დონალდ ტრამპი - რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჩემი ძალიან კარგი მეგობარია, ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ, მომწონს

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ მოუსმენია თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ისრაელთან დაკავშირებით გაკეთებული დღევანდელი განცხადება.

ტრამპს ერდოღანის განცხადებასთან დაკავშირებით კითხვა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტმა დაუსვა. კერძოდ, ჟურნალისტმა მას ჰკითხა, აწუხებს თუ არა ისრაელსა და თურქეთს შორის შესაძლო დაპირისპირება და გეგმავს თუ არა ანკარისთვის F-35-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვას.

კითხვის პასუხად ტრამპმა აღნიშნა, რომ ერდოღანი მისი მეგობარია და საჭიროების შემთხვევაში მას დაურეკავდა.

„მსგავსი არაფერი მსმენია, რომ გამეგო, დავურეკავდი და დავრწმუნებოდი, რომ ყველაფერი კარგადაა. როგორც იცით, ის ჩემი ძალიან კარგი მეგობარია და ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. ძალიან მომწონს", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა და ერდოღანის განცხადების შეფასებისგან თავი შეიკავა.

მანამდე, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთის უსაფრთხოება იწყება ალეპოდან, დამასკოდან, ბეირუთიდან და თავდასხმებზე თვალს არ დახუჭავს. „არავინ არ უნდა გაჰყვეს სიონისტური ხოცვა-ჟლეტის ქსელის კვალს. ისრაელის ბანდიტური ძალადობა თუ არ შეჩერდება, შედეგები მთელი კაცობრიობის და რეგიონის მხრებზე იქნება. ისრაელი უნდა შეჩერდეს", - აღნიშნა ერდოღანმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
დონალდ ტრამპი - რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჩემი ძალიან კარგი მეგობარია, ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ, მომწონს
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანის მოსახლეობას მიმართა - ისრაელი თქვენთან ომში არ არის, თქვენთან მშვიდობა გვინდა, ჩვენ ომში ვართ „ჰეზბოლასთან“
POLITICO: ევროკავშირი აშშ-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად ახალი ერთობლივი სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას განიხილავს
ტრამპმა ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ტრამპი: ჩვენ ვაპირებთ ირანზე თავდასხმას, ძალიან ძლიერ თავდასხმას
პოლონური მედია - გერმანიას სურს, უნგრეთის მიერ განბლოკილი 6,6 მილიარდი ევრო მთლიანად უკრაინას გადაეცეს, რასაც პოლონეთი ეწინააღმდეგება
ნეთანიაჰუ: ანტისემიტი დიქტატორი ერდოღანი უკანასკნელი ადამიანია, ვისაც შეუძლია ისრაელის სახელმწიფოს მორალი წაუკითხოს
,,ისრაელის ქმედებები სირიასა და ლიბანში თურქეთს საფრთხეს უქმნის''- ერდოღანი
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, ირანის ელექტროსადგურებსა და ხიდებზე ახალი დარტყმების ბრძანება გასცეს
სერგეი ლავროვი - დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები ჩემს ერთ-ერთ მოადგილესთან შეხვედრას ითხოვენ, უწყება მზადაა შესახვედრად, თუმცა განსაკუთრებით ოპტიმისტურად არ არის განწყობილი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთის უსაფრთხოება იწყება ალეპოდან, დამასკოდან, ბეირუთიდან, არ შევეგუებით ჩვენი ძმების ქვეყნებში მომხდარ ფაქტებს და არც თავდასხმებზე დავხუჭავთ თვალს
კირ სტარმერი - ძალადობასა და არეულობას არანაირი გამართლება არ აქვს, არც მათ, ვინც ამას ახალისებდა
„ბიბისი“ - ირანის გაფრთხილების მიუხედავად, ისრაელმა ლიბანის ქალაქ ტირეზე იერიში მიიტანა
ზელენსკი: რუსები უკრაინის ომს ზუსტად ისევე იგრძნობენ, როგორც ამას ახლა ყველა უკრაინელი განიცდის
ბულგარეთი უკრაინისთვის დამატებითი იარაღის მიწოდებას აღარ გეგმავს - ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი
დონალდ ტრამპი - ირანელებმა ჩვენი ვერტმფრენი ჩამოაგდეს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში პატრულირებდა - აშშ-მა უნდა უპასუხოს ამ თავდასხმას
დონალდ ტუსკი - პოლონეთი უკრაინას მხარს დაუჭერს, თუმცა გარკვეული პირობებით
ვოლოდიმირ ზელენსკი - ამ ზაფხულს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ველოდებით
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი წარადგინა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორ კარიმ ხანს უფლებამოსილება შეუჩერეს