თენგო თევზაძე - "ნაციონალური მოძრაობა" ალიანსში ყოფნას თუ აპირებს, უნდა თქვას, ოღონდ მხოლოდ სიტყვა არ კმარა, ჩართული უნდა იყოს და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ ალიანსის საქმიანობაზე
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" თვითონ უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა ალიანსში. როგორც ჩანს, ჯერ შიდა პარტიული საკითხები აქვთ გადასაწყვეტი და გონივრულ ვადაში ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევთ, - ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის" წევრმა, თენგო თევზაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 26 მაისის აქციის ორგანიზებაში „ნაციონალურ მოძრაობას" მონაწილეობა აქტიურად არ მიუღია. „ალიანსი უნდა იყოს ქმედითი, 26 მაისის წარმატებული აქციის შემდეგ ჩვენ, სამწუხაროდ, ჩავარდა გვქონდა და ეს რაღაც ტურბულენტობა იყო. თუმცა პარტიების ნაწილი აგრძელებდა თავის კამპანიას, მათ შორის თბილისსა და რეგიონებში. ალიანსმა ახლა ერთიანი ძალებით უნდა გააგრძელოს მუშაობა, რათა გადავიდეთ მობილიზების კამპანიის მეორე ეტაპზე.
რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", მათ თვითონ უნდა გადაწყვიტონ, არიან თუ არა ალიანსში. როგორც ჩანს, ჯერ შიდა პარტიული საკითხები აქვთ გადასაწყვეტი და გონივრულ ვადაში, რა თქმა უნდა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევთ. სიმართლე ის არის, რომ 26 მაისის აქციის ორგანიზებაში „ნაციონალურ მოძრაობას" მონაწილეობა აქტიურად არ მიუღია. შეიძლება, სხვადასხვა საკითხში იყვნენ ჩართულები, მაგრამ ორგანიზების საკითხში აქტიურად არ იყვნენ ჩართულები. ვინ იყო აქტიური და ვინ არა, ჩემი აზრით, წარსულია. ახლა საუბარია მომავალ თანამშრომლობაზე. თუ „ნაციონალური მოძრაობა" ალიანსში ყოფნას აპირებს, უნდა თქვას, ოღონდ მხოლოდ სიტყვა არ კმარა, უნდა იყოს ჩართული და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ალიანსის საქმიანობაზე", - განაცხადა თევზაძემ.
მსგავსი სიახლეები
სოზარ სუბარი -"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ყოველი ახალი კანდიდატურა ფსკერზე დაბლა არის ხოლმე, ფსკერის ჩახვრეტა თუ მოხდება, კიდევ უკეთესი, მეტად განულდებიან
თენგო თევზაძე - "ნაციონალური მოძრაობა" ალიანსში ყოფნას თუ აპირებს, უნდა თქვას, ოღონდ მხოლოდ სიტყვა არ კმარა, ჩართული უნდა იყოს და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ ალიანსის საქმიანობაზე
შალვა პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია "საქართველოსთვის" სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის, ისეთ თემებს წამოაწევინებს, რომლებიც მათ წინააღმდეგაა
შალვა პაპუაშვილი - "ნაცურ"იდეოლოგიაზე მდგომი ადამიანები მხოლოდ მაშინ არიან ძლიერი, როცა სხვების დავალებას ასრულებენ
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება არის მინი მოდელი იმ არაკვალიფიციურობისა, რითაც გამოირჩევა ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
შალვა კერესელიძე - 20 ივნისს სახელმწიფო ინსტიტუციაზე შტურმის მცდელობა იყო, გიორგი გახარიას და შსს-ს ეს რომ არ აღეკვეთათ, დღეს ეს ხელისუფლება აღარ იქნებოდა
არჩილ გორდულაძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხოლოდ დავალების შემსრულებელი, კონსტიტუციურ ფარგლებს გარეთ გასული ე.წ. პარტიაა, ვხედავთ ერთმანეთის შეურაცხყოფას და დაჭმას
შალვა კერესელიძე - ოპოზიციას ვკითხავდი, რას ვერ იყოფენ? ჩვენ ამ პროცესებს ვემიჯნებით, არჩევნებში მონაწილეობით თურმე ხელისუფლებასთან გარიგებული ვყოფილვართ და აღმოჩნდა, რომ პირიქით იყო
გურამ მაჭარაშვილი - საქართველო ევრობიუროკრატიის მუქარას არ უნდა დაექვემდებაროს, ჩვენ გარკვეული პირობები დავიცავით და უვიზო მიმოსვლა ამიტომ მივიღეთ
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ევროპულ ბიუროკრატიაში შეიცვლება მიდგომები, ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის მიმართ
ცესკოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ირაკლი ჭეიშვილი - ვინმე თუ ფიქრობს, ბრიუსელში ტექნიკური შეხვედრა გაიმართა, კი ბატონო, თუმცა თავიდან ბოლომდე პოლიტიკური სარჩულის მატარებელი იყო
ირაკლი კობახიძე - არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს
პრემიერი - ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ სატრანსპორტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე
საგარეო უწყება - ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა
მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი: ოპერატორ კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკზე, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება
"არ დაიჯეროთ, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების თემაზე რომელიმე ოპოზიციური პარტია წუხს და ფიქრობს, რომ ეს არ მოხდეს" – გია ვოლსკი