ირანის ელჩი: ჰორმუზის სრუტე როდესაც დახურულია, საქართველოს აქვს კარგი შესაძლებლობა, სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის საჭირო პროდუქციის მიწოდება მისი გავლით მოხდეს
ყველანაირად შევეცდები, რომ ირანსა და საქართველოს შორის საქართველოსთვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი თანაბარი გახდეს, რომ საქართველოდანაც ბევრი პროდუქცია შევიდეს ირანულ ბაზარზე, - ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩმა, სეიედ ალი მოჯანიმ ირანის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კითხვაზე, როგორი სახის თანამშრომლობას გეგმავს ირანის საქართველოსთან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, ირანელმა დიპლომატმა უპასუხა, რომ მომდევნო თანამშრომლობა და სამომავლო პროგრამები დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები, შეჩერდება თუ არ ომი, რომელიც მიმდინარეობს ირანის წინააღმდეგ.
„ირანს 180 დღეზე მეტის განმავლობაში შეუძლია, გააგრძელოს თავისი წინააღმდეგობა და იბრძოლოს აგრესორების წინააღმდეგ. გუშინ როდესაც ამერიკამ იერიში მიიტანა ირანის ერთ-ერთ პორტში არსებულ წყლის რეზერვუარზე, ჩვენ ამის შემდეგ საავიაციო თავდასხმები განვახორციელეთ რეგიონის ქვეყნებში არსებულ ამერიკის სამხედრო ბაზებზე, ავიაბაზაზე და ისიც ცნობილია, რამდენი სამხედრო თვითმფრინავი გამოვიდა მწყობრიდან. ეს ომი თუ გაგრძელდება, საელჩოს შემდგომი მუშაობა გარკვეულწილად დამოკიდებული იქნება ამ პროცესზე. თუმცა ეს არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის საელჩოს ჩვეულებრივ მუშაობასთან. მე და საელჩოს თანამშრომლები გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ ხელი შევუწყოთ ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებას, იქნება ეს სავაჭრო ურთიერთობები, ეკონომიკური ურთიერთობები, კულტურის მიმართულებით და იგივე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა. როდესაც ბატონ პრეზიდენტს გადავეცი რწმუნებათა სიგელი, მას განვუცხადე, რა პრიორიტეტები მაქვს დასახული. ეს პრიორიტეტებია: ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარება, ტრანზიტული, სამეცნიერო და კულტურის სფეროში თანამშრომლობა. რაც შეეხება პოლიტიკურ ურთიერთობებს, ეს ჩვეულებრივ გაგრძელდება", - აღნიშნა ალი მოჯანიმ.
ირანის ელჩის განცხადებით, სავაჭრო მიმართულებით არის გარკვეული გამოწვევები, რადგან სამწუხაროდ სავაჭრო ბალანსი ორ ქვეყანას შორის არ არის თანაბარი და საქართველოსთვის ყოველთვის უარყოფითია.
„მე ყველანაირად შევეცდები, სავაჭრო ბალანსი თანაბარი გახდეს, რომ საქართველოდანაც ბევრი პროდუქცია შევიდეს ირანულ ბაზარზე. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ გადაზიდვების სფეროში. გასული წლის განმავლობაში 2 ათასზე მეტმა ქართველმა გადამზიდავმა გამოიყენა ირანის ტერიტორია სხვადასხვა ქვეყნებიდან ტვირთების გადასაზიდად. ჩვენ მივესალმებით ამ ფაქტს და პირიქით, ხელს შევუწყობთ, რომ უფრო მეტად იყოს გამოყენებული ირანული პოტენციალი, რომ ქართველმა გადამზიდავებმა უფრო მეტი ტვირთის გადაზიდვა შეძლონ. საზღვაო გადაზიდვები როდესაც გართულებულია, გამომდინარე იგივე უკრაინის ომიდან, შავ ზღვაში არსებული მდგომარეობა, ასევე სპარსეთის ყურე და ჰორმუზის სრუტე, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სახმელეთო გადაზიდვები. ამ მხრივ, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად და ხელი შევუწყოთ სახმელეთო გადაზიდვების განვითარებას", - აღნიშნა ირანის ელჩმა.
