თამარ ტალიაშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტსა და UFC-ს შორის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტსა და UFC-ს შორის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში, სადაც მან სიტყვით მიმართა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს.
საქართველოს ელჩმა თავის გამოსვლაში აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების მიერ სპორტისა და მასთან დაკავშირებული ფართო ეკოსისტემის განვითარების, ასევე საერთაშორისო ასპარეზობების პრიორიტეტულობა. მან სამაგალითოდ დაასახელა პარალიმპიური მიმართულება, რომელმაც, საქართველოში შესაბამისი რეფორმების გატარების შედეგად, უკანასკნელ 10 წელში განვითარების უპრეცედენტო დინამიკა აჩვენა.
თამარ ტალიაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ წარმატებული ქართველი სპორტსმენები საქართველოს არაფორმალური ელჩები არიან და ხიდად გვევლინებიან ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. მან აღნიშნა, რომ ქართველი გულშემატკივარი განსაკუთრებით ელოდება 14 ივნისს დაგეგმილ UFC Freedom Fight 250-ის ბრძოლას. საქართველო ამაყობს ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილის, ასევე გიგა ჭიკაძისა და რომან დოლიძის წარმატებებით. ელჩმა საქართველოში საბრძოლო ხელოვნების უძველეს ტრადიციაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც, მათ შორის ქართული ჭიდაობის სახით, UNESCO-ს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს სიტყვით ასევე საზოგადოებრივი დიპლომატიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სარა როჯერსმა, და UFC-ს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, დევიდ შომ მიმართეს. მათ ისაუბრეს სპორტული დიპლომატიისა და სპორტის განსაკუთრებულ როლზე ქვეყნებსა და ხალხთაშორის ურთიერთობების განვითარების კუთხით და ხაზი გაუსვეს UFC-ს საქმიანობას, რომელიც აერთიანებს მებრძოლებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან.
ღონისძიება დონალდ ტრამპის სახელობის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართა, რომელიც ამავე ინსტიტუტის პრეზიდენტმა, დარენ ბიტიმ გახსნა და ხალხთაშორის დიპლომატიაში სპორტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მარკო რუბიოს მიწვევით, საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი ასევე დაესწრო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და UFC-ს შორის მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას.
მსგავსი სიახლეები
თამარ ტალიაშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტსა და UFC-ს შორის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
სოფო ხორგუანი - მივმართავ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა - მთავარი განსახილველი საკითხი უნდა იყოს რუსეთის მიერ ცხინვალის ტერიტორიაზე მიმდინარე ბოლო პროცესები
შალვა პაპუაშვილი - შხამიანი თესლიდან კარგი ნაყოფი ვერ გაიზრდება, რადიკალური ოპოზიცია საფუძველშივე დგას ანტიქართულ იდეოლოგიაზე
ევროკომისიის პრესსპიკერი - ქართულ მხარესთან შეხვედრა იყო ტექნიკური, წარიმართა ფაქტებზე დაფუძნებით, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ შესაძლო შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ მთავრობასთან
ფრიდრიხ მერცი:უკრაინა შორეულ პერსპექტივაში ევროკავშირის ნაწილი გახდება
ირაკლი კობახიძე - 2024 წლის 28 ნოემბერს ევროპულ ბიუროკრატიას გამოვაცალეთ შანტაჟის თითქმის ყველა ბერკეტი, დარჩათ ვიზალიბერალიზაცია, ამ შანტაჟს ვერავითარი შედეგი ვერ ექნება
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ნაცვლად, მოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები, რომელიც არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს, როგორც იტყვიან, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და თავდაცვის უფლებას იტოვებს - CBS News
ემანუელ მაკრონი - ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს უკრაინასა და კრემლს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს
შალვა პაპუაშვილი - უკრაინა, უკვე ოთხი წელია, ომობს, ბორის ჯონსონი კი, მშვიდად დადის, კონფერენციებს ატარებს და სემინარებში მონაწილეობს
შალვა პაპუაშვილი - როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც გარედან დაკვეთით არაერთხელ ჩაატარეს, ამას ხალხი აღარ იჯერებს
აშშ-მა, შესაძლოა, გერმანიაში "ტომაჰავკის" ტიპის რაკეტების განთავსების გეგმაზე უარი თქვას -"პოლიტიკო"
ჯეფრი საქსი - მე ძალიან მაწუხებს ევროპის ჩარევა სამხრეთ კავკასიაში, ვფიქრობ, ეს სრულიად შეუსაბამოა, ევროკავშირი თამაშობს უკიდურესად საშიშ თამაშს, რომელიც მისი მისიის ფარგლებს მნიშვნელოვნად სცდება
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსხვილი პროექტების მხარდაჭერა, რადგან ახალ საინვესტიციო პროექტებს შემოაქვს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები, შედეგად თვისებრივად უმჯობესდება რეგიონების ეკონომიკური ლანდშაფტი და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები ჩვენი მოქალაქეებისთვის
ერევნის ახლანდელი კურსი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო კონკრეტულ ქმედებებს იწვევს -რუსეთის საგარეო უწყება
თბილისში უსახლკაროს სტატუსის მქონე 450 ოჯახს საცხოვრებელი ფართი უკვე გადაეცა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილმა არაერთი ობიექტი შექმნა და გადასცა სახელმწიფოს, ასეთი ქველმოქმედების ფონზეც კი ოპოზიცია ახერხებს სპეკულირებას
"გაეროს გაკოტრება ემუქრება, რადგან აშშ და ჩინეთი მილიარდების გადახდას აგვიანებენ"-The Wall Street Journal
პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 20:00 საათიდან 23:00 საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
ტრამპი ირანთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად შეხვედრას მართავს