ვიქტორ ორბანი პარტია „ფიდესის“ ლიდერად ხელახლა აირჩიეს

 

საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების მიუხედავად, ვიქტორ ორბანი პარტია „ფიდესის" ლიდერად ხელახლა აირჩიეს. ამის შესახებ „როიტერი" წერს.

გამოცემის ცნობით, უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი პარტიის ლიდერად კიდევ ერთი წლით აირჩიეს.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო MTI-ის ცნობით, „ფიდესის" პარტიის ყრილობაზე 737 დელეგატიდან მას ხმა 729-მა მისცა. მის წინააღმდეგ არცერთი კონკურენტი არ იბრძოდა.

„მე არ ვნებდები, არასდროს, არასდროს, არასდროს, არასდროს, არასდროს, არასდროს ვნებდები", - განაცხადა ორბანმა კონგრესს კენჭისყრამდე და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არჩევნებში დამარცხებაზე სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

ამასთან, ორბანმა განაცხადა, რომ „ფიდესი" 16 წლის განმავლობაში „ფანტასტიკური მმართველი პარტია" იყო, მაგრამ ცვლილებების გატარება სჭირდებოდა, რათა ფუნქციონალურ ოპოზიციურ პარტიად ჩამოყალიბებულიყო, რომელიც ხელახლა მმართველობისთვის მზად იქნება.

ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართა. არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიამ, პეტერ მადიარის „ტისამ" გაიმარჯვა, რითაც ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა. არჩევნებში „ტისამ" ხმების 53 პროცენტი მოიპოვა, თუმცა, უნგრეთის კანონმდებლობის შესაბამისად, პარლამენტში სკამების 2/3-ზე მეტი მიიღო.

 

 





მსგავსი სიახლეები
აშშ-მ რამდენიმე მიგრანტი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გააძევა - Deutsche Welle
ვიქტორ ორბანი პარტია „ფიდესის“ ლიდერად ხელახლა აირჩიეს
16 ივნისს, ტრამპი და ზელენსკი საფრანგეთში „დიდი შვიდეულის” სამუშაო შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას
,,აშშ-თან სამშვიდობო შეთანხმება ხვალ არ გაფორმდება''- ირანის საგარეო უწყება
,,აშშ და ირანი ურთიერთგაგების მემორანდუმს უახლოეს 24 საათში მოაწერენ ხელს'- პაკისტანის პრემიერ-მინისტრი
დღეიდან ევროკავშირის მიგრაციის ახალი პაქტი ძალაში შევიდა: ბრიუსელი წევრ ქვეყნებს ულტიმატუმს უყენებს - მიიღონ მიგრანტები ან თითოეულზე, რომლის მიღებაზეც უარს იტყვიან, 20 000 ევრო გადაიხადონ
ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ
ინდოეთში საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულია ხუთი ადამიანი
დონალდ ტრამპი: ჩემი მითითებით, აშშ-ის ძალებმა სასიკვდილო დარტყმა განახორციელეს და მოკლეს ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმსმელი ტერორისტული ორგანიზაციის სამარცხვინო ლიდერი ნინიო გერერო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ საზოგადოებრივი მედიის რეფორმის შესახებ კანონპროექტი წარადგინა
აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტისკენ მიმავალი რამდენიმე ირანული დრონი ჩამოაგდეს
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას დათანხმდნენ
ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერაა ჩვენი სახელმწიფოსთვის
ვლადიმერ პუტინი - ნატო-ს ქვეყნებმა ახლა გაიგეს, რომ შეუსრულებელია რუსეთის სტრატეგიული დამარცხების ამოცანა
აშშ-თან შეთანხმებული მემორანდუმი ირანის 14-პუნქტიან წინადადებას ეფუძნება
ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდა
სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
"ჩვენ თანასწორები ვართ და ერთნაირი უფლებები გვაქვს, სრულიად ერთნაირი" - ზელენსკიმ ლგბტქ+ თემს მხარი დაუჭირა
დონალდ ტრამპის განცხადებით აშშ-მა "ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მიაღწია"
ტრამპმა ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი დარტყმები გააუქმა