შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება არის მინი მოდელი იმ არაკვალიფიციურობისა, რითაც გამოირჩევა ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკა

გუშინ მოვისმინეთ, რომ ტექნიკური ჯგუფების დონეზე განიხილებოდა ტექნიკური საკითხები, თუმცა ვხედავთ, პოლიტიკური თემებიც შემოაქვთ ხოლმე უვიზო მიმოსვლის საკითხზე, რაც, თავისთავად, ბრიუსელის არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს აბასთუმანში განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება არის მინიმოდელი იმ არაკვალიფიციურობისა, რითაც გამოირჩევა ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკა.

„ყველას შეგახსენებთ, რომ ბრიუსელმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია, როდესაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნები დააწესა. ამით დაირღვა 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულება ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ამ მხრივ ევროკავშირია საერთაშორისო სამართლის დამრღვევი მაშინ, როდესაც სხვებს ედავება საერთაშორისო სამართლის დაცვის საკითხებზე. შემდეგ, ამ დარღვევის რაღაცნაირად გადასაფარად, მიიღეს საქართველოზე მორგებული სპეციალური რეგულაციები. მათ ყოველგვარ გონივრულობასა და სავიზო რეჟიმის ლოგიკას გადაუხვიეს. სპეციალურად საქართველოსთვის მოიგონეს რეგულაციები, რომლებსაც ავრცელებენ მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე, სადაც საკუთარი გემოვნებით შეუძლიათ, ნებისმიერი რამ მოგვთხოვონ, ე.წ. დემოკრატიული განვითარების სოუსით შეუძლიათ, გამოიგონონ ყველაფერი, გვითხრან, რა კანონი მივიღოთ ან არ მივიღოთ, მარცხენა ფეხზე უნდა დავუდგეთ თუ მარცხენაზე. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ სავალალო მდგომარეობას, სადამდეც ბრიუსელმა ევროკავშირი მიიყვანა. ბრიუსელმა ევროკავშირი საერთაშორისო სამართლის დამრღვევად აქცია.

პირველ ყოვლისა, ამ ყველაფერში ვხედავთ, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია იმდენად არაკვალიფიციურად მოქმედებს, რომ ეს არაკვალიფიციურობა იმედს გვაძლევს, რომ, საბოლოო ჯამში, თავადვე არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რომელიც მათვე დააზიანებს. აქამდე რაც გააკეთეს, მათ მხოლოდ საკუთარი თავი დაიზიანეს, დააზიანეს ევროკავშირი და ევროკავშირის მიმართ ნდობა. ასე რომ, თუ ახლა უნდათ, რომ კვლავ ფეხში დაიხალონ ტყვია, შეუძლიათ, ეს გააკეთონ, მაგრამ კიდევ ერთხელ - საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება არის მინიმოდელი იმ არაკვალიფიციურობისა, რითაც გამოირჩევა ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ბრიუსელში საქართველოს დელაგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის გაიმართა შეხვედრა სავიზო დიალოგის ფარგლებში, კერძოდ, საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო გამონაკლისის დროებით შეჩერების თაობაზე ევროკომისიის 2026 წლის 6 მარტის აღმასრულებელ რეგულაციასთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, არასაკმარისი დასაბუთების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების შესახებ უსამართლოა.

 





მსგავსი სიახლეები
თენგო თევზაძე - "ნაციონალური მოძრაობა" ალიანსში ყოფნას თუ აპირებს, უნდა თქვას, ოღონდ მხოლოდ სიტყვა არ კმარა, ჩართული უნდა იყოს და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ ალიანსის საქმიანობაზე
შალვა პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია "საქართველოსთვის" სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის, ისეთ თემებს წამოაწევინებს, რომლებიც მათ წინააღმდეგაა
შალვა პაპუაშვილი - "ნაცურ"იდეოლოგიაზე მდგომი ადამიანები მხოლოდ მაშინ არიან ძლიერი, როცა სხვების დავალებას ასრულებენ
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება არის მინი მოდელი იმ არაკვალიფიციურობისა, რითაც გამოირჩევა ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
შალვა კერესელიძე - 20 ივნისს სახელმწიფო ინსტიტუციაზე შტურმის მცდელობა იყო, გიორგი გახარიას და შსს-ს ეს რომ არ აღეკვეთათ, დღეს ეს ხელისუფლება აღარ იქნებოდა
არჩილ გორდულაძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხოლოდ დავალების შემსრულებელი, კონსტიტუციურ ფარგლებს გარეთ გასული ე.წ. პარტიაა, ვხედავთ ერთმანეთის შეურაცხყოფას და დაჭმას
შალვა კერესელიძე - ოპოზიციას ვკითხავდი, რას ვერ იყოფენ? ჩვენ ამ პროცესებს ვემიჯნებით, არჩევნებში მონაწილეობით თურმე ხელისუფლებასთან გარიგებული ვყოფილვართ და აღმოჩნდა, რომ პირიქით იყო
გურამ მაჭარაშვილი - საქართველო ევრობიუროკრატიის მუქარას არ უნდა დაექვემდებაროს, ჩვენ გარკვეული პირობები დავიცავით და უვიზო მიმოსვლა ამიტომ მივიღეთ
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ევროპულ ბიუროკრატიაში შეიცვლება მიდგომები, ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის მიმართ
ცესკოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ირაკლი ჭეიშვილი - ვინმე თუ ფიქრობს, ბრიუსელში ტექნიკური შეხვედრა გაიმართა, კი ბატონო, თუმცა თავიდან ბოლომდე პოლიტიკური სარჩულის მატარებელი იყო
ირაკლი კობახიძე - არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს
პრემიერი - ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ სატრანსპორტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე
საგარეო უწყება - ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა
მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი: ოპერატორ კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკზე, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება
"არ დაიჯეროთ, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების თემაზე რომელიმე ოპოზიციური პარტია წუხს და ფიქრობს, რომ ეს არ მოხდეს" – გია ვოლსკი
საქართველო ირანისთვის ისტორიული, ცივილიზაციის მაფორმირებელი იდენტობა და ირანის ზეგანის მეზობლად მდებარე უძველესი ქვეყანაა- ალი მოუჯანი