,,დამოუკიდებლობა არის ის, რისთვისაც ბრძოლა და თავგანწირვაც ღირს''- მდინარაძე

დამოუკიდებლობა არის ის, რისთვისაც ბრძოლა ღირს, თავგანწირვაც ღირს, ყველაფერი ღირს, თუ შენს ქვეყანაში მიიღება შენი სამშობლოს და შენი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები, ეს არის მთავარი მონაპოვარი, დანარჩენს ყველაფერს გაუძლებ და ამაყი ვარ, რომ დღეს, საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი, ბოლო ათწლეულებში არასდროს რომ არ ყოფილა, ეს არის მთავარი მონაპოვარი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, დამოუკიდებლობა, ღირსება, ეროვნულობა, იდენტობა და ადამიანების სოციალური მდგომარეობა არის ხელისუფლების მთავარი საზრუნავი და ასე გაგრძელდება მომავალშიც.

„ამ კანონებით უკანონობას, უსამართლობას, უსამართლო დამოკიდებულებას ვებრძვით. აქ პერსპექტივაზე ვსაუბრობთ. დიახ, არავინ გიშუქებს დღეს შენ იმას, თუ არ არის ისეთი, რომელსაც არ აქვს პირდაპირი ინტერესი, რომ დაგაზიანოს,  რომ 4 000 რომ იყო ცოტა ხნის წინ, დღეს აგერ, 5 წელიწადში - 10 000-ზე მეტია მშპ. არავინ გიშუქებს იმას, რომ გადამხდელები 13 მლრდ-ს რომ იღებდნენ 5 წლის წინ, 33-ს იღებენ 5-6 წლის თავზე. გარედან გელაპარაკებიან იმაზე, რა დავალებაც მისცეს, მაგრამ მთავარი არის ერთი - ძალიან პატარა ბიჭი ვიყავი, რომ მესმოდა და პროტესტი ჩემს წარმოდგენაში, ჩემს მეხსიერებაში ასეა დალექილი - „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს“.

ჩვენ კომუნისტური პერიოდის ბავშვები ვართ, შემდეგ გაიზარდა ეს ხალხი და ზოგი ხელისუფლებაშია, ზოგი ოპოზიციაში. პირველი პროტესტი ჩვენთვის იყო 9 აპრილი, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა და გვესმოდა - „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს“. დღესაც, ყველას ქვეცნობიერში ეს გვიდევს, დამოუკიდებლობა არის ის მთავარი, რისთვისაც ბრძოლა ღირს, თავგანწირვაც ღირს, ყველაფერი ღირს. და მერე თუ შენს ქვეყანაში მიიღება შენი სამშობლოს და შენი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები, ეს არის მთავარი მონაპოვარი, დანარჩენს ყველაფერს გადაიტან, გაუძლებ. თუ სხვა იღებს გადაწყვეტილებას, არ შეიძლება, რომ სხვა იყოს იმდენად შენი მეგობარი, რომ შენი და მისი ინტერესები აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში ემთხვეოდეს ერთმანეთს.

როცა ინტერესები ემთხვევა, სახელმწიფოები მაშინ მეგობრობენ, როცა ინტერესი ოდნავ ასცდება, ის სახელმწიფო აღარ შეიძლება შენი მეგობარი იყოს. დიდი უმეცრება და გულუბრყვილობაა, რომ ჩვენი მეგობარია და ფულს გვაძლევდა. ფულს გაძლევენ იმაში, რომ თავისი ინტერესები გაატარონ, ეს უნდა დავიმახსოვროთ. დამოუკიდებლობა არის მთავარი და ამაყი ვარ, გულწრფელად, რომ დღეს, საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი, ბოლო ათწლეულების განმავლობაში არასდროს რომ არ ყოფილა, ეს არის მთავარი მონაპოვარი.

