,,მე არ ვიცი სად და რა დაიწვა, თუმცა ეგეც რომ მომხდარიყო, რა კავშირში ვართ იქ მყოფი ადამიანები''- ნიკა გვარამია

მე არ ვიცი სად და რა დაიწვა, თუმცა ეგეც რომ მომხდარიყო, რა კავშირში ვართ იქ მყოფი ადამიანები, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა და საბოტაჟის საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა ნიკა გვარამიამ, სხდომის დაწყებამდე განაცხადა.მისი თქმით, ბრალდებულების წინააღმდეგ პარლამენტის დაზიანებასთან კავშირის დამადასტურებელი ფაქტი არ არის საქმეში წარმოდგენილი.„მე არ ვიცი სად და რა დაიწვა, თუმცა ეგეც რომ მომხდარიყო, რა კავშირში ვართ იქ მყოფი ადამიანები იმასთან თუ რა მოხდა, სადღაც დაზიანებების კუთხით. არც არავინ გვადანაშაულებს, ფაქტებს არავინ გვაძლევს ამ კავშირის შესახებ, რომ თავი მაინც დავიცვათ და ვიცოდეთ რაში ვმონაწილეობდით", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.ასევე, ნიკა გვარამია გამოეხმაურა იმას, რომ ივნისში, აღნიშნული საქმის განხილვა თვის ბოლოს იყო ჩანიშნული, თუმცა პროკურატურის მიმართვის შემდეგ სასამართლო სხდომამ 11 ივნისს გადმოიწია.„რეპრესიების ნორმალიზებასთან დაკავშირებით სწორი განცხადებები აქვს „ქართულ ოცნებას", ამ ქვეყანაში რეპრესია ერთადერთი სტაბილური და ნორმალური რამ არის, არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ ყველა პატრიოტის წინააღმდეგ.რაც შეეხება მოწმეების დაკითხვას, მოწმეები პოლიციელები არიან და სად მიდიოდნენ ეს პოლიციელები? 24 რიცხვამდე გარბოდნენ აქედან? ისე კი გარბიან პოლიციელები ქვეყნიდან და ემიგრაციაში მიდიან და მათ გასაგონად ვიტყვი, რომ როდესაც ხელისუფლება შეიცვლება მათი მთელი ხელფასები, ვალების დასაფარად არ წავა, პირობას ვაძლევ ყველა ღირსეულ პოლიციელს, რომ არ იფიქროს თვიდან-თვემდე ვალების დაფარვაზე", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს. 





მსგავსი სიახლეები
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია კიდევ 4 პირი დააკავეს
შსს „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფ პირებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ოფისის რეგიონული ხელმძღვანელი: ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურსა და ჩვენს ქართველ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს, რომ ამგვარი თანამშრომლობით შეიძლება მიღწეული იქნას რეალური შედეგები
„დედა, მეუღლე და მისი მეგობარი ქალი დანით დაჭრა...“ - შსს განცხადებას ავრცელებს
,,მე არ ვიცი სად და რა დაიწვა, თუმცა ეგეც რომ მომხდარიყო, რა კავშირში ვართ იქ მყოფი ადამიანები''- ნიკა გვარამია
დამიან მაზორი - განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი თბილისის, ასევე, ბათუმის შესაბამისი ქვეგანყოფილების თანამშრომლებს
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი AudiA6, ინტერნეტსივრცეში კიბერდამნაშავეების და სხვა კრიმინალებისთვის უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული კრიპტოვალუტის გათეთრებას - საქართველოს, აშშ-ის და პოლონეთის ერთობლივი ოპერაცია
ქვემო ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც გარდაცვალება გამოიწვია, ერთი პირი დააკავა
პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში 42 ე.წ. მაინერი ამოიღო
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთაგან, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პატიმრობიდან კიდევ ექვსი პირი გათავისუფლდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა
„არასრულწლოვანს სექსუალური ხასიათის ქმედებების ამსახველი ფოტო-ვიდეოს გადაღებას და მისთვის გაგზავნას აიძულებდა...“ - პროკურატურამ ბრალდებული დააკავა
"თავისუფლების ფასი ყველაფერზე დიდია. ბრალს ვეთანხმები" - 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებული ერთ-ერთი პირი
4 ოქტომბრის საქმეზე, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პატიმრობიდან კიდევ რვა პირი გათავისუფლდა
შსს - ზუგდიდში მამაკაცმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს, მომხდარიდან მალევე კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
ყოფილი მეუღლის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
საჩხერის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული რვა პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა