შალვა კერესელიძე - 20 ივნისს სახელმწიფო ინსტიტუციაზე შტურმის მცდელობა იყო, გიორგი გახარიას და შსს-ს ეს რომ არ აღეკვეთათ, დღეს ეს ხელისუფლება აღარ იქნებოდა
20 ივნისს სახელმწიფო ინსტიტუციაზე შტურმის მცდელობა იყო, ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის შენობის შტურმით აღებას ცდილობდნენ. 20 ივნისის სხვა რომელიმე აქციასთან შედარება არ შეიძლება, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ოპოზიციას ალბათ დიდი სიამოვნებით მისცემს ნებართვას, 20 ივნისთან დაკავშირებით გამოვიდნენ და გააპროტესტონ.
„ოპოზიცია ბევრ რაღაცას აპირებს, ხან იქ გამოვა, ხან აქ, მაგრამ რა? 20 ივნისთან დაკავშირებით ჩვენი გუნდის, მათ შორის გიორგი გახარიას პოზიცია არაერთხელ ითქვა. 20 ივნისის სხვა რომელიმე აქციასთან შედარება არ შეიძლება. 20 ივნისს სახელმწიფო ინსტიტუციაზე შტურმის მცდელობა იყო. ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის შენობის შტურმით აღებას ცდილობდნენ, რომლებიც გულმხურვალე ახალგაზრდებს ამოფარებულები იყვნენ. ისინი შემდეგ გაიპარნენ და ახალგაზრდები დარჩნენ. ეს არის სიმართლე. დღეს კიდევ გამოვლენ და აქციას ვაპირებთო. გამოვიდნენ, ვინ უშლით? ხელისუფლება ალბათ დიდი სიამოვნებით მისცემს ნებართვას, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით გამოვიდნენ და გააპროტესტონ. შტურმის მცდელობა რომ არ აღკვეთილიყო, დღეს „ოცნება" ხელისუფლებაში ვერ იქნებოდა და ვერცერთი თანამდებობის პირი. 20 ივნისის დაწყების საფუძველი ყველამ კარგად იცის. ეს საქართველოში გავრილოვის ჩამოყვანამ გამოიწვია. გავრილოვი სწორედ „ოცნების" ხელისუფლებამ ჩამოიყვანა და საქართველოს პარლამენტის სავარძელში კობახიძემ ჩასვა", - განაცხადა შალვა კერესელიძემ.
მისი თქმით, 2024-2025 წლებში შტურმის მცდელობა არ ყოფილა, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია იყო.
„2024-2025 წლის საპროტესტო აქციებს 20 ივნისს ვერცერთ შემთხვევაში შეადარებთ, სხვადასხვა თემაა. 20 ივნისს პირდაპირ იყო შტურმის მცდელობა. გიორგი გახარიას და შსს-ს ეს რომ არ აღეკვეთათ, დღეს ეს ხელისუფლება აღარ იქნებოდა. „ოცნების" ხელისუფლებას გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე კი არ უნდა აღეძრა 20 ივნისზე, არამედ პირიქით, მადლობა უნდა ეთქვა, რომ „ოცნების" ხელისუფლება შეინარჩუნა. ალბათ ის დრო მოვიდა, ოპოზიცია 20 ივნისთან დაკავშირებით აქციას რომ გამართავს, „ოცნებაც" მშვიდობიანი ფორმით შეუერთდება, იმიტომ, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით ორივეს ერთი ინტერესი გააჩნია", - განაცხადა შალვა კერესელიძემ.
მსგავსი სიახლეები
რატი იონათამიშვილი გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
შალვა კერესელიძე - 20 ივნისს სახელმწიფო ინსტიტუციაზე შტურმის მცდელობა იყო, გიორგი გახარიას და შსს-ს ეს რომ არ აღეკვეთათ, დღეს ეს ხელისუფლება აღარ იქნებოდა
არჩილ გორდულაძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხოლოდ დავალების შემსრულებელი, კონსტიტუციურ ფარგლებს გარეთ გასული ე.წ. პარტიაა, ვხედავთ ერთმანეთის შეურაცხყოფას და დაჭმას
შალვა კერესელიძე - ოპოზიციას ვკითხავდი, რას ვერ იყოფენ? ჩვენ ამ პროცესებს ვემიჯნებით, არჩევნებში მონაწილეობით თურმე ხელისუფლებასთან გარიგებული ვყოფილვართ და აღმოჩნდა, რომ პირიქით იყო
გურამ მაჭარაშვილი - საქართველო ევრობიუროკრატიის მუქარას არ უნდა დაექვემდებაროს, ჩვენ გარკვეული პირობები დავიცავით და უვიზო მიმოსვლა ამიტომ მივიღეთ
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ევროპულ ბიუროკრატიაში შეიცვლება მიდგომები, ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის მიმართ
ცესკოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ირაკლი ჭეიშვილი - ვინმე თუ ფიქრობს, ბრიუსელში ტექნიკური შეხვედრა გაიმართა, კი ბატონო, თუმცა თავიდან ბოლომდე პოლიტიკური სარჩულის მატარებელი იყო
ირაკლი კობახიძე - არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს
პრემიერი - ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ სატრანსპორტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე
საგარეო უწყება - ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა
მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი: ოპერატორ კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკზე, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება
"არ დაიჯეროთ, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების თემაზე რომელიმე ოპოზიციური პარტია წუხს და ფიქრობს, რომ ეს არ მოხდეს" – გია ვოლსკი
საქართველო ირანისთვის ისტორიული, ცივილიზაციის მაფორმირებელი იდენტობა და ირანის ზეგანის მეზობლად მდებარე უძველესი ქვეყანაა- ალი მოუჯანი
ირანის ელჩი: ჰორმუზის სრუტე როდესაც დახურულია, საქართველოს აქვს კარგი შესაძლებლობა, სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის საჭირო პროდუქციის მიწოდება მისი გავლით მოხდეს
მარკუს ლამერტი: ქართულ მხარესთან დღევანდელი შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების აღმოფხვრა, რამაც სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია
,,ყირგიზეთში პრემიერ-მინისტრის დონეზე ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საუბარი შეეხება თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში''- მაკა ბოჭორიშვილი
მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა შემომთავაზა თუმცა ამ შეთავაზებაზე უარი ვთქვი''- ნანუკა ჟორჟოლიანი