დანარჩენი იმ ეკონომიკურ წინსვლაზეც თავისი სახელი უნდა დავარქვათ ყველაფერს, სიღარიბე, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ როგორ შემცირდა იმაზეც უნდა ვისაუბროთ და არ უნდა მოვიგონოთ ამბები დაკვეთით, რომელი დაკვეთითაც მოგონილი ამბები მერე ქვეყანას, შენი ქვეყნის იმიჯს, სტაბილურობას აზიანებს და პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებს, ერის გახლეჩას უწყობს ხელს. დამოუკიდებლობა, ღირსება, ეროვნულობა, იდენტობა, ადამიანების სოციალური მდგომარეობა, რომელზეც დიდი წინსვლა გვაქვს, ჩვენი მთავარი საზრუნავებია და ასე გავაგრძელებთ. ამაში მაინც უნდა ვთანხმდებოდეთ და ყველა ვამაყობდეთ, ვინც სხვაგან არის, ეს მისი საქმეა,“- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. 





მსგავსი სიახლეები
,,დამოუკიდებლობა არის ის, რისთვისაც ბრძოლა და თავგანწირვაც ღირს''- მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ", პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს
„ერთ-ორ კვირაში, ფასების კომისიის ხელმძღვანელიდან დაწყებული, იმ სამსახურებით გაგრძელებული, ვისაც ეს ევალება, გადავხედავთ ყველა დეტალს''- მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - საპატრიარქოს დამოკიდებულებამ პატიმრებს შთააგონა, რომ ბულინგს არ დაქვემდებარებოდნენ, ეღიარებინათ და მოენანიებინათ
,, საქართველოს ჰყავს ძლიერი სპეცსამსახურები''- მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - პაატა მანჯგალაძეს თვითონ უნდა ესმოდეს, რომ არ არის აუცილებელი, დანაშაულის უშუალო ამსრულებელი იყო, თანამონაწილეობის სხვა ფორმებიც არსებობს და ამას თუ აუხსნით, მერე მიხვდება, რა უნდა მოინანიოს, დადგა ადგილზე, სადაც ძალადობრივ აქციას აორგანიზებდნენ - ყველგან გამოიყენა პოლიტიკოსის იმიჯი, პლატფორმა საიმისოდ, რომ დაფიქსირებულიყო, როგორც ორგანიზატორი, ეს არის დანაშაული
მამუკა მდინარაძე - ჩვენ იცით როგორი ქვეყანა მოგვწონს? სადაც დავალებებს გარედან არ იღებენ და ქვეყნის ბედი ქვეყნის შიგნით წყდება
,,არსებობდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, რაც დადასტურდა და ამოღებული იქნა იმავე ღამეს''- მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - ყველას ვაფრთხილებ, პოლიციელი იქნება თუ სხვა ადამიანი, ვერავინ გაიტანს თავის დანაშაულს
,,როდესაც საქმე ეხება სპეცსამსახურს, ბევრი რამ ხდება კულისებში, რაზეც საჯაროდ საუბარი რთულია, მაგრამ როდესაც ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს და მაინც უნდა იაგენტოს, მიუღებელია''- მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა
კახა კალაძე: როგორც კი იქნება რაიმე სახის გადაცდომა, კანონის ფარგლებში მკაცრი რეაგირება მოხდება
კახა კალაძე - ბევრჯერ გვითქვამს, მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია
კახა კალაძე - კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა
სოზარ სუბარი -"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ყოველი ახალი კანდიდატურა ფსკერზე დაბლა არის ხოლმე, ფსკერის ჩახვრეტა თუ მოხდება, კიდევ უკეთესი, მეტად განულდებიან
თენგო თევზაძე - "ნაციონალური მოძრაობა" ალიანსში ყოფნას თუ აპირებს, უნდა თქვას, ოღონდ მხოლოდ სიტყვა არ კმარა, ჩართული უნდა იყოს და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ ალიანსის საქმიანობაზე
შალვა პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია "საქართველოსთვის" სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის, ისეთ თემებს წამოაწევინებს, რომლებიც მათ წინააღმდეგაა
შალვა პაპუაშვილი - "ნაცურ"იდეოლოგიაზე მდგომი ადამიანები მხოლოდ მაშინ არიან ძლიერი, როცა სხვების დავალებას ასრულებენ
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება არის მინი მოდელი იმ არაკვალიფიციურობისა, რითაც გამოირჩევა ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა