დღეიდან ევროკავშირის მიგრაციის ახალი პაქტი ძალაში შევიდა: ბრიუსელი წევრ ქვეყნებს ულტიმატუმს უყენებს - მიიღონ მიგრანტები ან თითოეულზე, რომლის მიღებაზეც უარს იტყვიან, 20 000 ევრო გადაიხადონ

 

ევროკავშირში მიგრაციის ახალი პაქტი ძალაში შევიდა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

ევროპის მიგრაციული პოლიტიკის მასშტაბური რეფორმა, რომელიც საზღვრის კონტროლის გამკაცრებასა და თავშესაფრის მინიჭების სისტემის გადახედვას ითვალისწინებს, უკვე ამოქმედდა.

ახალი წესების თანახმად, ევროკავშირში არალეგალურად შესული მიგრანტები გაივლიან იდენტობისა და უსაფრთხოების შემოწმებას, რომელიც მაქსიმუმ შვიდ დღეს გასტანს. შემოწმების ფარგლებში სპეციალურ მონაცემთა ბაზაში აისახება მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, სახის ბიომეტრიული მონაცემები და თითის ანაბეჭდები.

სკრინინგის მიზანია დადგინდეს, ვინ უნდა მოხვდეს თავშესაფრის მოთხოვნის დაჩქარებულ ან სტანდარტულ პროცედურაში და ვინ უნდა დაბრუნდეს წარმოშობის ან ტრანზიტის ქვეყანაში.

Euronews-ის ინფორმაციით, დაჩქარებული წესით განიხილება იმ პირების განაცხადები, რომლებიც უსაფრთხოების რისკად მიიჩნევიან ან ლტოლვილის სტატუსის მიღების ნაკლები შანსი აქვთ. ეს ეხება, მაგალითად, მაროკოდან, ბანგლადეშიდან ჩასულ მოქალაქეებს, რომელთა თავშესაფრის მოთხოვნები ევროკავშირში შემთხვევების მინიმუმ 80%-ში უარყოფილია.

მათი საქმეები ევროკავშირის „გარე საზღვრებთან" მდებარე სპეციალურ ცენტრებში განიხილება, მათ შორის სახმელეთო საზღვრებზე, პორტებსა და აეროპორტებში. პროცესი მაქსიმუმ 12 კვირას გასტანს.

როგორც ტელეარხი იუწყება, ევროკავშირის მანამდე მოქმედი წესების მიხედვით, მიგრანტის საქმეზე პასუხისმგებელი იყო ქვეყანა, სადაც იგი პირველად შევიდოდა. ამან ბოლო წლებში განსაკუთრებული დატვირთვა დააკისრა ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან იტალია, საბერძნეთი და მალტა, რომლებიც ხმელეთით და ზღვით ჩასული მიგრანტების ძირითად ნაკადს იღებდნენ.

ამ ტვირთის შესამსუბუქებლად, რეფორმა „სოლიდარობის მექანიზმს" ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც წევრ სახელმწიფოებს სხვა ქვეყნებში ჩასული თავშესაფრის მაძიებლების განსაზღვრული რაოდენობის მიღება მოუწევთ. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, თითოეულ მიგრანტზე 20 000 ევროს გადახდა მოუწევთ.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,აშშ-თან სამშვიდობო შეთანხმება ხვალ არ გაფორმდება''- ირანის საგარეო უწყება
,,აშშ და ირანი ურთიერთგაგების მემორანდუმს უახლოეს 24 საათში მოაწერენ ხელს'- პაკისტანის პრემიერ-მინისტრი
დღეიდან ევროკავშირის მიგრაციის ახალი პაქტი ძალაში შევიდა: ბრიუსელი წევრ ქვეყნებს ულტიმატუმს უყენებს - მიიღონ მიგრანტები ან თითოეულზე, რომლის მიღებაზეც უარს იტყვიან, 20 000 ევრო გადაიხადონ
ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ
ინდოეთში საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულია ხუთი ადამიანი
დონალდ ტრამპი: ჩემი მითითებით, აშშ-ის ძალებმა სასიკვდილო დარტყმა განახორციელეს და მოკლეს ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმსმელი ტერორისტული ორგანიზაციის სამარცხვინო ლიდერი ნინიო გერერო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ საზოგადოებრივი მედიის რეფორმის შესახებ კანონპროექტი წარადგინა
აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტისკენ მიმავალი რამდენიმე ირანული დრონი ჩამოაგდეს
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას დათანხმდნენ
ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერაა ჩვენი სახელმწიფოსთვის
ვლადიმერ პუტინი - ნატო-ს ქვეყნებმა ახლა გაიგეს, რომ შეუსრულებელია რუსეთის სტრატეგიული დამარცხების ამოცანა
აშშ-თან შეთანხმებული მემორანდუმი ირანის 14-პუნქტიან წინადადებას ეფუძნება
ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდა
სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
"ჩვენ თანასწორები ვართ და ერთნაირი უფლებები გვაქვს, სრულიად ერთნაირი" - ზელენსკიმ ლგბტქ+ თემს მხარი დაუჭირა
დონალდ ტრამპის განცხადებით აშშ-მა "ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მიაღწია"
ტრამპმა ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი დარტყმები გააუქმა
პენტაგონში მომხდარი ინციდენტი ცრუ განგაში აღმოჩნდა
საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის ელჩები მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდნენ, შეხვედრის მიზეზები არ კონკრეტდება
თურქეთში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით მსახიობი ბერენ საათი და შოუბიზნესის წარმომადგენლები დააკავეს - მედია