ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის მთელი ისტორია არის ერთიანი ღალატის ქრონიკა და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, სწორედ ამის გამოა, რომ მათ არ აქვთ არავითარი ნდობა
ოპოზიციის მთელი ისტორია და მთელი მათი ბიოგრაფიები არის ერთიანი ღალატის ქრონიკა და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, სწორედ ამის გამოა, რომ მათ არ აქვთ არავითარი ნდობა საზოგადოებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ისინი პირდაპირ ემტერებოდნენ სახელმწიფოს იმ პერიოდში, როდესაც კეთილსინდისიერ ოპოზიციონერს უნდა დაეკავებინა სახელმწიფოებრივი პოზიცია.
„მთელი მათი ისტორია, პოლიტიკოსების ბიოგრაფია, დაწყებული 2004 წლიდან დღემდე, არის ამის დასტური. გამუდმებული საბოტაჟი სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, რაც ჩვენ თვალწინ წარმოებდა, ასევე ის, რაც ხდებოდა გასული 4 წლის განმავლობაში - რევოლუციის ხუთი მცდელობა, აქედან 4 იყო ძალადობრივი და ყველაში იყო ჩართული მთელი ეს სპექტრი თავისი პოლიტიკური პარტიებით, თავისი ენჯეოებით და თავისი მედიასაშუალებებით. ეს იყო ჩვეულებრივი ღალატის ქრონიკა, რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით მთელი ამ წლების განმავლობაში. მათი პოზიცია ომთან დაკავშირებით ყველას გვახსოვს, რა იყო 2022 წელს და მოგვიანებითაც, ისინი პირდაპირ ემტერებოდნენ სახელმწიფოს იმ პერიოდში, როდესაც კეთილსინდისიერ ოპოზიციონერს უნდა დაეკავებინა სახელმწიფოებრივი პოზიცია. მათ ეს ვერ მოახერხეს, უფრო სწორად არ მოახერხეს, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ჰყავთ ერთადერთი პატრონი, ეს არის გარე ძალები, რომლებიც მათ აძლევენ დაკვეთებს და შემდეგ ისინი მოქმედებენ დაკვეთების შესაბამისად. მე კიდევ ერთხელ გავიხსენე, რა იყო ზეწოლის შინაარსი 2022 წელს და მოგვიანებითაც, რას გვთხოვდნენ დახურულ კარს მიღმა თუ საჯაროდ. ეს იყო ომში ჩართვა, ეს იყო მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა, ეს იყო სანქციების დაწესება და მერე რაღაცნაირად ემთხვეოდა ხოლმე, რომ ოპოზიციის ქმედებებიც პირდაპირ აგრძელებდა იმ მოთხოვნებს, რომლებსაც ჩვენ ვიღებდით დახურულ კარს მიღმა, თუ საჯაროდ. სრული თანხვედრა იყო, სრული კოორდინაცია იყო არაკეთილმოსურნე გარე ძალებსა და ადგილობრივ ოპოზიციას შორის. მთელი მათი ისტორია და მთელი მათი ბიოგრაფიები არის ერთიანი ღალატის ქრონიკა და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და სწორედ ამის გამოა, რომ მათ არ აქვთ არავითარი ნდობა საზოგადოებაში და ეს არჩევნებშიც გამოიხატება ხოლმე, ქუჩაშიც გამოიხატება ხოლმე და ეს არის გამოხატული ყველგან და ყველაფერში", - განახცადა პრემიერ-მინისტრმა.
მსგავსი სიახლეები
მიხეილ სააკაშვილი - მე არა მხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“, რეფორმირებისთვის შემოვიერთებთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანს
პრემიერი 4 ოქტომბრის საქმეზე - ვინც გამოხატავს სინანულს, ვისაც ექნება აღიარება, ის გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან
ირაკლი კობახიძე - ჰერჩინსკის და მის თანამზრახველებს იმ ადამიანების მოყვანა უნდოდათ ხელისუფლებაში, რომლებიც ერთმანეთშიც ვერ რიგდებიან, წარმოდგენაც არ მინდა, სადამდე მიიყვანდნენ ჩვენს ქვეყანა
ირაკლი კობახიძე - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები იაზრებენ, რამდენად დიდია საქართველოს პოტენციალი შუა დერეფნის ფარგლებში, ამ პოტენციალის მიმართ ინტერესი ფინანსურ მხარდაჭერაშიც აისახება
ირაკლი კობახიძე - გვინდა, შევქმნათ ახალი რესურსი სახელმწიფო კომპანიის სახით, მისი შექმნა მოგვცემს საშუალებას, ეფექტურად გავუმკლავდეთ სტიქიასთან დაკავშირებულ მოვლენებს
ირაკლი კობახიძე - ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთშიც ვერ რიგდებიან, მათი გადმოსახედიდან უნდა მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, სადამდე მიიყვანდნენ ისინი ჩვენს ქვეყანას, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის მთელი ისტორია არის ერთიანი ღალატის ქრონიკა და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, სწორედ ამის გამოა, რომ მათ არ აქვთ არავითარი ნდობა
ირაკლი კობახიძე - ჩინეთის ხელისუფლება როდესაც საქართველოსთან ავლენს ასეთ თანასწორ დამოკიდებულებას, ეს განსაკუთრებულ დაფასებას საჭიროებს, მადლობა ამისთვის ჩინეთის ხელისუფლებას
ირაკლი კობახიძე - ამერიკის პრეზიდენტი არა მარტო აქტიურად საუბრობს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, არამედ ვიზიტი ჰქონდა ჩინეთში, ასეთ დროს, მისი პარტიის წევრები აკრიტიკებენ საქართველოს
პრემიერი - მიზეზი, რატომაც ყველაზე ხშირად ბატონი ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებს ხოლმე არის ის, რომ ჩვენს გუნდს აქვს განსაკუთრებული ნდობა მისი გამოცდილებისა და კომპეტენციის მიმართ
ირაკლი კობახიძე - საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით
აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
შალვა პაპუაშვილი - უცხო ძალების რაობასა და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს, ერები იმიტომ შეიკრნენ სახელმწიფოებად, რომ საკუთარი ინტერესები სხვათა ინტერესებისგან განესხვავებინათ
ნიკა გვარამია: ვუშვებ, რომ მე და მელია ერთად აღარ ვიყოთ
პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეული საქონლისა და ავტომობილების იმპორტი აქციზისგან თავისუფლდება
თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი "ტუპიაკი". უფასოდაა ასეთი
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი - თურქეთ-საქართველოს პარტნიორობა დაფუძნებულია მყარ მეგობრობაზე
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც სკოლებში დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს
გია ვოლსკი - ჯო უილსონს საქართველოსთან მიმართებით გარკვეული ინტერესები აქვს, კონგრესი აქტში მოყვანილ საკითხებზე დაზუსტებულ ინფორმაციას ელოდება
პარლამენტმა ეგრისის ეროვნული პარკის შექმნას მხარი დაუჭირა