"არ დაიჯეროთ, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების თემაზე რომელიმე ოპოზიციური პარტია წუხს და ფიქრობს, რომ ეს არ მოხდეს" – გია ვოლსკი
საქართველო ვიზალიბერალიზაციის ტექნიკურ ნაწილში საკმაოდ გამართულია და ყველა მიმართულებით კარგი მაჩვენებლები გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, როგორც კი პოლიტიკურ თემაზე დაიწყება საუბარი, საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ სერიოზული არგუმენტებით არის შეიარაღებული.
„ძირითადი მოთხოვნა რამდენიმე საკითხია - ვიზალიბერალიზაცია, საგარეო კურსი და გარკვეული კანონების უკან წაღება. ეს ყველაფერი თუ ჩვენთვის მისაღები არ არის, მათი მხრიდან ეს განიხილება, როგორც დეზინფორმაცია და ევროპის წინააღმდეგ გალაშქრება. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი არგუმენტები მყარია და ვფიქრობ, საზოგადოებისთვისაც საკმაოდ ნათელია შექმნილი სურათი.
ოთხივე თემასთან დაკავშირებით საკმაოდ მყარი პოზიცია გვაქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ, როგორი პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს, კარგად გაიაზროს, რა თემებზეა საუბარი. მაგალითად, გარკვეულ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმი უნდა გაუქმდეს, ვისთანაც ევროკავშირს ვიზალიბერალიზაცია არ აქვს, ჩვენთვის კი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკურ თემებს; ასევე, სანქციების თაობაზე ჩვენს პოლიტიკას ვერ შევცვლით, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა დაინგრევა და შემდეგ უკვე, როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, ვიზალიბერალიზაციის თემაც საერთოდ აზრს კარგავს, თუ ქვეყანა მოისპო და განადგურდა; რაც შეეხება დეზინფორმაციას ევროპასთან დაკავშირებით, ჩვენ ამაზე ვერ დავეთანხმებით, ვინაიდან თავად ევროპულ ქვეყნებში, ევროპარლამენტში ღია დებატების დროს საკმაოდ ხშირად გაისმის გარკვეული კრიტიკა. თავი ჩვენც არ უნდა შეიკავოთ და რეალობას თვალებში უნდა ჩავხედოთ.
ევროინტეგრაციის პროცესის მიმართულებით, ჩვენთვის საამაყო თემაა, რომ საერთო სტატისტიკური მაჩვენებელი ევროკავშირის წევრ ბევრს ქვეყანაზე უკეთესი გვაქვს, მათ შორისაა, მართლმსაჯულება, დემოკრატია, კრიმინალთან ბრძოლა, მთავრობის გამჭვირვალობა და ა.შ. რასაკვირველია, საფრთხე მაინც არსებობს. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენსა და ბრიუსელს შორის დაპირისპირებაა და არგუმენტების ჭიდილი თუ იქნება, ჩვენ კარგი პოზიცია გვაქვს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მსგავსი სიახლეები
"არ დაიჯეროთ, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების თემაზე რომელიმე ოპოზიციური პარტია წუხს და ფიქრობს, რომ ეს არ მოხდეს" – გია ვოლსკი
საქართველო ირანისთვის ისტორიული, ცივილიზაციის მაფორმირებელი იდენტობა და ირანის ზეგანის მეზობლად მდებარე უძველესი ქვეყანაა- ალი მოუჯანი
ირანის ელჩი: ჰორმუზის სრუტე როდესაც დახურულია, საქართველოს აქვს კარგი შესაძლებლობა, სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის საჭირო პროდუქციის მიწოდება მისი გავლით მოხდეს
მარკუს ლამერტი: ქართულ მხარესთან დღევანდელი შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების აღმოფხვრა, რამაც სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია
,,ყირგიზეთში პრემიერ-მინისტრის დონეზე ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საუბარი შეეხება თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში''- მაკა ბოჭორიშვილი
მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა შემომთავაზა თუმცა ამ შეთავაზებაზე უარი ვთქვი''- ნანუკა ჟორჟოლიანი
ირაკლი ზარქუა - კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ მშვენიერი პროცესი მიმდინარეობს, ბელადი იქით თუხთუხებს, აქეთ ახალი სახეები, „ტოპ ტვინები“ მოჰყავთ
ნიკა გვარამია: „ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციურ ალიანსში“ ამ ეტაპზე ფორმალურადაა, მისი გადაწყვეტილებაა, რომ მონაწილეობა არ მიიღოს ალიანსის საქმიანობაში
ნიკა გვარამია საბოტაჟის საქმეზე - დღევანდელი სხდომა ევროკავშირისთვის და აშშ-ისთვის ჩატარებული სხდომაა - იქნება შიდა ვაჭრობა, რომ ლეგიტიმაცია მოიპოვონ არა ახალი არჩევნებით, არამედ ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნებით
,,მე მგონი რადიკალური ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსაც დაასწრებს და თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს''- შალვა პაპუაშვილი
,,ხელისუფლება თუ პასუხისმგებელია უვიზო მიმოსვლაზე, ხალხი რატომ უნდა დაისაჯოს?''- ზვიად შალამბერიძე
ანა წითლიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ გაცხადებული პოზიცია აქვს, ვართ „ალიანსში“ და ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებთ, ვაგრძელებთ მუშაობას
ტატა ხვედელიანი - არ მესმის, პატიმარი სააკაშვილი რატომ არის ასეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში „ოცნების“ მხრიდან, რომ მას აქვს უფლება, აქტიურ პოლიტიკაში იყოს ჩართული
,, მივესალმები სააკაშვილის მზაობას, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯანსაღი ცვლილებების პროცესი დაიწყოს''- თინა ბოკუჩავა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში გაემგზავრა
,, ის გათვლები, რომლებიც მათ აქვთ, არ სრულდება''- შალვა პაპუაშვილი
ირაკლი კირცხალია - ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიყოთ მყარი, სანდო, ეფექტიანი პარტნიორი და მაქსიმალურად ეფექტურად ვემსახუროთ შუა დერეფანს - თამარ იოსელიანი
მიხეილ სააკაშვილი - მე არა მხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“, რეფორმირებისთვის შემოვიერთებთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანს
პრემიერი 4 ოქტომბრის საქმეზე - ვინც გამოხატავს სინანულს, ვისაც ექნება აღიარება, ის გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან