,,მე მგონი რადიკალური ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსაც დაასწრებს და თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს''- შალვა პაპუაშვილი

მე მგონი რადიკალური ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსაც დაასწრებს და თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.შალვა პაპუაშვილი ოპოზიციურ ალიანსში არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა.„მერე შეეცდებიან აქედან კიდევ გამოძრომას, უცხოელები ტალახს ჩამოაცილებენ, გაათეთრებენ, ხელს ჩამოართმევენ, რომ ქართველებს აჩვენონ, რომ მისაღები ხალხია. ხომ ვხედავთ სინამდვილეში რა ცირკთან, რა ადამიანებთან გვაქვს საქმე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს მისი ახალი ვარცხნილობით რომ ვაკვირდებით, ესენი არიან ემოციურად დაზიანებული ადამიანები, რომლებიც მათი ტრავმების პროეცირებას ახდენენ ჩვენ ქვეყანაზე. მათი ტრავმების მსხვერპლი ვართ ამხელა საზოგადოება, რომ რაღაც ტრავმები ვერ გადაუხარშავთ, არ ვიცი ბავშვობის თუ ზრდასრულობის ასაკის და მათი დაზიანებული ემოციური ყოფა უნდა ავიტანოთ და რატომ, იმიტომ, რომ თათი აქვთ დადებული ბრიუსელიდან, რომ აბა თითი არ დააკაროთ ამათ, ესენი ჩვენი ემისრები არიანო", - აღნიშნა მან.პაპუაშვილმა ასევე უპასუხა კითხვას - რას ვერ იყოფენ ეს ადამიანები და რა შემთხვევაში უწერია რევოლუციაზე ოპოზიციის ოცნებას ახდენა, რა ფაქტორები უნდა დალაგდეს?„დათა თუთაშხიაშია" მომენტი, ვირთხების მჭამელ ვირთხაზე და სინამდვილეში ეს არის პროცესი, როდესაც ვირთხები ერთმანეთს უნდა დაერიონ, რომ გამოჩნდეს ვინ არის უფრო ძლიერი მათ შორის, რომელსაც შემდეგ მისი პატრონი გამოიყენებს იმისთვის, რომ ინადიროს. არანაირი ფაქტორი არ დალაგებდა, ამ ცის კაბადონზე ვარსკვლავები არასდროს არ იქნება ისე, რომ მათ შეძლონ ამ ქვეყნის გადატრიალება და ამის გარანტორი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა". ეს აბრაზებთ, 14 წელია ეჯაჯგურებიან ამ ქვეყანას, რომ რამენაირად ამოატრიალონ ხელისუფლება და დააბრუნონ ისევ ის მარიონეტები და ვერაფერი მოუხერხეს. ჩვენმა ქვეყანამ დანის პირზე ბევრჯერ გაიარა, მათ შორის გაიარა იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, 2012 წელს, როდესაც მთელი დასავლური ისტებლიშმენტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ტაშს ურეკავდა, როდესაც ციხეში ხალხს აწამებდნენ და ხოცავდნენ, ეს ადამიანი ცხვირწინ ააცალა და დაამარცხა. ასე რომ მნიშვნელოვანია ის, რომ ამის გარანტორი ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნება" და ქართველი ხალხია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ზურგს უმაგრებს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 





მსგავსი სიახლეები
,,ყირგიზეთში პრემიერ-მინისტრის დონეზე ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საუბარი შეეხება თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში''- მაკა ბოჭორიშვილი
მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა შემომთავაზა თუმცა ამ შეთავაზებაზე უარი ვთქვი''- ნანუკა ჟორჟოლიანი
ირაკლი ზარქუა - კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ მშვენიერი პროცესი მიმდინარეობს, ბელადი იქით თუხთუხებს, აქეთ ახალი სახეები, „ტოპ ტვინები“ მოჰყავთ
ნიკა გვარამია: „ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციურ ალიანსში“ ამ ეტაპზე ფორმალურადაა, მისი გადაწყვეტილებაა, რომ მონაწილეობა არ მიიღოს ალიანსის საქმიანობაში
ნიკა გვარამია საბოტაჟის საქმეზე - დღევანდელი სხდომა ევროკავშირისთვის და აშშ-ისთვის ჩატარებული სხდომაა - იქნება შიდა ვაჭრობა, რომ ლეგიტიმაცია მოიპოვონ არა ახალი არჩევნებით, არამედ ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნებით
,,მე მგონი რადიკალური ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსაც დაასწრებს და თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს''- შალვა პაპუაშვილი
,,ხელისუფლება თუ პასუხისმგებელია უვიზო მიმოსვლაზე, ხალხი რატომ უნდა დაისაჯოს?''- ზვიად შალამბერიძე
ანა წითლიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ გაცხადებული პოზიცია აქვს, ვართ „ალიანსში“ და ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებთ, ვაგრძელებთ მუშაობას
ტატა ხვედელიანი - არ მესმის, პატიმარი სააკაშვილი რატომ არის ასეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში „ოცნების“ მხრიდან, რომ მას აქვს უფლება, აქტიურ პოლიტიკაში იყოს ჩართული
,, მივესალმები სააკაშვილის მზაობას, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯანსაღი ცვლილებების პროცესი დაიწყოს''- თინა ბოკუჩავა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში გაემგზავრა
,, ის გათვლები, რომლებიც მათ აქვთ, არ სრულდება''- შალვა პაპუაშვილი
ირაკლი კირცხალია - ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიყოთ მყარი, სანდო, ეფექტიანი პარტნიორი და მაქსიმალურად ეფექტურად ვემსახუროთ შუა დერეფანს - თამარ იოსელიანი
მიხეილ სააკაშვილი - მე არა მხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“, რეფორმირებისთვის შემოვიერთებთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანს
პრემიერი 4 ოქტომბრის საქმეზე - ვინც გამოხატავს სინანულს, ვისაც ექნება აღიარება, ის გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან
ირაკლი კობახიძე - ჰერჩინსკის და მის თანამზრახველებს იმ ადამიანების მოყვანა უნდოდათ ხელისუფლებაში, რომლებიც ერთმანეთშიც ვერ რიგდებიან, წარმოდგენაც არ მინდა, სადამდე მიიყვანდნენ ჩვენს ქვეყანა
ირაკლი კობახიძე - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები იაზრებენ, რამდენად დიდია საქართველოს პოტენციალი შუა დერეფნის ფარგლებში, ამ პოტენციალის მიმართ ინტერესი ფინანსურ მხარდაჭერაშიც აისახება
ირაკლი კობახიძე - გვინდა, შევქმნათ ახალი რესურსი სახელმწიფო კომპანიის სახით, მისი შექმნა მოგვცემს საშუალებას, ეფექტურად გავუმკლავდეთ სტიქიასთან დაკავშირებულ მოვლენებს
ირაკლი კობახიძე - ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთშიც ვერ რიგდებიან, მათი გადმოსახედიდან უნდა მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, სადამდე მიიყვანდნენ ისინი ჩვენს ქვეყანას, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა