დონალდ ტრამპი: ჩემი მითითებით, აშშ-ის ძალებმა სასიკვდილო დარტყმა განახორციელეს და მოკლეს ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმსმელი ტერორისტული ორგანიზაციის სამარცხვინო ლიდერი ნინიო გერერო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-მა ვენესუელური დაჯგუფების, „ტრენ დე არაგუას" ლიდერის ლიკვიდაცია მოახდინა.

 

როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობამ ნინიო გერერო მოკლა, რომელიც, ტრამპისვე თქმით, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი იყო.

„ჩემი მითითებით, შეერთებული შტატების სამხრეთ სარდლობამ სწრაფი და სასიკვდილო კინეტიკური დარტყმა განახორციელა, რათა წარმატებით მოეხდინათ ნინიო გერეროს ლიკვიდაცია, „ტრენ დე არაგუას", დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმსმელი ტერორისტული ორგანიზაციის სამარცხვინო ლიდერის", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

ტრამპის თქმით, ამერიკელების უსაფრთხოების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ოპერაცია ვენესუელასთან თანამშრომლობით განხორციელდა.

 

„მე შევასრულე ჩემი დაპირება და „ტრენ დე არაგუა" უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოვაცხადე, ათასობით ბოროტი დამნაშავე გავაძევე და ომი გამოვაცხადე კარტელების წინააღმდეგ, რომლებიც, დიდი ხანია, ომს აწარმოებენ ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, მაშინ როდესაც სუსტმა ლიდერებმა ამერიკა უმწეოდ დატოვეს. ეს ქმედება მჭიდროდ იყო კოორდინირებული ჩვენს მეგობრებთან ვენესუელაში, რომლებთანაც ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. შედეგად, „ტრენ დე არაგუას" ტერორისტებს აღარ აქვთ უსაფრთხო თავშესაფარი ვენესუელაში ან სხვაგან. ჩემი ხელმძღვანელობით, ჩვენ ვიპოვით ამ სასტიკ მკვლელებსა და ნარკობარონებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და გავგზავნით ჯოჯოხეთის სიღრმეში, სადაც მათი ადგილია", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

 





მსგავსი სიახლეები
,,აშშ და ირანი ურთიერთგაგების მემორანდუმს უახლოეს 24 საათში მოაწერენ ხელს'- პაკისტანის პრემიერ-მინისტრი
დღეიდან ევროკავშირის მიგრაციის ახალი პაქტი ძალაში შევიდა: ბრიუსელი წევრ ქვეყნებს ულტიმატუმს უყენებს - მიიღონ მიგრანტები ან თითოეულზე, რომლის მიღებაზეც უარს იტყვიან, 20 000 ევრო გადაიხადონ
ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ
ინდოეთში საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულია ხუთი ადამიანი
დონალდ ტრამპი: ჩემი მითითებით, აშშ-ის ძალებმა სასიკვდილო დარტყმა განახორციელეს და მოკლეს ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმსმელი ტერორისტული ორგანიზაციის სამარცხვინო ლიდერი ნინიო გერერო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ საზოგადოებრივი მედიის რეფორმის შესახებ კანონპროექტი წარადგინა
აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტისკენ მიმავალი რამდენიმე ირანული დრონი ჩამოაგდეს
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას დათანხმდნენ
ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერაა ჩვენი სახელმწიფოსთვის
ვლადიმერ პუტინი - ნატო-ს ქვეყნებმა ახლა გაიგეს, რომ შეუსრულებელია რუსეთის სტრატეგიული დამარცხების ამოცანა
აშშ-თან შეთანხმებული მემორანდუმი ირანის 14-პუნქტიან წინადადებას ეფუძნება
ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდა
სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
"ჩვენ თანასწორები ვართ და ერთნაირი უფლებები გვაქვს, სრულიად ერთნაირი" - ზელენსკიმ ლგბტქ+ თემს მხარი დაუჭირა
დონალდ ტრამპის განცხადებით აშშ-მა "ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მიაღწია"
ტრამპმა ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი დარტყმები გააუქმა
პენტაგონში მომხდარი ინციდენტი ცრუ განგაში აღმოჩნდა
საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის ელჩები მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდნენ, შეხვედრის მიზეზები არ კონკრეტდება
თურქეთში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით მსახიობი ბერენ საათი და შოუბიზნესის წარმომადგენლები დააკავეს - მედია
Financial Times: პარიზი, ბერლინი და ევროკავშირის სხვა დედაქალაქები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის უფლებამოსილების შემცირებას