სეიედ ალი მოჯანიმ ასევე ისაუბრა ახალი დერეფნების განვითარების მნიშვნელობაზე.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დერეფანი, რაც გამოიკვეთა, არის ინდოეთის მიმართულება. შექმნილია სამმხრივი სამუშაო ჯგუფი: ინდოეთი, ირანი, სომხეთი და ეს სამუშაო ჯგუფი მუდმივ რეჟიმში მუშაობს და ამ ჯგუფის მუშაობა საკმაოდ ხელს უწყობს სომხეთის ეკონომიკის განვითარებას. ინდოეთი არის საკმაოდ დიდი, ერთ მილიარდიანი ბაზარი. ასევე უნდა გავითვალისწინოთ 40 მილიონიანი ერაყი, რომელიც მალე შესაძლოა, 80 მილიონი გახდეს და ირანული 95 მილიონიანი ბაზარი. შესაბამისად, როდესაც ჰორმუზის სრუტე არის დახურული, სპარსეთის ყურის ქვეყნებს სხვა ალტერნატიული გზები თითქმის არ აქვთ, რომ მათთვის საჭირო პროდუქცია მიიღონ. ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობა აქვს საქართველოს, რომ მისი გავლით მოხდეს მათთვის ტვირთების მიწოდება. ასე რომ, მომდევნო 180 დღე შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დატვირთული გვექნება იქიდან გამომდინარე, რომ აქტიურად ვიმუშავებთ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბალანსის გათანაბრებისთვის", - აღნიშნა ირანის ელჩმა.
მსგავსი სიახლეები
საქართველო ირანისთვის ისტორიული, ცივილიზაციის მაფორმირებელი იდენტობა და ირანის ზეგანის მეზობლად მდებარე უძველესი ქვეყანაა- ალი მოუჯანი
ირანის ელჩი: ჰორმუზის სრუტე როდესაც დახურულია, საქართველოს აქვს კარგი შესაძლებლობა, სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის საჭირო პროდუქციის მიწოდება მისი გავლით მოხდეს
მარკუს ლამერტი: ქართულ მხარესთან დღევანდელი შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების აღმოფხვრა, რამაც სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია
,,ყირგიზეთში პრემიერ-მინისტრის დონეზე ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საუბარი შეეხება თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში''- მაკა ბოჭორიშვილი
მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა შემომთავაზა თუმცა ამ შეთავაზებაზე უარი ვთქვი''- ნანუკა ჟორჟოლიანი
ირაკლი ზარქუა - კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ მშვენიერი პროცესი მიმდინარეობს, ბელადი იქით თუხთუხებს, აქეთ ახალი სახეები, „ტოპ ტვინები“ მოჰყავთ
ნიკა გვარამია: „ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციურ ალიანსში“ ამ ეტაპზე ფორმალურადაა, მისი გადაწყვეტილებაა, რომ მონაწილეობა არ მიიღოს ალიანსის საქმიანობაში
ნიკა გვარამია საბოტაჟის საქმეზე - დღევანდელი სხდომა ევროკავშირისთვის და აშშ-ისთვის ჩატარებული სხდომაა - იქნება შიდა ვაჭრობა, რომ ლეგიტიმაცია მოიპოვონ არა ახალი არჩევნებით, არამედ ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნებით
,,მე მგონი რადიკალური ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსაც დაასწრებს და თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს''- შალვა პაპუაშვილი
,,ხელისუფლება თუ პასუხისმგებელია უვიზო მიმოსვლაზე, ხალხი რატომ უნდა დაისაჯოს?''- ზვიად შალამბერიძე
ანა წითლიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ გაცხადებული პოზიცია აქვს, ვართ „ალიანსში“ და ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებთ, ვაგრძელებთ მუშაობას
ტატა ხვედელიანი - არ მესმის, პატიმარი სააკაშვილი რატომ არის ასეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში „ოცნების“ მხრიდან, რომ მას აქვს უფლება, აქტიურ პოლიტიკაში იყოს ჩართული
,, მივესალმები სააკაშვილის მზაობას, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯანსაღი ცვლილებების პროცესი დაიწყოს''- თინა ბოკუჩავა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში გაემგზავრა
,, ის გათვლები, რომლებიც მათ აქვთ, არ სრულდება''- შალვა პაპუაშვილი
ირაკლი კირცხალია - ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიყოთ მყარი, სანდო, ეფექტიანი პარტნიორი და მაქსიმალურად ეფექტურად ვემსახუროთ შუა დერეფანს - თამარ იოსელიანი
მიხეილ სააკაშვილი - მე არა მხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“, რეფორმირებისთვის შემოვიერთებთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანს
პრემიერი 4 ოქტომბრის საქმეზე - ვინც გამოხატავს სინანულს, ვისაც ექნება აღიარება, ის გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან
ირაკლი კობახიძე - ჰერჩინსკის და მის თანამზრახველებს იმ ადამიანების მოყვანა უნდოდათ ხელისუფლებაში, რომლებიც ერთმანეთშიც ვერ რიგდებიან, წარმოდგენაც არ მინდა, სადამდე მიიყვანდნენ ჩვენს ქვეყანა