მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა შემომთავაზა თუმცა ამ შეთავაზებაზე უარი ვთქვი''- ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობა შესთავაზა, თუმცა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა. როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა „ფორმულასთან" განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან კარგი თავმჯდომარე ჰყავს.„მე ვფიქრობ, რომ პარტიას ჰყავს ძალიან კარგი თავმჯდომარე, ჩემზე ჭკვიანი, პოლიტიკურად ჩემზე გამოცდილი, ჩემზე ლამაზი და შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ თინა ძალიან სწორი კანდიდატია, უბრალოდ, აქ არის საუბარი იმაზე, ვის, რა როლი ექნება. თინა ძალიან კარგად წარმოადგენს პარტიას საგარეო ველზე, ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება არის მეორე - მაშინ, როდესაც ლევან ხაბეიშვილი ციხეშია, ეს ძალიან მტკივნეულია პარტიისთვის და ეს პარტიას ძალიან დაეტყო, მნიშვნელოვანია შიდა ველზე ვინ იქნება პარტიის წარმომადგენელი და როგორ იქნება პარტიის წარმომადგენელი.მე ჩემ თავს ვხედავ იმ შემთხვევაში, თუ შევძლებ პარტიის რეორგანიზაციას, პარტიის თავიდან შექმნას.[მიხეილ სააკაშვილისგან პარტიის თავმჯდომარეობაზე შემოთავაზება] იყო, ეს ეტაპი უკვე გავიარეთ და ამაზე, რა თქმა უნდა უარი ვთქვი", - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" რადიკალური რეფორმებისა და პარტიის განახლების მიზნით ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი გუნდის შეერთება დააანონსა.საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს ენმ-ის „სახალხო ორგანიზაციად" გარდაქმნის აუცილებლობას, რომელიც უნდა იყოს არა ვიწრო-ელიტარული დაჯგუფება, არამედ ყველა მოქალაქის გაერთიანება.სააკაშვილის განმარტებით, ლიდერების პატიმრობის პირობებში პარტიას ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება სჭირდება, რისთვისაც ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს მისი სრული მანდატი და ნდობა აქვს 





მსგავსი სიახლეები
მარკუს ლამერტი: ქართულ მხარესთან დღევანდელი შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების აღმოფხვრა, რამაც სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია
,,ყირგიზეთში პრემიერ-მინისტრის დონეზე ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საუბარი შეეხება თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში''- მაკა ბოჭორიშვილი
მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა შემომთავაზა თუმცა ამ შეთავაზებაზე უარი ვთქვი''- ნანუკა ჟორჟოლიანი
ირაკლი ზარქუა - კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ მშვენიერი პროცესი მიმდინარეობს, ბელადი იქით თუხთუხებს, აქეთ ახალი სახეები, „ტოპ ტვინები“ მოჰყავთ
ნიკა გვარამია: „ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციურ ალიანსში“ ამ ეტაპზე ფორმალურადაა, მისი გადაწყვეტილებაა, რომ მონაწილეობა არ მიიღოს ალიანსის საქმიანობაში
ნიკა გვარამია საბოტაჟის საქმეზე - დღევანდელი სხდომა ევროკავშირისთვის და აშშ-ისთვის ჩატარებული სხდომაა - იქნება შიდა ვაჭრობა, რომ ლეგიტიმაცია მოიპოვონ არა ახალი არჩევნებით, არამედ ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნებით
,,მე მგონი რადიკალური ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსაც დაასწრებს და თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს''- შალვა პაპუაშვილი
,,ხელისუფლება თუ პასუხისმგებელია უვიზო მიმოსვლაზე, ხალხი რატომ უნდა დაისაჯოს?''- ზვიად შალამბერიძე
ანა წითლიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ გაცხადებული პოზიცია აქვს, ვართ „ალიანსში“ და ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებთ, ვაგრძელებთ მუშაობას
ტატა ხვედელიანი - არ მესმის, პატიმარი სააკაშვილი რატომ არის ასეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში „ოცნების“ მხრიდან, რომ მას აქვს უფლება, აქტიურ პოლიტიკაში იყოს ჩართული
,, მივესალმები სააკაშვილის მზაობას, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯანსაღი ცვლილებების პროცესი დაიწყოს''- თინა ბოკუჩავა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში გაემგზავრა
,, ის გათვლები, რომლებიც მათ აქვთ, არ სრულდება''- შალვა პაპუაშვილი
ირაკლი კირცხალია - ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიყოთ მყარი, სანდო, ეფექტიანი პარტნიორი და მაქსიმალურად ეფექტურად ვემსახუროთ შუა დერეფანს - თამარ იოსელიანი
მიხეილ სააკაშვილი - მე არა მხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“, რეფორმირებისთვის შემოვიერთებთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანს
პრემიერი 4 ოქტომბრის საქმეზე - ვინც გამოხატავს სინანულს, ვისაც ექნება აღიარება, ის გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან
ირაკლი კობახიძე - ჰერჩინსკის და მის თანამზრახველებს იმ ადამიანების მოყვანა უნდოდათ ხელისუფლებაში, რომლებიც ერთმანეთშიც ვერ რიგდებიან, წარმოდგენაც არ მინდა, სადამდე მიიყვანდნენ ჩვენს ქვეყანა
ირაკლი კობახიძე - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები იაზრებენ, რამდენად დიდია საქართველოს პოტენციალი შუა დერეფნის ფარგლებში, ამ პოტენციალის მიმართ ინტერესი ფინანსურ მხარდაჭერაშიც აისახება
ირაკლი კობახიძე - გვინდა, შევქმნათ ახალი რესურსი სახელმწიფო კომპანიის სახით, მისი შექმნა მოგვცემს საშუალებას, ეფექტურად გავუმკლავდეთ სტიქიასთან დაკავშირებულ მოვლენებს