შალვა პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია "საქართველოსთვის" სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის, ისეთ თემებს წამოაწევინებს, რომლებიც მათ წინააღმდეგაა
„საქართველოსთვის" წევრებმა ადრე დააინიცირეს დემონსტრაციებთან დაკავშირებით რაღაც საკითხი, რაც, უპირველეს ყოვლისა, ეხება მათ გაქცეულ ხელმძღვანელს. იგი გაქცეულია იმ გამოძიებისგან, რომელიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას ეხება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ჟურნალისტმა პაპუაშვილს კითხვა დაუსვა: „პარტია „გახარია საქართველოსთვის" შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს აინიცირებს, რომელიც 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი სტატუსკვოს აღდგენას ითვალისწინებს".
კითხვის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პარტიის წევრები ისეთ თემებს წამოწევენ, რომლებიც მათ წინააღმდეგაა მიმართული.
„მგონი, ეს ხალხი, რომელიც პარტია „საქართველოსთვის" სახელით პარლამენტში არის, უნდა დაფიქრდეს და მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია უბრალოდ გარედან ამათ დასცინის. ისეთ თემებს წამოაწევინებს, რომლებითაც თავიანთ თავს აზიანებენ, მათ საწინააღმდეგოდ არის. ამას წინ დააინიცირეს დემონსტრაციებთან დაკავშირებით რაღაც საკითხი. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება მათ ხელმძღვანელს, რომელიც გაქცეულია და სწორედ გაქცეულია იმ გამოძიებისგან, რომელიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას ეხება. გიორგი გახარია მხილებულია, რომ სწორედ ის ტრაგიკული შემთხვევები, რომლებიც მოხდა დემონსტრაციის დაშლისას, მისი ხელმძღვანელობით იყო. მიმდინარეობს სასამართლო გამოძიება, გაქცეულია ეს ადამიანი და მაინცდამაინც რატომ აყენებენ ეს ადამიანები ამ საკითხებს? სად ნახეს ჩახშობილი რომელიმე აზრი? რა რა და, საქართველოში აზრი, რომელიც გაცდენილია გონივრულობას და გადადის შეურაცხყოფაში, ფართოდ მოიპოვება ჩვენი მედიის სპექტრში", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
სოზარ სუბარი -"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ყოველი ახალი კანდიდატურა ფსკერზე დაბლა არის ხოლმე, ფსკერის ჩახვრეტა თუ მოხდება, კიდევ უკეთესი, მეტად განულდებიან
თენგო თევზაძე - "ნაციონალური მოძრაობა" ალიანსში ყოფნას თუ აპირებს, უნდა თქვას, ოღონდ მხოლოდ სიტყვა არ კმარა, ჩართული უნდა იყოს და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ ალიანსის საქმიანობაზე
შალვა პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია "საქართველოსთვის" სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის, ისეთ თემებს წამოაწევინებს, რომლებიც მათ წინააღმდეგაა
შალვა პაპუაშვილი - "ნაცურ"იდეოლოგიაზე მდგომი ადამიანები მხოლოდ მაშინ არიან ძლიერი, როცა სხვების დავალებას ასრულებენ
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება არის მინი მოდელი იმ არაკვალიფიციურობისა, რითაც გამოირჩევა ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
შალვა კერესელიძე - 20 ივნისს სახელმწიფო ინსტიტუციაზე შტურმის მცდელობა იყო, გიორგი გახარიას და შსს-ს ეს რომ არ აღეკვეთათ, დღეს ეს ხელისუფლება აღარ იქნებოდა
არჩილ გორდულაძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხოლოდ დავალების შემსრულებელი, კონსტიტუციურ ფარგლებს გარეთ გასული ე.წ. პარტიაა, ვხედავთ ერთმანეთის შეურაცხყოფას და დაჭმას
შალვა კერესელიძე - ოპოზიციას ვკითხავდი, რას ვერ იყოფენ? ჩვენ ამ პროცესებს ვემიჯნებით, არჩევნებში მონაწილეობით თურმე ხელისუფლებასთან გარიგებული ვყოფილვართ და აღმოჩნდა, რომ პირიქით იყო
გურამ მაჭარაშვილი - საქართველო ევრობიუროკრატიის მუქარას არ უნდა დაექვემდებაროს, ჩვენ გარკვეული პირობები დავიცავით და უვიზო მიმოსვლა ამიტომ მივიღეთ
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ევროპულ ბიუროკრატიაში შეიცვლება მიდგომები, ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის მიმართ
ცესკოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ირაკლი ჭეიშვილი - ვინმე თუ ფიქრობს, ბრიუსელში ტექნიკური შეხვედრა გაიმართა, კი ბატონო, თუმცა თავიდან ბოლომდე პოლიტიკური სარჩულის მატარებელი იყო
ირაკლი კობახიძე - არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს
პრემიერი - ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ სატრანსპორტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე
საგარეო უწყება - ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა
მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი: ოპერატორ კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკზე, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება
"არ დაიჯეროთ, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების თემაზე რომელიმე ოპოზიციური პარტია წუხს და ფიქრობს, რომ ეს არ მოხდეს" – გია ვოლსკი