ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს წევრებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
საკრებულოს წარმომადგენლები დედაქალაქის მერთან ერთად დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდსაც დაესწრნენ, რომელიც დაღუპულთა მემორიალთან ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის დეკანოზმა მამა შალვა კეკელიამ გადაიხადა.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, 13 ივნისის ტრაგიკული დღე უდიდესი ტკივილის, მაგრამ ამავე დროს ერთიანობისა და ადამიანური თანადგომის სიმბოლოა.
ზურაბ აბაშიძის თქმით, 11 წლის წინ მომხდარმა ტრაგედიამ ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მრავალი ოჯახი დააზარალა და ჩვენი ქალაქის ისტორიაში მძიმე კვალი დატოვა.
„იმ ღამემ ყველას დაგვანახა, რამდენად დაუნდობელი შეიძლება, იყოს სტიქია და რამდენად ძლიერი - ადამიანური სოლიდარობა. პატივს მივაგებთ ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას და სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებთ მაშველებს, მოხალისეებსა და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც უმძიმეს დღეებში ერთმანეთის გვერდით იდგა. სწორედ მათმა თავდადებამ და ერთიანობამ გადააქცია ტრაგედიის დღე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თანადგომის მაგალითად", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა. ამ დღეს წყალდიდობას მდინარე ვერეს ხეობაში 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა.
ინფორაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მსგავსი სიახლეები
ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს წევრებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
"გვახსოვს, რა საშინელება დატრიალდა დედაქალაქში, თუმცა, ამავე დროს, ეს დღე იყო ერთად დგომის სიმბოლოც"-კახა კალაძემ 13 ივნისს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე იტალიის ელჩს შეხვდა
სულხან თამაზაშვილმა მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა
ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარედ სანდრო ცირეკიძე დაინიშნა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნანი ბრეგვაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
მალხაზ გულაშვილის გადაცემას "დიდი რეალური პოლიტიკა"გერმანიიდან ქართველი ხელოვანი გიორგი დარბაიძე ეხმაურება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ისრაელის ელჩს შეხვდა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
შიო მესამე საქართველოს საპატრიარქოში გელათის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდება
GM PHAMRA-მ გერმანულ კომპანია - Actrevo GmbH-ს უმასპინძლა
„სიმღერის აკადემია“ მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
„დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე 12 ივნისს მოძრაობა შეიზღუდება, მეტრო და ავტობუსების ნაწილი კი გახანგრძლივებულად იმუშავებს
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
დღეს საქართველოში ისევ იწვიმებს
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა დაიწყო
ბრიუსელში დღეს ევროკავშირ-საქართველოს სავიზო დიალოგი გაიმართება