სულხან თამაზაშვილმა მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა. საზეიმო ღონისძიებაზე მინისტრმა განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის მეხანძრე-მაშველები დააჯილდოვა.

სულხან თამაზაშვილმა მეხანძრე-მაშველებს სიტყვით მიმართა.

„გილოცავთ პროფესიულ დღეს, სწორედ თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად მზად ხართ, გასწიროთ საკუთარი სიცოცხლე სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. ეს არის გმირობა. თქვენი პროფესია მოითხოვს განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს, სიმამაცეს, თავდადებას, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ ერთგულებისთვის და თავდადებისთვის, რასაც თქვენი ქვეყნისთვის, სამშობლოსთვის გასცემთ. რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადო თქვენი ოჯახის წევრებს, რომლებიც თქვენთან ერთად იზიარებენ იმ სირთულეებს, რაც თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას თან სდევს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, გაძლევთ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გქონდეთ ღირსეული სამუშაო პირობები და დაფასებული იყოს ის შრომა, თავდადება, თავგანწირვა, რასაც ყოველდღიურად გასცემთ თქვენი ქვეყნისათვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს, მადლობას გიხდით და წარმატებებს გისურვებთ", - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

მეხანძრე-მაშველებს სიტყვით ასევე მიმართა და მათ პროფესიული დღე მიულოცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა.

მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის პირადი შემადგენლობა მინისტრის წინაშე სახანძრო-სამაშველო ტექნიკითა და სპეციალური აღჭურვილობით წარსდგა.

ღონისძიების ფარგლებში სახანძრო-სამაშველო სიმულაციური მოქმედებები ჩატარდა, რომლებიც ურბანულ ხანძრებზე რეაგირებას, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) ინციდენტებზე მოქმედებებს, დაშავებულის ევაკუაციასა და სხვადასხვა სახის სამაშველო ოპერაციებს მოიცავდა.

ასევე, მოეწყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გაერო-ს საერთაშორისო საძიებო-სამაშველო საკონსულტაციო ჯგუფის (INSARAG) შტაბისა და სპეციალური ტექნიკის გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ის შესაძლებლობები და აღჭურვილობა, რომელსაც სამსახური საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო სახანძრო-სამაშველო ოპერაციებში იყენებს.

 





მსგავსი სიახლეები
სულხან თამაზაშვილმა მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა
ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარედ სანდრო ცირეკიძე დაინიშნა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნანი ბრეგვაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
მალხაზ გულაშვილის გადაცემას "დიდი რეალური პოლიტიკა"გერმანიიდან ქართველი ხელოვანი გიორგი დარბაიძე ეხმაურება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ისრაელის ელჩს შეხვდა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
შიო მესამე საქართველოს საპატრიარქოში გელათის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდება
GM PHAMRA-მ გერმანულ კომპანია - Actrevo GmbH-ს უმასპინძლა
„სიმღერის აკადემია“ მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
„დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე 12 ივნისს მოძრაობა შეიზღუდება, მეტრო და ავტობუსების ნაწილი კი გახანგრძლივებულად იმუშავებს
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
დღეს საქართველოში ისევ იწვიმებს
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა დაიწყო
ბრიუსელში დღეს ევროკავშირ-საქართველოს სავიზო დიალოგი გაიმართება
11 ივნისის ამინდის პროგნოზი
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს სავარაუდო თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს
,,ამ ეტაპზე არც განიხილება და არც მიღებულია რაიმე გადაწყვეტილება საავტომობილო გზების ფასიან რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით ''- საავტომობილო გზების დეპარტამენტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება