აშშ-თან შეთანხმებული მემორანდუმი ირანის 14-პუნქტიან წინადადებას ეფუძნება

CNN-ის ინფორმაციით, რომელიც ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს მონაცემებს ეყრდნობა, აშშ-თან შეთანხმებული მემორანდუმი ირანის 14-პუნქტიან წინადადებას ეფუძნება.

 

მედიამ დოკუმენტის სავარაუდო შინაარსი და ძირითადი პუნქტები გაასაჯაროვა.

მედიის მიხედვით, შეთანხმება ომის დასრულებას ითვალისწინებს ყველა ფრონტზე, ლიბანის ჩათვლით. კერძოდ, აშშ იღებს ვალდებულებას, „ისრაელს აიძულოს", ბეირუთში საომარი მოქმედებები შეწყვიტოს.

 

როგორც მედია იუწყება, ბირთვულ საკითხზე ირანში აღნიშნავენ, რომ ახალ ვალდებულებებს დაუყოვნებლივ არ აიღებენ - ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები ხელმოწერიდან 60-დღიან პერიოდში დაიწყება, „ფუნდამენტური პრინციპების ფარგლებში", მათ შორის, ურანის გამდიდრების უფლების შენარჩუნებით.

 

დოკუმენტის მიხედვით, ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით თეირანი სრუტის მართვაზე კონტროლს არ დათმობს. მემორანდუმში მხოლოდ „საზღვაო მიმოსვლის ნორმალიზებასა" და აშშ-ის ბლოკადის მოხსნაზეა საუბარი. სრუტის მართვა რეგიონულ დონეზე კოორდინირდება - აშშ ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.

 

გაყინული აქტივების საკითხზე ირანული მედია წერს, რომ ირანი 24 მილიარდი დოლარის განბლოკვას ითხოვს, რომლის ნახევარი ხელმოწერისთანავე უნდა გახდეს ხელმისაწვდომი. სააგენტოს ცნობით, ირანმა „მესამე მხარეებისგან კონკრეტული გარანტიები მიიღო" გადახდასთან დაკავშირებით.

 

სანქციების საკითხზე ირანი ითხოვს ყველა შეზღუდვის მოხსნას 60 დღის განმავლობაში. მედიის ინფორმაციით, ამ პერიოდში აშშ ასევე იღებს ვალდებულებას, რეგიონში ახალი სამხედრო ძალები არ განათავსოს და ირანს ახალი სანქციები არ დაუწესოს.

 

მემორანდუმის ერთ-ერთი პუნქტია სამხედრო მოქმედებებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება, რომლის განხორციელების კონკრეტული მექანიზმი 60-დღიანი მოლაპარაკებების განმავლობაში შემუშავდება.

 

რაც შეეხება ირანის სარაკეტო პროგრამას და რეგიონში მოკავშირე ჯგუფებს, ირანული მედიის ცნობით, ეს თემები დოკუმენტიდან „საბოლოოდ ამოიღეს".

 





მსგავსი სიახლეები
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას დათანხმდნენ
ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერაა ჩვენი სახელმწიფოსთვის
ვლადიმერ პუტინი - ნატო-ს ქვეყნებმა ახლა გაიგეს, რომ შეუსრულებელია რუსეთის სტრატეგიული დამარცხების ამოცანა
აშშ-თან შეთანხმებული მემორანდუმი ირანის 14-პუნქტიან წინადადებას ეფუძნება
ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდა
სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
"ჩვენ თანასწორები ვართ და ერთნაირი უფლებები გვაქვს, სრულიად ერთნაირი" - ზელენსკიმ ლგბტქ+ თემს მხარი დაუჭირა
დონალდ ტრამპის განცხადებით აშშ-მა "ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მიაღწია"
ტრამპმა ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი დარტყმები გააუქმა
პენტაგონში მომხდარი ინციდენტი ცრუ განგაში აღმოჩნდა
საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის ელჩები მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდნენ, შეხვედრის მიზეზები არ კონკრეტდება
თურქეთში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით მსახიობი ბერენ საათი და შოუბიზნესის წარმომადგენლები დააკავეს - მედია
Financial Times: პარიზი, ბერლინი და ევროკავშირის სხვა დედაქალაქები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის უფლებამოსილების შემცირებას
,,დროა, ევროპა დაუკავშირდეს პრეზიდენტ პუტინს დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის''- ფინეთის პრეზიდენტი
„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საჰაერო ძალების მეთაური აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე დაუცველი თუ გახდება, ირანი „რეგიონს ჯოჯოხეთად აქცევს“
,,უკრაინის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად, სამარაში „კუიბიშევის“ ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა''- მედია
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - ჰორმუზის სრუტე ყველა გემისთვის ჩაიკეტა
ქუვეითმა ირანის თავდასხმების შემდეგ საჰაერო სივრცე დახურა - CNN
დარტყმები ირანის უსაფუძვლო და განგრძობადი აგრესიის საპასუხოდ ხორციელდება" -აშშ-მა გასულ ღამეს ირანი დაბომბა
დონალდ ტრამპი - რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჩემი ძალიან კარგი მეგობარია, ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ, მომწონს