„დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე 12 ივნისს მოძრაობა შეიზღუდება, მეტრო და ავტობუსების ნაწილი კი გახანგრძლივებულად იმუშავებს
„დინამო არენაზე" 12 ივნისს დაგეგმილ კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, თბილისის მეტრო, ასევე ავტობუსები - N306, N308, N315, N320, N311, N327, N351, N381, N384 და N386 გახანგრძლივებულად იმუშავებენ და მგზავრებს 13 ივნისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან.
რაც შეეხება საგზაო მოძრაობას, 12 ივნისის 07:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე. პირველადი შეზღუდვა შეეხება სლავა მეტრეველისა და გიორგი ცაბაძის ქუჩებს, სადაც გადაადგილება შეზღუდული იქნება „დინამო არენას" მთავარი შესასვლელებისკენ. შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მიმდებარე ქუჩების გამოყენებით.
12 ივნისის 13:00 საათიდან 13 ივნისის 02:00 საათამდე საგზაო მოძრაობა სრულად შეიზღუდება: აკაკი წერეთლის გამზირზე - მეტროსადგურ „წერეთელის" მიმდებარე ტერიტორიიდან მიხეილ წინამძღვრიშვილისა და გიორგი ცაბაძის ქუჩების კვეთამდე; დავით ყიფიანის ქუჩაზე - ქუთაისის ქუჩიდან შოთა იამანიძის ჩიხის კვეთამდე; წერეთლის გამზირზე მოსახვედრად ავტომობილები გადაადგილებას ვერ შეძლებენ ფოთისა და ბათუმის ქუჩებზეც.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება დები იშხნელების (ვლადიმერ მაიაკოვსკის), გიორგი ცაბაძის, შოთა იამანიძის ჩიხში, არჩილ ქურდიანის, სლავა მეტრეველის, ფოთის, ბათუმისა და ფიფიების ქუჩებზეც.
გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე: დავით აღმაშენებლის გამზირზე - ცაბაძის კვეთიდან თამარ მეფის გამზირამდე; წინამძღვრიშვილის ქუჩაზე - თამარ მეფის გამზირიდან ცაბაძის ქუჩის კვეთამდე; თევდორე მღვდლის ქუჩიდან აბასთუმნის ქუჩის მიმართულებით; გორისა და ბათუმის ქუჩებიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით.
გარდა ამისა, ნაწილობრივ ჩაიკეტება ფოთის ქუჩა - ბათუმის ქუჩის შესახვევიდან წერეთლის გამზირამდე. ასევე, ფიფიების, ბათუმისა და გორის ქუჩებიდან შეზღუდული იქნება მოხვედრა წერეთლის გამზირზე; გადაადგილება დროებით შეიზღუდება მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ცაბაძის ქუჩის მიმართულებითაც.
ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევით წერეთლის გამზირის მიმართულებით და თევდორე მღვდლის ქუჩაზე; წერეთლის გამზირიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქუთაისის ქუჩის მიმართულებით, ასევე, ქუთაისის ქუჩიდან დავით ყიფიანის ქუჩაზე მარჯვნივ გახვევით და ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე; თამარ მეფის გამზირიდან წერეთლის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გენერალ გიორგი კვინიტაძის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის გავლით; წერეთელის გამზირიდან წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ქუთაისის ქუჩიდან სანაპიროს მიმართულებით, შემდგომ კვინიტაძის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის გავლით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა გადაინაცვლებს ქუთაისის ქუჩაზე, საიდანაც იმოძრავებენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის, გიორგი სააკაძის მოედნის, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის გავლით და გმირთა მოედნიდან დადგენილი მიმართულებებით გადაადგილდებიან.
მსგავსი სიახლეები
„დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე 12 ივნისს მოძრაობა შეიზღუდება, მეტრო და ავტობუსების ნაწილი კი გახანგრძლივებულად იმუშავებს
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
დღეს საქართველოში ისევ იწვიმებს
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა დაიწყო
ბრიუსელში დღეს ევროკავშირ-საქართველოს სავიზო დიალოგი გაიმართება
11 ივნისის ამინდის პროგნოზი
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს სავარაუდო თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს
,,ამ ეტაპზე არც განიხილება და არც მიღებულია რაიმე გადაწყვეტილება საავტომობილო გზების ფასიან რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით ''- საავტომობილო გზების დეპარტამენტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
27 ივნისიდან N321 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
როდესაც ტკბილეულზე მოთხოვნილება იზრდება, როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს გლუკოზის კონტროლში
ჩუღურეთის რაიონში მდებარე ავარიულ შენობაში მცხოვრებ 45 ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
გამოცხადდა რუსთაველის ფონდის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი
„მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და სეტყვა“ - 10 - 11 ივნისს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი განახლდა - რამდენად იყიდით დოლარს და ევროს
მაშველებმა სოფელ ართანას მიმდებარედ, მთაში მყოფი მოქალაქე, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაადგილებას ვერ ახერხებდა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს
9 ივნისის ამინდის პროგნოზი
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია გაიმართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისში თავდასხმის შედეგად დაშავებული პატრულ-ინსპექტორი მერაბ ქავთარაძე მოინახულა