დავით სონღულაშვილმა საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კომისიის მეორე სხდომაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილმა საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კომისიის მეორე სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
„ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კომისიის მე-2 სხდომის გამართვა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს საერთო მზაობას, განვამტკიცოთ ორმხრივი კავშირები და გავაფართოოთ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. კომისია წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ახალი შესაძლებლობების გამოსავლენად, საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად და პრაქტიკული თანამშრომლობის გასაძლიერებლად", - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
დავით სონღულაშვილის თქმით, სოფლის მეურნეობა საქართველო-ყირგიზეთის თანამშრომლობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად რჩება. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სურსათის უვნებლობა, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, ორგანული სოფლის მეურნეობა, მევენახეობა, მეხილეობა და აგროგადამუშავება.
„საქართველო მზად არის, პარტნიორებს გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება და ხელი შეუწყოს თანამშრომლობას სპეციალისტების მომზადების, ტექნოლოგიების გაცვლისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. ეს პროცესები მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქციის წარმოებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას შეუწყობს ხელს", - განაცხადა მინისტრმა.
დავით სონღულაშვილმა ასევე ისაუბრა გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს ეკოტურიზმისა და დაცული ტერიტორიების მართვის მიმართულებით.
მინისტრის შეფასებით, საქართველო-ყირგიზეთის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს როგორც ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერებას, ისე რეგიონში გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევას.
მსგავსი სიახლეები
ნათია თურნავა ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
Qatar Airways-მა საქართველოს სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე ოპერირება დაიწყო
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში, 500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოსა და ყირგიზეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მემორანდუმებს მოაწერა ხელი
ირაკლი კობახიძე - არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს
ბაკიტ სიდიკოვი - ყირგიზეთსა და საქართველოს ბევრი რამ გვაერთიანებს, ხელი მოვაწერეთ პროტოკოლს, სადაც განსაზღვრულია თანამშრომლობის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც უნდა განვავითაროთ
მარიამ ქვრივიშვილი: "როდესაც ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, საქართველო გამორჩეულია და ლიდერია ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში"
მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველო - ყირგიზეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა
მარიამ ქვრივიშვილი: „როდესაც ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, საქართველო გამორჩეულია და ლიდერია ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში"
დავით სონღულაშვილმა საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კომისიის მეორე სხდომაში მიიღო მონაწილეობა
მარიამ ქვრივიშვილმა ყირგიზეთის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრთან შეხვედრისას ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი და მათი შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები განიხილა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 ივნისიდან - დოლარი 2.6586, ევრო - 3.0646, ფუნტი - 3.5514
ეროვნული ბანკი - საწვავის ფასების ზრდა როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
საქართველოს გონივრულმა მაკროეკონომიკურმა მართვამ და მაკროპრუდენციულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ეკონომიკის შემდგომ დედოლარიზაციას - სსფ
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 ივნისს
ირაკლი კობახიძე - ენერგეტიკის სფეროში რეფორმები ორიენტირებულია ეროვნული ინტერესების რეალიზებაზე, ათწლიან პერსპექტივაში ელექტროენერგიის გენერაცია 11 500 მგვტ-მდე გაიზრდება
ირაკლი კობახიძე - ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ ველოდებით ხელშესახებ ზრდას როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, ასევე ტურისტული გაცვლის და სატრანზიტო კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით
ირაკლი კობახიძე - უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ დამატებითი ბიძგი მისცა პირდაპირი ფრენების დამატებას და მგზავრთნაკადის მნიშვნელოვან ზრდას საქართველოსა და ჩინეთს შორის
ირაკლი კობახიძე - მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ჩინეთში ქართული წარმოების ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა