი დაემატება, რომელიც დიდი დიღმის II მიკრორაიონისა და I მიკრორაიონის ნაწილის მოსახლეობას ემსახურება. ცვლილების შედეგად, აღნიშნულ მარშრუტზე შემცირდება არსებული ინტერვალი, რაც ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს", - აღნიშნა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მინდელის სახელობის ხიდზე არსებული საავტობუსო ზოლი დაგრძელდება და ე.წ. ბასლეინი თენგიზ შეშელიძის ქუჩის მონაკვეთზეც მოეწყობა.
„თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ასევე განაგრძობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების ოპტიმიზაციას. დიდი დიღომში ამ მხრივ არსებული გამოწვევების გადასაჭრელად განსაკუთრებით აქტიურად ვმუშაობთ", - აღნიშნა თბილისის მერმა.
მსგავსი სიახლეები
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
27 ივნისიდან N321 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
როდესაც ტკბილეულზე მოთხოვნილება იზრდება, როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს გლუკოზის კონტროლში
ჩუღურეთის რაიონში მდებარე ავარიულ შენობაში მცხოვრებ 45 ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
გამოცხადდა რუსთაველის ფონდის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი
„მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და სეტყვა“ - 10 - 11 ივნისს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი განახლდა - რამდენად იყიდით დოლარს და ევროს
მაშველებმა სოფელ ართანას მიმდებარედ, მთაში მყოფი მოქალაქე, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაადგილებას ვერ ახერხებდა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს
9 ივნისის ამინდის პროგნოზი
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია გაიმართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისში თავდასხმის შედეგად დაშავებული პატრულ-ინსპექტორი მერაბ ქავთარაძე მოინახულა
8 ივნისის ამინდის პროგნოზი
8 ივნისს პეტრე-პავლობის მარხვა იწყება
პატრიარქი - თუ ადამიანი ინათლება რწმენით, სინანულით, ნათლობის შემდეგ გრძნობს არამიწიერ ნეტარებას - იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მადლი ნათლისღებისა, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც მიგვითითებს ღმერთი
თბილისში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები და მხარდამჭერები „მადლობის მარშს“ მართავენ
შიო მესამე: დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის
,,ღრმა მწუხარებას გამოთქვამთ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, ბაქარ ბექაურის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს''- შსს
TeamTalk - „რეალის“ პრეზიდენტს კვარაცხელიას დამატება სურს
16 ივნისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ამატებს