ირაკლი კობახიძე - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები იაზრებენ, რამდენად დიდია საქართველოს პოტენციალი შუა დერეფნის ფარგლებში, ამ პოტენციალის მიმართ ინტერესი ფინანსურ მხარდაჭერაშიც აისახება

განსაკუთრებული აქცენტი კეთდება დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაზე, ხდება თანხების მოზიდვა, მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურისთვის და რკინიგზის განვითარების კუთხით ასეთი რესურსების მოზიდვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მსოფლიო ბანკთან გაფორმებულ შეთანხმებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმად, ბანკი საქართველოს 372 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო, ძალიან აქტიურად მუშაობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის, მსოფლიო ბანკთან, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფილი იყოს სათანადო ფინანსური რესურსებით.

 

„ჩვენ წარვადგინეთ რკინიგზის განვითარების ათწლიანი გეგმა, რომელსაც სჭირდება სათანადო დაფინანსება. ამას სჭირდება შესაბამისი ფინანსური წყაროები და ყველა მიმართულებით გაგრძელდება ძალისხმევა, რომ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია განვითარდეს. იქნება მოზიდული სათანადო ფინანსური რესურსები. ფაქტებიც ადასტურებს, რომ შუა დერეფანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ხაზი სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით. 2020 წლის შემდეგ შვიდჯერ არის გაზრდილი შუა დერეფანში ტვირთების ნაკადი, ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რამდენად დიდია პერსპექტივა. რესურსი არის ბევრად მეტი და ასეთ პირობებში საერთაშორისო სუბიექტები, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ძალიან კარგად იაზრებენ, რამდენად დიდია შუა დერეფნის პოტენციალი და, მათ შორის, საქართველოს პოტენციალი შუა დერეფნის ფარგლებში. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ შუა დერეფნის პოტენციალის მიმართ ინტერესი ფინანსურ მხარდაჭერაშიც აისახება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 





მსგავსი სიახლეები
მიხეილ სააკაშვილი - მე არა მხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“, რეფორმირებისთვის შემოვიერთებთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანს
პრემიერი 4 ოქტომბრის საქმეზე - ვინც გამოხატავს სინანულს, ვისაც ექნება აღიარება, ის გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან
ირაკლი კობახიძე - ჰერჩინსკის და მის თანამზრახველებს იმ ადამიანების მოყვანა უნდოდათ ხელისუფლებაში, რომლებიც ერთმანეთშიც ვერ რიგდებიან, წარმოდგენაც არ მინდა, სადამდე მიიყვანდნენ ჩვენს ქვეყანა
ირაკლი კობახიძე - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები იაზრებენ, რამდენად დიდია საქართველოს პოტენციალი შუა დერეფნის ფარგლებში, ამ პოტენციალის მიმართ ინტერესი ფინანსურ მხარდაჭერაშიც აისახება
ირაკლი კობახიძე - გვინდა, შევქმნათ ახალი რესურსი სახელმწიფო კომპანიის სახით, მისი შექმნა მოგვცემს საშუალებას, ეფექტურად გავუმკლავდეთ სტიქიასთან დაკავშირებულ მოვლენებს
ირაკლი კობახიძე - ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთშიც ვერ რიგდებიან, მათი გადმოსახედიდან უნდა მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, სადამდე მიიყვანდნენ ისინი ჩვენს ქვეყანას, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის მთელი ისტორია არის ერთიანი ღალატის ქრონიკა და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, სწორედ ამის გამოა, რომ მათ არ აქვთ არავითარი ნდობა
ირაკლი კობახიძე - ჩინეთის ხელისუფლება როდესაც საქართველოსთან ავლენს ასეთ თანასწორ დამოკიდებულებას, ეს განსაკუთრებულ დაფასებას საჭიროებს, მადლობა ამისთვის ჩინეთის ხელისუფლებას
ირაკლი კობახიძე - ამერიკის პრეზიდენტი არა მარტო აქტიურად საუბრობს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, არამედ ვიზიტი ჰქონდა ჩინეთში, ასეთ დროს, მისი პარტიის წევრები აკრიტიკებენ საქართველოს
პრემიერი - მიზეზი, რატომაც ყველაზე ხშირად ბატონი ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებს ხოლმე არის ის, რომ ჩვენს გუნდს აქვს განსაკუთრებული ნდობა მისი გამოცდილებისა და კომპეტენციის მიმართ
ირაკლი კობახიძე - საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით
აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
შალვა პაპუაშვილი - უცხო ძალების რაობასა და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს, ერები იმიტომ შეიკრნენ სახელმწიფოებად, რომ საკუთარი ინტერესები სხვათა ინტერესებისგან განესხვავებინათ
ნიკა გვარამია: ვუშვებ, რომ მე და მელია ერთად აღარ ვიყოთ
პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეული საქონლისა და ავტომობილების იმპორტი აქციზისგან თავისუფლდება
თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი "ტუპიაკი". უფასოდაა ასეთი
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი - თურქეთ-საქართველოს პარტნიორობა დაფუძნებულია მყარ მეგობრობაზე
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც სკოლებში დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს
გია ვოლსკი - ჯო უილსონს საქართველოსთან მიმართებით გარკვეული ინტერესები აქვს, კონგრესი აქტში მოყვანილ საკითხებზე დაზუსტებულ ინფორმაციას ელოდება
პარლამენტმა ეგრისის ეროვნული პარკის შექმნას მხარი დაუჭირა