შიო მესამე საქართველოს საპატრიარქოში გელათის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III გელათის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

 

„უწმინდესი და უნეტარესი გულითადად მიესალმა აკადემიის წევრებს და მადლობა გადაუხადა მათ გაწეული საქმიანობისთვის. ამასთან, კათოლიკოს-პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა ეკლესიისა და მეცნიერების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, თანამედროვე გამოწვევებისა და სირთულეების დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ სულიერი და ინტელექტუალური ძალისხმევით.

 

თავის მხრივ, გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) აკადემიკოსების სახელით მადლობა გადაუხადა კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს აკადემიის საქმიანობით დაინტერესებისა და მასპინძლობისთვის.

 

შეხვედრაზე განხილულ იქნა გელათის მეცნიერებათა აკადემიის აღდგენის პროცესი, მისი ისტორიული მისია, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და დღემდე მიღწეული სამეცნიერო-კვლევითი შედეგები. აკადემიის ხელმძღვანელობამ წარმოადგინა ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიული ხედვა და სამომავლო სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს როგორც სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებას, ისე ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ხელშეწყობას.

 

საუბარი ასევე შეეხო ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერის აუცილებლობასა და გელათის სამეცნიერო-საგანმანათლებლო ტრადიციების თანამედროვე აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის პერსპექტივებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციფრული ჰუმანიტარიის მეთოდების განვითარებას, ციფრული არქივების შექმნასა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას; იმსჯელეს აკადემიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის შესაძლო გზებზე.

 

ხაზგასმით აღნიშნეს გელათის მეცნიერებათა აკადემიის განსაკუთრებული მისია ქართველოლოგიური კვლევების განვითარებაში, ეროვნული მეხსიერების დაცვასა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მომავალი თაობებისთვის გადაცემის საქმეში. აღინიშნა, რომ აკადემია მოწოდებულია, თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, განაგრძოს იმ სულიერი, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტრადიციის განვითარება, რომელიც საუკუნეების წინ გელათის აკადემიამ დაამკვიდრა.

 

შეხვედრის დასასრულს აკადემიის წევრთა ერთსულოვანი შუამდგომლობითა და გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III არჩეულ იქნა გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრად",- აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
შიო მესამე საქართველოს საპატრიარქოში გელათის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდება
GM PHAMRA-მ გერმანულ კომპანია - Actrevo GmbH-ს უმასპინძლა
„სიმღერის აკადემია“ მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
„დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე 12 ივნისს მოძრაობა შეიზღუდება, მეტრო და ავტობუსების ნაწილი კი გახანგრძლივებულად იმუშავებს
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
დღეს საქართველოში ისევ იწვიმებს
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა დაიწყო
ბრიუსელში დღეს ევროკავშირ-საქართველოს სავიზო დიალოგი გაიმართება
11 ივნისის ამინდის პროგნოზი
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს სავარაუდო თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს
,,ამ ეტაპზე არც განიხილება და არც მიღებულია რაიმე გადაწყვეტილება საავტომობილო გზების ფასიან რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით ''- საავტომობილო გზების დეპარტამენტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
27 ივნისიდან N321 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
როდესაც ტკბილეულზე მოთხოვნილება იზრდება, როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს გლუკოზის კონტროლში
ჩუღურეთის რაიონში მდებარე ავარიულ შენობაში მცხოვრებ 45 ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
გამოცხადდა რუსთაველის ფონდის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი
„მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და სეტყვა“ - 10 - 11 ივნისს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი