სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს, იუნ სოკ იოლს ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე სამხედრო დრონების გაგზავნის საქმეზე 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ „ბიბისი" წერს.
პროკურატურის მტკიცებით, იუნმა 2024 წლის ოქტომბერში სამხედროებს დრონების ოპერაცია განზრახ დაავალა, რათა ფხენიანის პროვოცირება მოეხდინა და საფუძველი შეექმნა იმავე წლის დეკემბერში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებისთვის.
3 დეკემბერს იუნმა სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და განაცხადა, რომ ქვეყანას „ანტისახელმწიფოებრივი ძალებისგან" იცავდა. მალევე გაირკვა, რომ გადაწყვეტილება შიდა პოლიტიკური პრობლემებით იყო განპირობებული.
მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე პრეზიდენტმა სამხედრო მდგომარეობა გააუქმა. შემდეგ იუნი თანამდებობიდან გადააყენეს, სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებულ ამბოხში დამნაშავედ ცნეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. ამბოხის საქმეზე გამოტანილი უვადო პატიმრობის გარდა, იუნ სოკ იოლს ასევე ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და საკუთარი დაპატიმრების ხელშეშლისთვის.
იუნ სოკ იოლი ყველა ბრალდებას უარყოფს.
მსგავსი სიახლეები
ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდა
სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
"ჩვენ თანასწორები ვართ და ერთნაირი უფლებები გვაქვს, სრულიად ერთნაირი" - ზელენსკიმ ლგბტქ+ თემს მხარი დაუჭირა
დონალდ ტრამპის განცხადებით აშშ-მა "ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მიაღწია"
ტრამპმა ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი დარტყმები გააუქმა
პენტაგონში მომხდარი ინციდენტი ცრუ განგაში აღმოჩნდა
საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის ელჩები მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდნენ, შეხვედრის მიზეზები არ კონკრეტდება
თურქეთში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით მსახიობი ბერენ საათი და შოუბიზნესის წარმომადგენლები დააკავეს - მედია
Financial Times: პარიზი, ბერლინი და ევროკავშირის სხვა დედაქალაქები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის უფლებამოსილების შემცირებას
,,დროა, ევროპა დაუკავშირდეს პრეზიდენტ პუტინს დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის''- ფინეთის პრეზიდენტი
„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საჰაერო ძალების მეთაური აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე დაუცველი თუ გახდება, ირანი „რეგიონს ჯოჯოხეთად აქცევს“
,,უკრაინის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად, სამარაში „კუიბიშევის“ ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა''- მედია
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - ჰორმუზის სრუტე ყველა გემისთვის ჩაიკეტა
ქუვეითმა ირანის თავდასხმების შემდეგ საჰაერო სივრცე დახურა - CNN
დარტყმები ირანის უსაფუძვლო და განგრძობადი აგრესიის საპასუხოდ ხორციელდება" -აშშ-მა გასულ ღამეს ირანი დაბომბა
დონალდ ტრამპი - რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჩემი ძალიან კარგი მეგობარია, ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ, მომწონს
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანის მოსახლეობას მიმართა - ისრაელი თქვენთან ომში არ არის, თქვენთან მშვიდობა გვინდა, ჩვენ ომში ვართ „ჰეზბოლასთან“
POLITICO: ევროკავშირი აშშ-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად ახალი ერთობლივი სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას განიხილავს
ტრამპმა ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ტრამპი: ჩვენ ვაპირებთ ირანზე თავდასხმას, ძალიან ძლიერ თავდასხმას