სოფო ხორგუანი - მივმართავ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა - მთავარი განსახილველი საკითხი უნდა იყოს რუსეთის მიერ ცხინვალის ტერიტორიაზე მიმდინარე ბოლო პროცესები
„ოცნების" ხელისუფლებას არ გადაუდგამს არცერთი ქმედითი ნაბიჯი დეოკუპაციის პოლიტიკისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. ამ ფონზე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ტერიტორიის მიტაცების ახალი ეტაპი დაიწყო. ამოქმედდა მოსკოვსა და ცხინვალის რეჟიმს შორის მაისში გაფორმებული ე.წ. „სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების ხელშეკრულება" და დაიწყო მისი პრაქტიკული აღსრულება. - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" პარტიის წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრმა სოფიო ხორგუანმა ბრიფინგზე განაცხადა.
"ამის დადასტურებაა რუსეთის მიერ წარმოებული საკადრო პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. კერძოდ, რუსეთმა ცხინვალში გაგზავნა რუსი საკადრო ჩინოსანი მარატ კამბოლოვი, რომელიც ჯერ დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა და ახლა, მედიის ცნობით, იგეგმება მისი დანიშვნა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის „პრემიერ-მინისტრად".
ეს ხელშეკრულება მიზნად ისახავს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული და სამხედრო სფეროების სრულ ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციასთან, რაც პირდაპირ წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ მორიგ ქმედებას და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენი სუვერენიტეტი იმდენად მტკიცეა, როგორც არასდროს და ეს, ძირითადად, სტრატეგუიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფუჭებასა და გერმანიის ელჩის ლანძღვაში გამოიხატება.
სახელმწიფო უნდა ასრულებდეს თავის ფუნქციას. საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.
სწორედ ამიტომ, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, პოლიტიკური ძალა „გახარია საქართველოსთვის" საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატი და კომიტეტის წევრი, მივმართავ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა და დღის წესრიგში მთავარი განსახილველი საკითხი უნდა იყოს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მიმდინარე ბოლო პროცესები; საკითხის შესწავლისას კომიტეტმა უნდა განიხილოს სამართლებრივი, დიპლომატიური და პოლიტიკური შესაძლებლობების გამოყენების გზები, მათ შორის, მიმდინარე ანექსიის პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ჩართვა და სხვა სამართლებრივი გამოსავლის მოძიება;
რა თქმა უნდა, კომიტეტის სხდომაზე უნდა მოიწვიონ შესაბამისი უწყებებიდან უფლებამოსილი და კომპეტენტური პირები.
სახელმწიფო უნდა იყოს ქმედითი, რეალურად უნდა იცავდეს საქართველოს ხალხის ინტერესებსა და ქვეყნის სუვერენიტეტს." - განაცხადა სოფო ხორგუანმა.
მსგავსი სიახლეები
სოფო ხორგუანი - მივმართავ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა - მთავარი განსახილველი საკითხი უნდა იყოს რუსეთის მიერ ცხინვალის ტერიტორიაზე მიმდინარე ბოლო პროცესები
შალვა პაპუაშვილი - შხამიანი თესლიდან კარგი ნაყოფი ვერ გაიზრდება, რადიკალური ოპოზიცია საფუძველშივე დგას ანტიქართულ იდეოლოგიაზე
ევროკომისიის პრესსპიკერი - ქართულ მხარესთან შეხვედრა იყო ტექნიკური, წარიმართა ფაქტებზე დაფუძნებით, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ შესაძლო შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ მთავრობასთან
ფრიდრიხ მერცი:უკრაინა შორეულ პერსპექტივაში ევროკავშირის ნაწილი გახდება
ირაკლი კობახიძე - 2024 წლის 28 ნოემბერს ევროპულ ბიუროკრატიას გამოვაცალეთ შანტაჟის თითქმის ყველა ბერკეტი, დარჩათ ვიზალიბერალიზაცია, ამ შანტაჟს ვერავითარი შედეგი ვერ ექნება
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ნაცვლად, მოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები, რომელიც არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს, როგორც იტყვიან, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და თავდაცვის უფლებას იტოვებს - CBS News
ემანუელ მაკრონი - ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს უკრაინასა და კრემლს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს
შალვა პაპუაშვილი - უკრაინა, უკვე ოთხი წელია, ომობს, ბორის ჯონსონი კი, მშვიდად დადის, კონფერენციებს ატარებს და სემინარებში მონაწილეობს
შალვა პაპუაშვილი - როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც გარედან დაკვეთით არაერთხელ ჩაატარეს, ამას ხალხი აღარ იჯერებს
აშშ-მა, შესაძლოა, გერმანიაში "ტომაჰავკის" ტიპის რაკეტების განთავსების გეგმაზე უარი თქვას -"პოლიტიკო"
ჯეფრი საქსი - მე ძალიან მაწუხებს ევროპის ჩარევა სამხრეთ კავკასიაში, ვფიქრობ, ეს სრულიად შეუსაბამოა, ევროკავშირი თამაშობს უკიდურესად საშიშ თამაშს, რომელიც მისი მისიის ფარგლებს მნიშვნელოვნად სცდება
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსხვილი პროექტების მხარდაჭერა, რადგან ახალ საინვესტიციო პროექტებს შემოაქვს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები, შედეგად თვისებრივად უმჯობესდება რეგიონების ეკონომიკური ლანდშაფტი და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები ჩვენი მოქალაქეებისთვის
ერევნის ახლანდელი კურსი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო კონკრეტულ ქმედებებს იწვევს -რუსეთის საგარეო უწყება
თბილისში უსახლკაროს სტატუსის მქონე 450 ოჯახს საცხოვრებელი ფართი უკვე გადაეცა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილმა არაერთი ობიექტი შექმნა და გადასცა სახელმწიფოს, ასეთი ქველმოქმედების ფონზეც კი ოპოზიცია ახერხებს სპეკულირებას
"გაეროს გაკოტრება ემუქრება, რადგან აშშ და ჩინეთი მილიარდების გადახდას აგვიანებენ"-The Wall Street Journal
პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 20:00 საათიდან 23:00 საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
ტრამპი ირანთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად შეხვედრას მართავს
ვახტანგ ცინცაძე: "მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ფისკალური დისციპლინა, სწორი მონეტარული პოლიტიკა და ზოგადად, საფინანსო სექტორის სიჯანსაღე"