არჩილ გორდულაძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხოლოდ დავალების შემსრულებელი, კონსტიტუციურ ფარგლებს გარეთ გასული ე.წ. პარტიაა, ვხედავთ ერთმანეთის შეურაცხყოფას და დაჭმას
კოლექტიური „ნაცმოძრაობა" მხოლოდ დავალების შემსრულებელი, კონსტიტუციურ ფარგლებს გარეთ გასული ე.წ. პარტიაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძის თქმით, ისინი ერთმანეთში ძალაუფლებას, თავიანთი პატრონის წინაშე ადგილსაც ვერ იყოფენ.
„დავალებაც იყო, რომ ისინი როგორმე გაერთიანებულიყვნენ და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ შეერთებული ძალებით ებრძოლათ, მაგრამ ეს ყველაფერი არ გამოდის. ამ პოლიტიკური ბანდის წევრებს ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული ზიზღი აქვთ. ისინი ერთმანეთში ძალაუფლებას, თავიანთი პატრონის წინაშე ადგილსაც ვერ იყოფენ. შესაბამისად, დაპირისპირებას, ერთმანეთის შეურაცხყოფას და დაჭმას ვხედავთ. კიდევ ერთი სერია ვიხილეთ, მაგრამ ჩვენ გვინდა, ეს სერიალი გაგრძელდეს. ახალი სერიის გამოსვლას მოუთმენლად ველით.
გვახსოვს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად სცადა, არჩევნების გზით საქართველოს პარლამენტის წევრი გამხდარიყო. იგი იყო მაჟორიტარობის კანდიდატი, ასევე იყო სიაშიც, მაგრამ საქართველოს პარლამენტში ვერ მოხვდა და ერთ ჩვეულებრივ პროპაგანდისტად გადაიქცა, რომელიც ეთერ-ეთერ დადის და სხვადასხვა სოციალურ ქსელებს იყენებს, რათა როგორმე დეზინფორმაციის გავრცელება გააძლიეროს. ვერავინ დაგვაჯერებს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი შორს იყო „ნაციონალური მოძრაობისგან". პირიქით, ის კოლექტიური „ნაცმოძრაობის" შესისხლხორცებული ნაწილია. ახლა „ნაციონალური მოძრაობის" უპირობო ბელადის, სისხლიანი სისტემატური მწამებლური რეჟიმის შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილისგან მისი მხარდაჭერა არის შიდაპარტიული დაპირისპირებების სააშკარაოზე გამოტანა. ნანუკა ჟორჟოლიანს რა წარმატება შეიძლება, ჰქონდეს, საზოგადოებამ იმსჯელოს. რა თქმა უნდა, არაფერი, ნული", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მსგავსი სიახლეები
რატი იონათამიშვილი გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
შალვა კერესელიძე - 20 ივნისს სახელმწიფო ინსტიტუციაზე შტურმის მცდელობა იყო, გიორგი გახარიას და შსს-ს ეს რომ არ აღეკვეთათ, დღეს ეს ხელისუფლება აღარ იქნებოდა
არჩილ გორდულაძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხოლოდ დავალების შემსრულებელი, კონსტიტუციურ ფარგლებს გარეთ გასული ე.წ. პარტიაა, ვხედავთ ერთმანეთის შეურაცხყოფას და დაჭმას
შალვა კერესელიძე - ოპოზიციას ვკითხავდი, რას ვერ იყოფენ? ჩვენ ამ პროცესებს ვემიჯნებით, არჩევნებში მონაწილეობით თურმე ხელისუფლებასთან გარიგებული ვყოფილვართ და აღმოჩნდა, რომ პირიქით იყო
გურამ მაჭარაშვილი - საქართველო ევრობიუროკრატიის მუქარას არ უნდა დაექვემდებაროს, ჩვენ გარკვეული პირობები დავიცავით და უვიზო მიმოსვლა ამიტომ მივიღეთ
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ევროპულ ბიუროკრატიაში შეიცვლება მიდგომები, ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის მიმართ
ცესკოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ირაკლი ჭეიშვილი - ვინმე თუ ფიქრობს, ბრიუსელში ტექნიკური შეხვედრა გაიმართა, კი ბატონო, თუმცა თავიდან ბოლომდე პოლიტიკური სარჩულის მატარებელი იყო
ირაკლი კობახიძე - არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს
პრემიერი - ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ სატრანსპორტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე
საგარეო უწყება - ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა
მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი: ოპერატორ კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკზე, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება
"არ დაიჯეროთ, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების თემაზე რომელიმე ოპოზიციური პარტია წუხს და ფიქრობს, რომ ეს არ მოხდეს" – გია ვოლსკი
საქართველო ირანისთვის ისტორიული, ცივილიზაციის მაფორმირებელი იდენტობა და ირანის ზეგანის მეზობლად მდებარე უძველესი ქვეყანაა- ალი მოუჯანი
ირანის ელჩი: ჰორმუზის სრუტე როდესაც დახურულია, საქართველოს აქვს კარგი შესაძლებლობა, სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის საჭირო პროდუქციის მიწოდება მისი გავლით მოხდეს
მარკუს ლამერტი: ქართულ მხარესთან დღევანდელი შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების აღმოფხვრა, რამაც სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია
,,ყირგიზეთში პრემიერ-მინისტრის დონეზე ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საუბარი შეეხება თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში''- მაკა ბოჭორიშვილი
მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა შემომთავაზა თუმცა ამ შეთავაზებაზე უარი ვთქვი''- ნანუკა ჟორჟოლიანი