ეროვნული ბანკი - საწვავის ფასების ზრდა როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში წლიურმა ინფლაციამ 5.7% შეადგინა, ხოლო მარტთან შედარებით, ფასების საერთო დონემ 0.3%-ით მოიმატა.
ეროვნული ბანკის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ჰორმუზის სრუტეში ტანკერების მოძრაობა კვლავ მნიშვნელოვნად შეფერხებულია, რაც ნავთობის გლობალური მიწოდების შეზღუდვას იწვევს. შედეგად, საწვავის ფასების ზრდა როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება.
რაც შეეხება შედარებით ხისტი ფასების საზომებს, ეროვნული ბანკის ცნობით, საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მაისში 3.5% შეადგინა, ხოლო მომსახურების ინფლაცია 3.8%-ს გაუტოლდა.
„მაისში, გასულ თვესთან შედარებით, საწვავის ფასებმა ზრდა განაგრძო. ბენზინი და დიზელი საშუალოდ, შესაბამისად, 6% და 9%-ით გაძვირდა, ხოლო ამ ორი პროდუქტის ჯამურმა წვლილმა თვის ინფლაციაში 0.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. სეზონური ფაქტორების გამო, წინა თვესთან შედარებით, შემცირდა ყველისა და ბოსტნეულის ფასები. წლიურ ჭრილში ბენზინი და დიზელი შესაბამისად, 26% და 48%-ით გაძვირდა, ხოლო ჯამში, საწვავის გავლენამ ინფლაციაზე 1.3 პროცენტამდე მოიმატა. ინფლაციის მატებაზე სურსათი კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, თუმცა მისი წვლილი გასულ თვეებთან შედარებით შემცირებულია. მაისში სურსათის ინფლაციამ 5.4%, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 1.7 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აქედან ყველაზე დიდი გავლენა პურს (0.5 პპ) და ძროხის ხორცს (0.5 პპ) ჰქონდა. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ელექტროენერგიის (0.5 პპ), ჯანდაცვის (0.4 პპ) და სიგარეტის (0.3 პპ) წვლილები. ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად საბაზო ეფექტის გამო კარტოფილის წლიური გაიაფება მოქმედებდა (-0.4 პპ) ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ტექნიკის, მათ შორის ტელევიზორის, მაცივრის, სარეცხი მანქანის გაიაფებამ ინფლაცია ჯამში 0.2 პპ-ით შეამცირა", - ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.
რაც შეეხება ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტების ინფლაციას, ეროვნული ბანკის ცნობით, მაისში წლიურმა ინფლაციამ 6.0 პროცენტი შეადგინა.
„ადგილობრივ ინფლაციაზე ყველაზე მეტი გავლენა პურის, ხორცისა და ყველის ფასებს აქვს (ჯამში 3.1 პროცენტული პუნქტი). შერეულად წარმოებული პროდუქტების ინფლაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილები მოდიოდა ელექტროენერგიის გადასახადსა (1.8 პპ) და ოქროს ბეჭედზე (0.9 პპ). იმპორტირებულმა ინფლაციამ 5.8%-მდე მოიმატა და ამის მთავარი მიზეზი საწვავის (5.1 პპ) გაძვირებაა", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
მსგავსი სიახლეები
ნათია თურნავა ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
Qatar Airways-მა საქართველოს სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე ოპერირება დაიწყო
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში, 500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოსა და ყირგიზეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მემორანდუმებს მოაწერა ხელი
ირაკლი კობახიძე - არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს
ბაკიტ სიდიკოვი - ყირგიზეთსა და საქართველოს ბევრი რამ გვაერთიანებს, ხელი მოვაწერეთ პროტოკოლს, სადაც განსაზღვრულია თანამშრომლობის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც უნდა განვავითაროთ
მარიამ ქვრივიშვილი: "როდესაც ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, საქართველო გამორჩეულია და ლიდერია ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში"
მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველო - ყირგიზეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა
მარიამ ქვრივიშვილი: „როდესაც ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, საქართველო გამორჩეულია და ლიდერია ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში"
დავით სონღულაშვილმა საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კომისიის მეორე სხდომაში მიიღო მონაწილეობა
მარიამ ქვრივიშვილმა ყირგიზეთის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრთან შეხვედრისას ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი და მათი შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები განიხილა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 ივნისიდან - დოლარი 2.6586, ევრო - 3.0646, ფუნტი - 3.5514
ეროვნული ბანკი - საწვავის ფასების ზრდა როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
საქართველოს გონივრულმა მაკროეკონომიკურმა მართვამ და მაკროპრუდენციულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ეკონომიკის შემდგომ დედოლარიზაციას - სსფ
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 ივნისს
ირაკლი კობახიძე - ენერგეტიკის სფეროში რეფორმები ორიენტირებულია ეროვნული ინტერესების რეალიზებაზე, ათწლიან პერსპექტივაში ელექტროენერგიის გენერაცია 11 500 მგვტ-მდე გაიზრდება
ირაკლი კობახიძე - ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ ველოდებით ხელშესახებ ზრდას როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, ასევე ტურისტული გაცვლის და სატრანზიტო კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით
ირაკლი კობახიძე - უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ დამატებითი ბიძგი მისცა პირდაპირი ფრენების დამატებას და მგზავრთნაკადის მნიშვნელოვან ზრდას საქართველოსა და ჩინეთს შორის
ირაკლი კობახიძე - მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ჩინეთში ქართული წარმოების ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა