ირაკლი კირცხალია - ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ

 

ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ვერ გაუთვითცნობიერებიათ, როგორ შეიძლება ვინმემ თავისი სამშობლო დააყენოს უპირველეს ყოვლისა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე გათვალა ივანიშვილმა თუ, როგორ განვითარდებოდა „გენერალური სცენარი ჩვენს ქვეყანაში".

მისი შეფასებით, ოპონენტებს ბიძინა ივანიშვილის კომპეტენცია აღიზიანებთ, რადგან ის მათ გათვლებს რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს.

"მუდმივი გამოწვევაა ის თავდასხმები, რომელიც მოდიოდა ჩვენთან ღიად, მკაფიოდ და აგრესიულად აშშ-ის წინა ადმინისტრაციიდან და, რომელიც მოდის განსაკუთრებით 2024 წლიდან. ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, განსაკუთრებით მუდმივად იყო მათი მხრიდან თავდასხმის მცდელობები. გახსოვთ ალბათ, უკრაინა-რუსეთის ომი სანამ დაიწყებოდა, თუ როგორი თავდასხმები გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, სწორედ მაშინ გათვალა ბატონმა ბიძინამ, თუ როგორ განვითარდებოდა გენერალური სცენარი ჩვენს ქვეყანაში. ამას ვერ ჰპატიობენ საკუთარ თავს, დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ ვერ ერევიან სიმართლეს. ვერ ერევიან ქვეყნის უანგარო სიყვარულს. აგენტს როგორ შეუძლია წარმოიდგინოს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ვერ გაუთვითცნობიერებიათ, როგორ შეიძლება, ვინმემ თავისი სამშობლო დააყენოს უპირველეს ყოვლისა", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომლის სახელს და ლიდერობას უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა ქვეყანაში.

"ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს და დარწმუნებული ვარ, ე.წ. ოპოზიციაშიც ნამდვილად არავის არ სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა წვლილი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. როგორც ქველმოქმედების კუთხით, ასევე, ყველაზე მთავარი, პოლიტიკური კუთხით და იმ გარდამტეხი ცვლილებების ავტორობით, რაც ჩვენ ვნახეთ 2012 წელს.

ვისზე საუბრობენ? ადამიანზე, რომელმაც, პირდაპირი მნიშვნელობით, თავისი და თავისი ოჯახის სიცოცხლე - ყველაზე ღირებული დადო სასწორზე და დააყენა რისკის ქვეშ 2011 წელს, სისხლიანი რეჟიმის დროს, როდესაც მან გადაწყვიტა პოლიტიკაში შემოსვლა და ვნახეთ, თუ როგორი გარდატეხა მოხდა 2012 წელს. არ უნდა დაგვავიწყდეს როდის, როდესაც ამ რეჟიმს ყველა მხრიდან მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული ე.წ. ბიუროკრატიისგან. ამ დროს, გადაწყვიტა ადამიანმა თავის გუნდთან ერთად და ის იყო ფლაგმანი და ამ ყველაფრის ავანგარდში. პირდაპირი მნიშვნელობით, მოხდა როგორც მენტალური რევოლუცია, ასევე, რევოლუცია საარჩევნო ყუთებთან. ეს არის ადამიანი, რომლის სახელს, ხელმძღვანელობას და ლიდერობას უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და ის ეკონომიკა, რომელსაც წლიდან წლამდე ვხედავთ.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გარკვეულ აღქმების თეორიაზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გარკვეულ სცენარებზე, რომელიც მოდის ე.წ. ევრობიუროკრატისგან, ვინ აკრავს იარლიყებს და ვინ ცდილობს, რომ რაღაც შაბლონები ჩამოაყალიბოს და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თავის აღქმაში ჩაუბეჭდოს რაღაც კონკრეტული ფრაზა, მესიჯი, სახელი და ა.შ. არაფორმალური მმართველობა, ოლიგარქიული მმართველობა - ამას ამბობენ ადამიანები, ე.წ. პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც უბრალოდ ვერ მოქმედებს ზუსტად რომ არაფორმალური მმართველობის გარეშე", - აცხადებს ირაკლი კირცხალიამ "რუსთავი 2"-თან.

 

 





მსგავსი სიახლეები
,, ის გათვლები, რომლებიც მათ აქვთ, არ სრულდება''- შალვა პაპუაშვილი
ირაკლი კირცხალია - ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიყოთ მყარი, სანდო, ეფექტიანი პარტნიორი და მაქსიმალურად ეფექტურად ვემსახუროთ შუა დერეფანს - თამარ იოსელიანი
მიხეილ სააკაშვილი - მე არა მხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“, რეფორმირებისთვის შემოვიერთებთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანს
პრემიერი 4 ოქტომბრის საქმეზე - ვინც გამოხატავს სინანულს, ვისაც ექნება აღიარება, ის გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან
ირაკლი კობახიძე - ჰერჩინსკის და მის თანამზრახველებს იმ ადამიანების მოყვანა უნდოდათ ხელისუფლებაში, რომლებიც ერთმანეთშიც ვერ რიგდებიან, წარმოდგენაც არ მინდა, სადამდე მიიყვანდნენ ჩვენს ქვეყანა
ირაკლი კობახიძე - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები იაზრებენ, რამდენად დიდია საქართველოს პოტენციალი შუა დერეფნის ფარგლებში, ამ პოტენციალის მიმართ ინტერესი ფინანსურ მხარდაჭერაშიც აისახება
ირაკლი კობახიძე - გვინდა, შევქმნათ ახალი რესურსი სახელმწიფო კომპანიის სახით, მისი შექმნა მოგვცემს საშუალებას, ეფექტურად გავუმკლავდეთ სტიქიასთან დაკავშირებულ მოვლენებს
ირაკლი კობახიძე - ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთშიც ვერ რიგდებიან, მათი გადმოსახედიდან უნდა მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, სადამდე მიიყვანდნენ ისინი ჩვენს ქვეყანას, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის მთელი ისტორია არის ერთიანი ღალატის ქრონიკა და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, სწორედ ამის გამოა, რომ მათ არ აქვთ არავითარი ნდობა
ირაკლი კობახიძე - ჩინეთის ხელისუფლება როდესაც საქართველოსთან ავლენს ასეთ თანასწორ დამოკიდებულებას, ეს განსაკუთრებულ დაფასებას საჭიროებს, მადლობა ამისთვის ჩინეთის ხელისუფლებას
ირაკლი კობახიძე - ამერიკის პრეზიდენტი არა მარტო აქტიურად საუბრობს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, არამედ ვიზიტი ჰქონდა ჩინეთში, ასეთ დროს, მისი პარტიის წევრები აკრიტიკებენ საქართველოს
პრემიერი - მიზეზი, რატომაც ყველაზე ხშირად ბატონი ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებს ხოლმე არის ის, რომ ჩვენს გუნდს აქვს განსაკუთრებული ნდობა მისი გამოცდილებისა და კომპეტენციის მიმართ
ირაკლი კობახიძე - საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით
აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
შალვა პაპუაშვილი - უცხო ძალების რაობასა და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს, ერები იმიტომ შეიკრნენ სახელმწიფოებად, რომ საკუთარი ინტერესები სხვათა ინტერესებისგან განესხვავებინათ
ნიკა გვარამია: ვუშვებ, რომ მე და მელია ერთად აღარ ვიყოთ
პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეული საქონლისა და ავტომობილების იმპორტი აქციზისგან თავისუფლდება
თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი "ტუპიაკი". უფასოდაა ასეთი
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი - თურქეთ-საქართველოს პარტნიორობა დაფუძნებულია მყარ მეგობრობაზე