ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სადირ ჟაპაროვს შეხვდა.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც ყირგიზეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სადირ ჟაპაროვს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი.

„ბატონო პრეზიდენტო, ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის ხანგრძლივი ურთიერთობის მიუხედავად, ეს არის პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი ჩვენს ორ ქვეყანას შორის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი ახალ სტიმულს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას. ჩვენს ქვეყნებს კარგი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებთ და არსებობს მისი კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი. ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ თანამშრომლობა არა მხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში, არამედ კულტურისა და განათლების მიმართულებით. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს ქვეყანას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სადირ ჟაპაროვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი ოფიციალური ვიზიტი არის ახალი თავი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ხელს შეუწყობს პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების შემდგომ გაღრმავებას. საქართველოში თქვენი ლიდერობით მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში. გამოვთქვამთ მზადყოფნას სავაჭრო-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული მიმართულებებით და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავებისა და თქვენი წარმატებული გამოცდილების გაზიარებისთვის. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დისკუსია კონკრეტულ პრაქტიკულ შედეგებს მოიტანს", - განაცხადა სადირ ჟაპაროვმა.

შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სფეროში პარტნიორობის პოტენციალს და გამოითქვა მზადყოფნა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სადირ ჟაპაროვმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელშიც მხარეები ადასტურებენ მზადყოფნას სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 





მსგავსი სიახლეები
რატი იონათამიშვილი გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
შალვა კერესელიძე - 20 ივნისს სახელმწიფო ინსტიტუციაზე შტურმის მცდელობა იყო, გიორგი გახარიას და შსს-ს ეს რომ არ აღეკვეთათ, დღეს ეს ხელისუფლება აღარ იქნებოდა
არჩილ გორდულაძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხოლოდ დავალების შემსრულებელი, კონსტიტუციურ ფარგლებს გარეთ გასული ე.წ. პარტიაა, ვხედავთ ერთმანეთის შეურაცხყოფას და დაჭმას
შალვა კერესელიძე - ოპოზიციას ვკითხავდი, რას ვერ იყოფენ? ჩვენ ამ პროცესებს ვემიჯნებით, არჩევნებში მონაწილეობით თურმე ხელისუფლებასთან გარიგებული ვყოფილვართ და აღმოჩნდა, რომ პირიქით იყო
გურამ მაჭარაშვილი - საქართველო ევრობიუროკრატიის მუქარას არ უნდა დაექვემდებაროს, ჩვენ გარკვეული პირობები დავიცავით და უვიზო მიმოსვლა ამიტომ მივიღეთ
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ევროპულ ბიუროკრატიაში შეიცვლება მიდგომები, ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის მიმართ
ცესკოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ირაკლი ჭეიშვილი - ვინმე თუ ფიქრობს, ბრიუსელში ტექნიკური შეხვედრა გაიმართა, კი ბატონო, თუმცა თავიდან ბოლომდე პოლიტიკური სარჩულის მატარებელი იყო
ირაკლი კობახიძე - არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს
პრემიერი - ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ სატრანსპორტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე
საგარეო უწყება - ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა
მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი: ოპერატორ კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკზე, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება
"არ დაიჯეროთ, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების თემაზე რომელიმე ოპოზიციური პარტია წუხს და ფიქრობს, რომ ეს არ მოხდეს" – გია ვოლსკი
საქართველო ირანისთვის ისტორიული, ცივილიზაციის მაფორმირებელი იდენტობა და ირანის ზეგანის მეზობლად მდებარე უძველესი ქვეყანაა- ალი მოუჯანი
ირანის ელჩი: ​ჰორმუზის სრუტე როდესაც დახურულია, საქართველოს აქვს კარგი შესაძლებლობა, სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის საჭირო პროდუქციის მიწოდება მისი გავლით მოხდეს
მარკუს ლამერტი: ქართულ მხარესთან დღევანდელი შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების აღმოფხვრა, რამაც სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია
,,ყირგიზეთში პრემიერ-მინისტრის დონეზე ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საუბარი შეეხება თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში''- მაკა ბოჭორიშვილი
მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა შემომთავაზა თუმცა ამ შეთავაზებაზე უარი ვთქვი''- ნანუკა ჟორჟოლიანი