ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარედ სანდრო ცირეკიძე დაინიშნა
იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარედ სანდრო ცირეკიძე დაინიშნა. ის მანამდე სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სანდრო ცირეკიძეს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს.
„სხვადასხვა დროს იგი წარმატებით ხელმძღვანელობდა მასშტაბური და კომპლექსური ტექნოლოგიური პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას, ასევე თანამედროვე საინჟინრო და ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვის პროცესებს. მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის მიმართულებით. საჯარო სექტორში საქმიანობის დაწყებამდე კერძო სფეროში წამყვან მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდა, სადაც ინოვაციური ტექნოლოგიური მიდგომებისა და მაღალი ეფექტიანობის მქონე გადაწყვეტილებების დანერგვაზე იყო პასუხისმგებელი. ახალ პოზიციაზე სანდრო ცირეკიძის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ციფრული მმართველობის პროცესის წარმართვა, მოქალაქეზე ორიენტირებული, თანამედროვე და უსაფრთხო ციფრული ეკოსისტემის განვითარება, სახელმწიფო სერვისების შემდგომი ტრანსფორმაცია და ინოვაციების ხელშეწყობა", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
სულხან თამაზაშვილმა მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა
ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარედ სანდრო ცირეკიძე დაინიშნა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნანი ბრეგვაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
მალხაზ გულაშვილის გადაცემას "დიდი რეალური პოლიტიკა"გერმანიიდან ქართველი ხელოვანი გიორგი დარბაიძე ეხმაურება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ისრაელის ელჩს შეხვდა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
შიო მესამე საქართველოს საპატრიარქოში გელათის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდება
GM PHAMRA-მ გერმანულ კომპანია - Actrevo GmbH-ს უმასპინძლა
„სიმღერის აკადემია“ მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
„დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე 12 ივნისს მოძრაობა შეიზღუდება, მეტრო და ავტობუსების ნაწილი კი გახანგრძლივებულად იმუშავებს
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
დღეს საქართველოში ისევ იწვიმებს
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა დაიწყო
ბრიუსელში დღეს ევროკავშირ-საქართველოს სავიზო დიალოგი გაიმართება
11 ივნისის ამინდის პროგნოზი
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს სავარაუდო თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს
,,ამ ეტაპზე არც განიხილება და არც მიღებულია რაიმე გადაწყვეტილება საავტომობილო გზების ფასიან რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით ''- საავტომობილო გზების დეპარტამენტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება