მიხეილ სააკაშვილი - მე არა მხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“, რეფორმირებისთვის შემოვიერთებთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" რადიკალურ ცვლილებებს გეგმავს. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილის თქმით, პარტიას სჭირდება გაცოცხლება და ფუნდამენტური განახლება.
„მე არა მხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში". ქართული სახელმწიფოს ინსტიტუტების შემქმნელი ენმ არის მრავალი ათასი გულანთებული, გონიერი, პატრიოტი ქართველის პარტია. ორგანიზაცია რომელსაც უამრავმა ადამიანმა დაუკავშირა თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ ერთგულ იდეალისტურ ადამიანებს განსაკუთრებული მოფრთხილება და მათი წვლილის დაფასება სჭირდება.
პარტიის განახლების მთავარი ამოცანაა, დავიბრუნოთ პირველადი ღრმად სახალხო ორგანიზაციის სახე. ყველას დავანახოთ რომ ჩვენ ვართ ყველა ქართველის (როგორც ეთნიკური, ასევე ყველა სხვა საქართველოს მოქალაქის) გაერთიანება და არა ვიწროელიტარული დაჯგუფება.
ჩემი, ლევანის სხვა ლიდერების ციხეში ყოფნის პირობებში, პარტიას სჭირდება გაცოცხლება, ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება და ამ მიზნით, ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით, რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი შესანიშნავი გუნდი. პირადად მე ნანუკას 25 წელია, ვიცნობ. მას არასდროს უღალატია იდეისთვის. ყოველთვის გამოირჩეოდა სახალხოობით და სიმართლისთვის ბრძოლით, უკიდურესი სიმამაცით და ინოვაციურობით. აქვს დიდი ავტორიტეტი ქვეყნის შიგნით და გარეთ და რაც მნიშვნელოვანია აქვს ძალიან სწორი იდეები ფუნდამენტური განახლებებისთვის. ნანუკას აქვს ჩემი სრული ნდობა და მანდატი. ჩვენს მრავალრიცხოვან წევრებთან და პარტიის თავმჯდომარე თიკა ბოკუჩავასთან ერთად ცვლილებების განსახორციელებლად.
პარტია უნდა გაიხსნას ახალი ხალხისთვის. ძველი გამოცდილი კადრების დაფასების ფონზე უნდა შემოვიღოთ მოქნილობა, დეცენტრალიზაცია, სასწრაფოდ ავითვისოთ ახალი ტექნოლოგიები, შევქმნათ თანამედროვე ფანდრაიზინგის სისტემა.
ამ ყველაფერში ნანუკას და ყველა ჩვენგანს დაგვჭირდება თქვენი დახმარება. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ჩვენ ვაფასებთ ერთგულებასა და იდეალიზმს. ჩვენ ვართ სიმართლის მსახურები!
ახლა უკრაინის გამარჯვებების, უნგრეთში და სომხეთში რუსების დამარცხების, ევროპის და ამერიკის გააქტიურების ფონზე, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ დამარცხებულის მენტალიტეტზე და გადავეწყოთ გამარჯვების ტალღაზე.
შემდეგ ნამდვილ თავისუფალ არჩევნებში გაიმარჯვებენ ქართველი ხალხი და განახლებული „ნაციონალური მოძრაობა!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
მსგავსი სიახლეები
მიხეილ სააკაშვილი - მე არა მხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“, რეფორმირებისთვის შემოვიერთებთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანს
პრემიერი 4 ოქტომბრის საქმეზე - ვინც გამოხატავს სინანულს, ვისაც ექნება აღიარება, ის გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან
ირაკლი კობახიძე - ჰერჩინსკის და მის თანამზრახველებს იმ ადამიანების მოყვანა უნდოდათ ხელისუფლებაში, რომლებიც ერთმანეთშიც ვერ რიგდებიან, წარმოდგენაც არ მინდა, სადამდე მიიყვანდნენ ჩვენს ქვეყანა
ირაკლი კობახიძე - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები იაზრებენ, რამდენად დიდია საქართველოს პოტენციალი შუა დერეფნის ფარგლებში, ამ პოტენციალის მიმართ ინტერესი ფინანსურ მხარდაჭერაშიც აისახება
ირაკლი კობახიძე - გვინდა, შევქმნათ ახალი რესურსი სახელმწიფო კომპანიის სახით, მისი შექმნა მოგვცემს საშუალებას, ეფექტურად გავუმკლავდეთ სტიქიასთან დაკავშირებულ მოვლენებს
ირაკლი კობახიძე - ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთშიც ვერ რიგდებიან, მათი გადმოსახედიდან უნდა მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, სადამდე მიიყვანდნენ ისინი ჩვენს ქვეყანას, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის მთელი ისტორია არის ერთიანი ღალატის ქრონიკა და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, სწორედ ამის გამოა, რომ მათ არ აქვთ არავითარი ნდობა
ირაკლი კობახიძე - ჩინეთის ხელისუფლება როდესაც საქართველოსთან ავლენს ასეთ თანასწორ დამოკიდებულებას, ეს განსაკუთრებულ დაფასებას საჭიროებს, მადლობა ამისთვის ჩინეთის ხელისუფლებას
ირაკლი კობახიძე - ამერიკის პრეზიდენტი არა მარტო აქტიურად საუბრობს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, არამედ ვიზიტი ჰქონდა ჩინეთში, ასეთ დროს, მისი პარტიის წევრები აკრიტიკებენ საქართველოს
პრემიერი - მიზეზი, რატომაც ყველაზე ხშირად ბატონი ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებს ხოლმე არის ის, რომ ჩვენს გუნდს აქვს განსაკუთრებული ნდობა მისი გამოცდილებისა და კომპეტენციის მიმართ
ირაკლი კობახიძე - საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით
აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
შალვა პაპუაშვილი - უცხო ძალების რაობასა და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს, ერები იმიტომ შეიკრნენ სახელმწიფოებად, რომ საკუთარი ინტერესები სხვათა ინტერესებისგან განესხვავებინათ
ნიკა გვარამია: ვუშვებ, რომ მე და მელია ერთად აღარ ვიყოთ
პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეული საქონლისა და ავტომობილების იმპორტი აქციზისგან თავისუფლდება
თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი "ტუპიაკი". უფასოდაა ასეთი
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი - თურქეთ-საქართველოს პარტნიორობა დაფუძნებულია მყარ მეგობრობაზე
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც სკოლებში დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს
გია ვოლსკი - ჯო უილსონს საქართველოსთან მიმართებით გარკვეული ინტერესები აქვს, კონგრესი აქტში მოყვანილ საკითხებზე დაზუსტებულ ინფორმაციას ელოდება
პარლამენტმა ეგრისის ეროვნული პარკის შექმნას მხარი დაუჭირა