მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველო - ყირგიზეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველო - ყირგიზეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა. შეხვედრა ყირგიზეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კომისიას ყირგიზეთის მხრიდან თავმჯდომარეობდა ეკონომიკისა და კომერციის მინისტრი ბაკიტ სიდიკოვი.
„მარიამ ქვრივიშვილმა გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ყირგიზეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობაზე. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი ნათლად ასახავს თანამშრომლობის მზარდ დინამიკას.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ცენტრალური აზიის რეგიონთან, მათ შორის ყირგიზეთის რესპუბლიკასთან პარტნიორობის გაძლიერება საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მინისტრის თქმით, სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, საქართველო მზად არის, უზრუნველყოს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობა და გახდეს განსაკუთრებული მნიშვნელობის გასასვლელი ცენტრალური აზიის რეგიონისთვის.
მარიამ ქვრივიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებსა და საინვესტიციო პოტენციალზე. კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ აზიასა და ევროპას შორის კავშირების განმტკიცებაში შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს სტრატეგიულ ინვესტიციებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, ავითარებს ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ორმხრივი ვაჭრობის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.
სხდომაზე მაღალი შეფასება მიეცა ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას ტრანსპორტის სფეროში, მათ შორის ისეთ რეგიონულ ფორმატებში, როგორიცაა TRACECA და CAREC - ის პროგრამები. ამასთანავე, ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონული ციფრული ჰაბის როლს, ასევე აღინიშნა, რომ ყირგიზეთი წარმოადგენს პერსპექტიულ და სულ უფრო მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს საქართველოსთვის, საიდანაც ვიზიტორთა ნაკადი მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ამასთან, ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ სექტორში, როგორიცაა სამოქალაქო ავიაცია.
კომისიის სხდომა ოქმზე ხელმოწერით დასრულდა. სხდომაში საქართველოს მხრიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ილია შამუგია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი მონაწილეობდნენ", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
ნათია თურნავა ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
Qatar Airways-მა საქართველოს სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე ოპერირება დაიწყო
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში, 500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოსა და ყირგიზეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მემორანდუმებს მოაწერა ხელი
ირაკლი კობახიძე - არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს
ბაკიტ სიდიკოვი - ყირგიზეთსა და საქართველოს ბევრი რამ გვაერთიანებს, ხელი მოვაწერეთ პროტოკოლს, სადაც განსაზღვრულია თანამშრომლობის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც უნდა განვავითაროთ
მარიამ ქვრივიშვილი: "როდესაც ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, საქართველო გამორჩეულია და ლიდერია ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში"
მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველო - ყირგიზეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა
მარიამ ქვრივიშვილი: „როდესაც ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, საქართველო გამორჩეულია და ლიდერია ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში"
დავით სონღულაშვილმა საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კომისიის მეორე სხდომაში მიიღო მონაწილეობა
მარიამ ქვრივიშვილმა ყირგიზეთის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრთან შეხვედრისას ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი და მათი შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები განიხილა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 ივნისიდან - დოლარი 2.6586, ევრო - 3.0646, ფუნტი - 3.5514
ეროვნული ბანკი - საწვავის ფასების ზრდა როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
საქართველოს გონივრულმა მაკროეკონომიკურმა მართვამ და მაკროპრუდენციულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ეკონომიკის შემდგომ დედოლარიზაციას - სსფ
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 ივნისს
ირაკლი კობახიძე - ენერგეტიკის სფეროში რეფორმები ორიენტირებულია ეროვნული ინტერესების რეალიზებაზე, ათწლიან პერსპექტივაში ელექტროენერგიის გენერაცია 11 500 მგვტ-მდე გაიზრდება
ირაკლი კობახიძე - ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ ველოდებით ხელშესახებ ზრდას როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, ასევე ტურისტული გაცვლის და სატრანზიტო კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით
ირაკლი კობახიძე - უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ დამატებითი ბიძგი მისცა პირდაპირი ფრენების დამატებას და მგზავრთნაკადის მნიშვნელოვან ზრდას საქართველოსა და ჩინეთს შორის
ირაკლი კობახიძე - მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ჩინეთში ქართული წარმოების ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა