"გვახსოვს, რა საშინელება დატრიალდა დედაქალაქში, თუმცა, ამავე დროს, ეს დღე იყო ერთად დგომის სიმბოლოც"-კახა კალაძემ 13 ივნისს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო

13 ივნისის მემორიალთან სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესა და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ზურაბ აბაშიძესთან ერთად დაესწრო.

 

თბილისის მერმა მემორიალი ყვავილებით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„2015 წლის 13 ივნისი ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქალაქისთვის. გვახსოვს, რა საშინელება დატრიალდა - გვყავს ათეულობით გარდაცვლილი ადამიანი, რამდენიმე კი უგზო-უკვლოდაა დაკარგული. ასევე, მივიღეთ განადგურებული, გაუბედურებული ინფრასტრუქტურა. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი, თუმცა, ამავე დროს, ეს დღე იყო გაერთიანების, ერთად დგომის სიმბოლოც. ჩვენ ვნახეთ ახალგაზრდები, დიდები, პატარები, ყველა რეგიონიდან, ყველა ქალაქიდან ჩამოსული, რომლებიც შესაბამის სამსახურებს შიშველი ხელებით ეხმარებოდნენ და გვერდით ედგნენ ჩვენს დედაქალაქს. კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს დედაქალაქის მერის მოადგილეებმა და საკრებულოს წევრებმაც.

 

დედაქალაქში, მდინარე ვერეს ხეობაში 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურებიდან, რომელსაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 11 წელი გავიდა.

 





მსგავსი სიახლეები
ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს წევრებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
"გვახსოვს, რა საშინელება დატრიალდა დედაქალაქში, თუმცა, ამავე დროს, ეს დღე იყო ერთად დგომის სიმბოლოც"-კახა კალაძემ 13 ივნისს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე იტალიის ელჩს შეხვდა
სულხან თამაზაშვილმა მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა
ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარედ სანდრო ცირეკიძე დაინიშნა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნანი ბრეგვაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
მალხაზ გულაშვილის გადაცემას "დიდი რეალური პოლიტიკა"გერმანიიდან ქართველი ხელოვანი გიორგი დარბაიძე ეხმაურება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ისრაელის ელჩს შეხვდა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
შიო მესამე საქართველოს საპატრიარქოში გელათის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდება
GM PHAMRA-მ გერმანულ კომპანია - Actrevo GmbH-ს უმასპინძლა
„სიმღერის აკადემია“ მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
„დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე 12 ივნისს მოძრაობა შეიზღუდება, მეტრო და ავტობუსების ნაწილი კი გახანგრძლივებულად იმუშავებს
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
დღეს საქართველოში ისევ იწვიმებს
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა დაიწყო
ბრიუსელში დღეს ევროკავშირ-საქართველოს სავიზო დიალოგი გაიმართება