საგარეო უწყება - ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა

ბრიუსელში საქართველოს დელაგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის გაიმართა შეხვედრა სავიზო დიალოგის ფარგლებში, კერძოდ, საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო გამონაკლისის დროებით შეჩერების თაობაზე ევროკომისიის 2026 წლის 6 მარტის აღმასრულებელ რეგულაციასთან დაკავშირებით. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ევროკომისიის აღნიშული გადაწყვეტილება ეფუძნება ანგარიშს, რომელიც ტენდენციურად აფასებს საქართველოში არსებულ ვითარებას, რაც თავისთავად არ იძლევა სათანადო და ობიექტური დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას.

 

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, არასაკმარისი დასაბუთების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების შესახებ უსამართლოა.

 

„მიუხედავად ამისა, სავიზო დიალოგის ფარგლებში განხილულ იქნა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისთვის ევროკავშირის მხარის მიერ დასახელებული მიზეზები, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები და საქართველოს მიერ მათი შესრულების მიმართულებით განხორციელებული თუ მიმდინარე ღონისძიებები.

 

ხაზი გაესვა, რომ საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა უზრუნველყოფს მოქალაქეთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის, გაერთიანების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და თანასწორობის დაცვას. აღინიშნა, რომ ქვეყანაში მოქმედებს ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიანი ეროვნული მექანიზმები და გრძელდება შესაბამისი ინსტიტუციების გაძლიერება. ასევე, ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უზრუნველყოფის დასტურია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პოლიტიკური პარტიებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების მიერ რეგულარულად ორგანიზებული საპროტესტო აქციები.

 

აღინიშნა, რომ, მიუხედავად 2024 წლის აქციების ძალადობრივი ხასიათისა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თუ სამართალდამცავი ორგანოების მიმართ განხორციელებული თავდასხმებისა, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები სახელმწიფო მოხელეების, სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლების უფლებამოსილების გადამეტების, ბოროტად გამოყენების და სხვა დარღვევების გამოსავლენად. ხაზი გაესვა, რომ 2024 წლის ძალადობრივი პროტესტის დაშლის ოპერაციისას სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების და ერთ ეპიზოდში ჟურნალისტის საქმიანობის ხელის შეშლის ბრალდებით ამჟამად დაკავებულია ხუთი პირი და მათ მიმართ მიმდინარეობს სასამართლო საქმის წარმოება.

 

ხაზი გაესვა, რომ უსაფუძვლოა არჩეული საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონების გაუქმების მოთხოვნა, მაშინ, როდესაც ისინი მიღებულია საქართველოს ეროვნული და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და არ ეწინააღმდეგება არც ერთ საერთაშორისო კონვენციას თუ შეთანხმებას, რომლის წევრიც არის საქართველო",- აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით შექმნილია დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმები.

 

„შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მიგრაციის მართვის, არალეგალური მიგრაციის პრევენციისა და რეადმისიის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და შესაბამის სააგენტოებთან. აღინიშნა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ქონების მოძიების სამმართველოს შექმნა, ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავება და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება.

 

სამუშაო ჯგუფმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს პრაქტიკულ საკითხებზე მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

 

ამასთან, ხაზი გაესვა, რომ მიუღებელია აღნიშნული საკითხით პოლიტიკური მანიპულირება. საქართველოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა და ხაზი გაუსვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას",- აღნიშნავენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

 





მსგავსი სიახლეები
საგარეო უწყება - ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა
მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი: ოპერატორ კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკზე, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება
"არ დაიჯეროთ, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების თემაზე რომელიმე ოპოზიციური პარტია წუხს და ფიქრობს, რომ ეს არ მოხდეს" – გია ვოლსკი
საქართველო ირანისთვის ისტორიული, ცივილიზაციის მაფორმირებელი იდენტობა და ირანის ზეგანის მეზობლად მდებარე უძველესი ქვეყანაა- ალი მოუჯანი
ირანის ელჩი: ​ჰორმუზის სრუტე როდესაც დახურულია, საქართველოს აქვს კარგი შესაძლებლობა, სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის საჭირო პროდუქციის მიწოდება მისი გავლით მოხდეს
მარკუს ლამერტი: ქართულ მხარესთან დღევანდელი შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების აღმოფხვრა, რამაც სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია
,,ყირგიზეთში პრემიერ-მინისტრის დონეზე ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საუბარი შეეხება თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში''- მაკა ბოჭორიშვილი
მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა შემომთავაზა თუმცა ამ შეთავაზებაზე უარი ვთქვი''- ნანუკა ჟორჟოლიანი
ირაკლი ზარქუა - კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ მშვენიერი პროცესი მიმდინარეობს, ბელადი იქით თუხთუხებს, აქეთ ახალი სახეები, „ტოპ ტვინები“ მოჰყავთ
ნიკა გვარამია: „ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციურ ალიანსში“ ამ ეტაპზე ფორმალურადაა, მისი გადაწყვეტილებაა, რომ მონაწილეობა არ მიიღოს ალიანსის საქმიანობაში
ნიკა გვარამია საბოტაჟის საქმეზე - დღევანდელი სხდომა ევროკავშირისთვის და აშშ-ისთვის ჩატარებული სხდომაა - იქნება შიდა ვაჭრობა, რომ ლეგიტიმაცია მოიპოვონ არა ახალი არჩევნებით, არამედ ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნებით
,,მე მგონი რადიკალური ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსაც დაასწრებს და თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს''- შალვა პაპუაშვილი
,,ხელისუფლება თუ პასუხისმგებელია უვიზო მიმოსვლაზე, ხალხი რატომ უნდა დაისაჯოს?''- ზვიად შალამბერიძე
ანა წითლიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ გაცხადებული პოზიცია აქვს, ვართ „ალიანსში“ და ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებთ, ვაგრძელებთ მუშაობას
ტატა ხვედელიანი - არ მესმის, პატიმარი სააკაშვილი რატომ არის ასეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში „ოცნების“ მხრიდან, რომ მას აქვს უფლება, აქტიურ პოლიტიკაში იყოს ჩართული
,, მივესალმები სააკაშვილის მზაობას, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯანსაღი ცვლილებების პროცესი დაიწყოს''- თინა ბოკუჩავა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში გაემგზავრა
,, ის გათვლები, რომლებიც მათ აქვთ, არ სრულდება''- შალვა პაპუაშვილი
ირაკლი კირცხალია - ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