მარიამ ქვრივიშვილი: ოპერატორ კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკზე, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სვანეთში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის მოსაწესრიგებლად. მინისტრის განცხადებით, ოპერატორ კომპანიასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს მუშაობა სვანეთის სწრაფი გამრიცხველიანებისთვის, რაც უმნიშვნელოვანესი, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც უშუალოდ რეგიონის, ასევე მთელი ქვეყნისთვის.
„ორი მიმართულებით მიმდინარეობს პროცესი: ერთი მხრივ, ადგილზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში აქვეყნებს პროგრესს არალეგალური მაინინგის გამოვლენის ფაქტების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, უშუალოდ ენერგეტიკული თვალსაზრისით ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ოპერატორთან, რომელთან ერთადაც ვსაზღვრავთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკს იმისთვის, რომ დაუყონებლივ და ძალიან სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი, წინ გადადგმული ნაბიჯი, უპირველესად, სვანეთისთვის და ზოგადად, მთელი საქართველოსთვის" - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენა, რადგან არსებული მდგომარეობა გავლენას ახდენს სამომხმარებლო ტარიფზე.
„საქართველოს მთავრობამ საკმაოდ დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც, ერთი მხრივ თქვა, რომ შენარჩუნდება არსებული სატარიფო პოლიტიკა, მაგრამ, მეორე მხრივ, უზრუნველვყოფთ ელექტროენერგიის მოხმარების ზედა ზღვრის არსებობის მოწესრიგებას იმისთვის, რომ გავმიჯნოთ საჭიროება, რომელიც უშუალოდ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას აქვს, ასევე სასტუმროებს, განთავსების ობიექტებსა და სხვა ბიზნეს მეწარმეებს, მაგრამ, ამავდროულად, რა თქმა უნდა, ცალსახად გასამიჯნია ელექტროენერგიის ის არალეგალური და უკანონო მოხმარება, რომელიც, თავის მხრივ, მაინინგს გულისხმობს" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მსგავსი სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი: ოპერატორ კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკზე, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება
"არ დაიჯეროთ, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების თემაზე რომელიმე ოპოზიციური პარტია წუხს და ფიქრობს, რომ ეს არ მოხდეს" – გია ვოლსკი
საქართველო ირანისთვის ისტორიული, ცივილიზაციის მაფორმირებელი იდენტობა და ირანის ზეგანის მეზობლად მდებარე უძველესი ქვეყანაა- ალი მოუჯანი
ირანის ელჩი: ჰორმუზის სრუტე როდესაც დახურულია, საქართველოს აქვს კარგი შესაძლებლობა, სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის საჭირო პროდუქციის მიწოდება მისი გავლით მოხდეს
მარკუს ლამერტი: ქართულ მხარესთან დღევანდელი შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების აღმოფხვრა, რამაც სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია
,,ყირგიზეთში პრემიერ-მინისტრის დონეზე ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საუბარი შეეხება თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში''- მაკა ბოჭორიშვილი
მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა შემომთავაზა თუმცა ამ შეთავაზებაზე უარი ვთქვი''- ნანუკა ჟორჟოლიანი
ირაკლი ზარქუა - კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ მშვენიერი პროცესი მიმდინარეობს, ბელადი იქით თუხთუხებს, აქეთ ახალი სახეები, „ტოპ ტვინები“ მოჰყავთ
ნიკა გვარამია: „ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციურ ალიანსში“ ამ ეტაპზე ფორმალურადაა, მისი გადაწყვეტილებაა, რომ მონაწილეობა არ მიიღოს ალიანსის საქმიანობაში
ნიკა გვარამია საბოტაჟის საქმეზე - დღევანდელი სხდომა ევროკავშირისთვის და აშშ-ისთვის ჩატარებული სხდომაა - იქნება შიდა ვაჭრობა, რომ ლეგიტიმაცია მოიპოვონ არა ახალი არჩევნებით, არამედ ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნებით
,,მე მგონი რადიკალური ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსაც დაასწრებს და თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს''- შალვა პაპუაშვილი
,,ხელისუფლება თუ პასუხისმგებელია უვიზო მიმოსვლაზე, ხალხი რატომ უნდა დაისაჯოს?''- ზვიად შალამბერიძე
ანა წითლიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ გაცხადებული პოზიცია აქვს, ვართ „ალიანსში“ და ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებთ, ვაგრძელებთ მუშაობას
ტატა ხვედელიანი - არ მესმის, პატიმარი სააკაშვილი რატომ არის ასეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში „ოცნების“ მხრიდან, რომ მას აქვს უფლება, აქტიურ პოლიტიკაში იყოს ჩართული
,, მივესალმები სააკაშვილის მზაობას, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯანსაღი ცვლილებების პროცესი დაიწყოს''- თინა ბოკუჩავა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში გაემგზავრა
,, ის გათვლები, რომლებიც მათ აქვთ, არ სრულდება''- შალვა პაპუაშვილი
ირაკლი კირცხალია - ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიყოთ მყარი, სანდო, ეფექტიანი პარტნიორი და მაქსიმალურად ეფექტურად ვემსახუროთ შუა დერეფანს - თამარ იოსელიანი
მიხეილ სააკაშვილი - მე არა მხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“, რეფორმირებისთვის შემოვიერთებთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანს