საქართველოს გონივრულმა მაკროეკონომიკურმა მართვამ და მაკროპრუდენციულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ეკონომიკის შემდგომ დედოლარიზაციას - სსფ
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვის (IV მუხლის კონსულტაციები) ანგარიში დაასრულა.
სსფ-ის შეფასებით, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ეკონომიკური ზრდა მყარია, რასაც ძლიერი მაკროეკონომიკური მართვა და ეკონომიკური პოლიტიკა უწყობს ხელს.
ამასთან, სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე შენარჩუნება, საერთაშორისო რეზერვების გამყარება და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებაა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2025 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 7.5 პროცენტი იყო, რაც პანდემიამდელ ტენდენციას ზედიზედ მეხუთე წელია მნიშვნელოვნად აღემატება. სსფ-ის შეფასებით, მაკროეკონომიკური პოლიტიკა ძირითადად შეესაბამებოდა ფონდის რეკომენდაციებს.
ამასთან, სავალუტო ფონდი 2026 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 6.5 პროცენტით ზრდას და ინფლაციის ეტაპობრივად შემცირებას პროგნოზირებს.
„მაისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა მიზანშეწონილი იყო. ეროვნულმა ბანკმა საჭიროების შემთხვევაში უნდა შეინარჩუნოს მზადყოფნა დამატებითი გამკაცრებისთვის, თუ ინფლაციური წნეხი უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდება. ინფლაცია პიკს 2026 წლის შუა პერიოდში მიაღწევს, რაც ძირითადად ენერგორესურსების ფასების ზრდით იქნება განპირობებული. შემდგომში კი, ინფლაცია ეტაპობრივად დაუბრუნდება 3-პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს", - ნათქვამია სავალუტო ფონდის ანგარიშში.
IMF-ის შეფასებით, 2025 წელს საქართველოს საგარეო პოზიცია საშუალოვადიანი ფუნდამენტური ფაქტორებითა და სასურველი ეკონომიკური პოლიტიკით განსაზღვრულ დონეზე უფრო ძლიერი იყო.
„მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებისა და საერთაშორისო რეზერვების ზრდის ფონზე, საგარეო სექტორის პოზიცია გაძლიერდა. 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე , მშპ-ის 2.6 პროცენტამდე შემცირდა, რაც ძირითადად მომსახურების ექსპორტის (განსაკუთრებით ICT-ისა და ტურიზმის) ძლიერი ზრდითა და ნავთობის დაბალი ფასების ფონზე საქონლის იმპორტის დაბალი ზრდით იყო განპირობებული. 2026 წლის აპრილის ბოლოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 6.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც სსფ-ის რეზერვების ადეკვატურობის (ARA) მაჩვენებლის 102 პროცენტს შეესაბამება. ეს შედეგი ასახავს ეროვნული ბანკის წინა წლების განმავლობაში 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის წმინდა სავალუტო შესყიდვებს, რასაც ხელი შეუწყო როგორც დედოლარიზაციის პროცესმა და ფინანსურმა შემოდინებებმა, ისე ოქროს ფასის ზრდით მიღებულმა შეფასებითმა მოგებამ", - აღნიშნავს სავალუტო ფონდი.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოს საბანკო სექტორი ჯანსაღია. ბანკები კარგად კაპიტალიზებული, ლიკვიდური და მომგებიანი არიან, ხოლო პრობლემური სესხების წილი დაბალ დონეზე ნარჩუნდება.
„გონივრულმა მაკროეკონომიკურმა მართვამ და მაკროპრუდენციულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ეკონომიკის შემდგომ დედოლარიზაციას. ამასთან, დეპოზიტების დოლარიზაცია შემცირდა, რაც ბაზრის ნდობის გაუმჯობესებამ და აშშ დოლარის შესუსტებამ განაპირობა", - ნათქვამია სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ მომზადებულ ანგარიშში.
მსგავსი სიახლეები
ნათია თურნავა ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
Qatar Airways-მა საქართველოს სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე ოპერირება დაიწყო
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში, 500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოსა და ყირგიზეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მემორანდუმებს მოაწერა ხელი
ირაკლი კობახიძე - არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს
ბაკიტ სიდიკოვი - ყირგიზეთსა და საქართველოს ბევრი რამ გვაერთიანებს, ხელი მოვაწერეთ პროტოკოლს, სადაც განსაზღვრულია თანამშრომლობის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც უნდა განვავითაროთ
მარიამ ქვრივიშვილი: "როდესაც ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, საქართველო გამორჩეულია და ლიდერია ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში"
მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველო - ყირგიზეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა
მარიამ ქვრივიშვილი: „როდესაც ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, საქართველო გამორჩეულია და ლიდერია ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში"
დავით სონღულაშვილმა საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კომისიის მეორე სხდომაში მიიღო მონაწილეობა
მარიამ ქვრივიშვილმა ყირგიზეთის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრთან შეხვედრისას ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი და მათი შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები განიხილა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 ივნისიდან - დოლარი 2.6586, ევრო - 3.0646, ფუნტი - 3.5514
ეროვნული ბანკი - საწვავის ფასების ზრდა როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
საქართველოს გონივრულმა მაკროეკონომიკურმა მართვამ და მაკროპრუდენციულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ეკონომიკის შემდგომ დედოლარიზაციას - სსფ
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 ივნისს
ირაკლი კობახიძე - ენერგეტიკის სფეროში რეფორმები ორიენტირებულია ეროვნული ინტერესების რეალიზებაზე, ათწლიან პერსპექტივაში ელექტროენერგიის გენერაცია 11 500 მგვტ-მდე გაიზრდება
ირაკლი კობახიძე - ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ ველოდებით ხელშესახებ ზრდას როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, ასევე ტურისტული გაცვლის და სატრანზიტო კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით
ირაკლი კობახიძე - უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ დამატებითი ბიძგი მისცა პირდაპირი ფრენების დამატებას და მგზავრთნაკადის მნიშვნელოვან ზრდას საქართველოსა და ჩინეთს შორის
ირაკლი კობახიძე - მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ჩინეთში ქართული წარმოების ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა