თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მაისში, შვიდი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართა.

 

ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სფეროს ექსპერტებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.

 

პირველი ტრენინგი პრობლემების სისტემური გადაჭრის თემატიკას დაეთმო. ინტერაქციულ ვორქშოფზე, მონაწილეებმა რეალურ პრობლემებზე იმუშავეს და   ისწავლეს, როგორ უნდა იპოვონ ძირეული მიზეზები და მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები.  

 

მეორე შეხვედრის თემას  ფინანსების მართვის 10 ოქროს წესი წარმოადგენდა და მას Amadeo-ს დამფუძნებელი, გიორგი ჩუგოშვილი უძღვებოდა.

 

მესამე შეხვედრა ციფრული მარკეტინგის თემატიკაზე ჩატარდა. ალექსანდრე ჩომახიძემ აუდიტორიას მეტას განახლებების და ალგორითმის ცვლილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მათ ციფრული მარკეტინგის მიმართულებით საინტერესო და სასარგებლო რჩევები გაუზიარა.

 

მაისის თვის ტრენინგები ასევე შეეხო საცალო ქსელებში შესვლის სტრატეგიას, საგადასახადო სიახლეებს და ხარჯების მართვის თემებსაც.

 

მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სფეროს ექსპერტებისგან მიეღოთ ინფორმაცია ხარჯების ეფექტურად მართვისა  და  სწორი ფინანსური სტრუქტურის ჩამოყალიბების შესახებ.  

 

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება. ივნისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია  დაწყებულია და მასში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე, სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.

 

ტრენინგებზე დასწრება თავისუფალია და ის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის უახლესი და სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ისახავს მიზნად.

(R)





მსგავსი სიახლეები
ნათია თურნავა ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
Qatar Airways-მა საქართველოს სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე ოპერირება დაიწყო
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოსა და ყირგიზეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მემორანდუმებს მოაწერა ხელი
ირაკლი კობახიძე - არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს
ბაკიტ სიდიკოვი - ყირგიზეთსა და საქართველოს ბევრი რამ გვაერთიანებს, ხელი მოვაწერეთ პროტოკოლს, სადაც განსაზღვრულია თანამშრომლობის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც უნდა განვავითაროთ
მარიამ ქვრივიშვილი: "როდესაც ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, საქართველო გამორჩეულია და ლიდერია ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში"
მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველო - ყირგიზეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა
მარიამ ქვრივიშვილი: „როდესაც ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, საქართველო გამორჩეულია და ლიდერია ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში"
დავით სონღულაშვილმა საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კომისიის მეორე სხდომაში მიიღო მონაწილეობა
მარიამ ქვრივიშვილმა ყირგიზეთის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრთან შეხვედრისას ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი და მათი შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები განიხილა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 ივნისიდან - დოლარი 2.6586, ევრო - 3.0646, ფუნტი - 3.5514
ეროვნული ბანკი - საწვავის ფასების ზრდა როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
საქართველოს გონივრულმა მაკროეკონომიკურმა მართვამ და მაკროპრუდენციულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ეკონომიკის შემდგომ დედოლარიზაციას - სსფ
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 ივნისს
ირაკლი კობახიძე - ენერგეტიკის სფეროში რეფორმები ორიენტირებულია ეროვნული ინტერესების რეალიზებაზე, ათწლიან პერსპექტივაში ელექტროენერგიის გენერაცია 11 500 მგვტ-მდე გაიზრდება
ირაკლი კობახიძე - ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ ველოდებით ხელშესახებ ზრდას როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, ასევე ტურისტული გაცვლის და სატრანზიტო კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით
ირაკლი კობახიძე - უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ დამატებითი ბიძგი მისცა პირდაპირი ფრენების დამატებას და მგზავრთნაკადის მნიშვნელოვან ზრდას საქართველოსა და ჩინეთს შორის
ირაკლი კობახიძე - მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ჩინეთში ქართული წარმოების ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა