„ევრონიუსი“ - კაია კალასის მიმართ მზარდი კრიტიკა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში სტრუქტურულ ნაკლოვანებებსა და დაძაბულობას ავლენს

 

კაია კალასის, როგორც უმაღლესი წარმომადგენლის მიმართ მზარდი კრიტიკა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში სტრუქტურულ ნაკლოვანებებსა და დაძაბულობას ავლენს, - ამის შესახებ „ევრონიუსი" წერს.

გამოცემის ცნობით, კალასი პოლიტიკურ კრიზისში მოექცა მას შემდეგ, რაც გავრცელდა საფრანგეთის მთავრობასთან დაკავშირებული არაფორმალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე მისი ყოფნასთან დაკავშირებით კითხვებია დასმული.

მედიის ცნობით, დოკუმენტში სამი ვარიანტია წარმოდგენილი, რომელთაგან ერთი მის როლს გააძლიერებს და გააფართოებს, თუმცა დანარჩენი ორი ვარიანტი მის როლს მნიშვნელოვნად შეასუსტებს და მისი უფლებამოსილებების ევროკომისიისთვის ან წევრი სახელმწიფოებისთვის გადაცემასაც მოიაზრებს.

როგორც „ევრონიუსი" წერს, კალასის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ზოგჯერ მისი პოზიცია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ მხარდაჭერილ კონსენსუსს სცილდება და პირად აზრს ეფუძნება.

ანონიმურობის პირობით, სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე დიპლომატმა აღიარა, რომ კალასის მიმართ უარყოფითი რეაქცია ბოლო კვირების განმავლობაში გაძლიერდა.

„სამწუხაროდ, ის ბევრ რამეს აკეთებს მხარდაჭერის დასაკარგავად. ის არც ისე კარგად ახერხებს საბჭოში ალიანსების შექმნას", - თქვა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
კირ სტარმერი - შეიარაღებულ ძალებს მივეცი მითითება, შეეჩერებინათ ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი - ოპერაცია კიდევ ერთ დარტყმას აყენებს რუსეთს
,, რუსული არმია ფრონტის ხაზის ყველა მიმართულებით სტრატეგიულ უპირატესობას ინარჩუნებს-უკრაინული თავდასხმები ამ ვითარებას ვერ შეცვლის''- პუტინი
„ევრონიუსი“ - კაია კალასის მიმართ მზარდი კრიტიკა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში სტრუქტურულ ნაკლოვანებებსა და დაძაბულობას ავლენს
„ჰეზბოლამ“ სამხრეთ ლიბანში ისრაელის ძალებზე იერიში მიიტანა
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერება
აშშ-მ რამდენიმე მიგრანტი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გააძევა - Deutsche Welle
ვიქტორ ორბანი პარტია „ფიდესის“ ლიდერად ხელახლა აირჩიეს
16 ივნისს, ტრამპი და ზელენსკი საფრანგეთში „დიდი შვიდეულის” სამუშაო შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას
,,აშშ-თან სამშვიდობო შეთანხმება ხვალ არ გაფორმდება''- ირანის საგარეო უწყება
,,აშშ და ირანი ურთიერთგაგების მემორანდუმს უახლოეს 24 საათში მოაწერენ ხელს'- პაკისტანის პრემიერ-მინისტრი
დღეიდან ევროკავშირის მიგრაციის ახალი პაქტი ძალაში შევიდა: ბრიუსელი წევრ ქვეყნებს ულტიმატუმს უყენებს - მიიღონ მიგრანტები ან თითოეულზე, რომლის მიღებაზეც უარს იტყვიან, 20 000 ევრო გადაიხადონ
ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ
ინდოეთში საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულია ხუთი ადამიანი
დონალდ ტრამპი: ჩემი მითითებით, აშშ-ის ძალებმა სასიკვდილო დარტყმა განახორციელეს და მოკლეს ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმსმელი ტერორისტული ორგანიზაციის სამარცხვინო ლიდერი ნინიო გერერო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ საზოგადოებრივი მედიის რეფორმის შესახებ კანონპროექტი წარადგინა
აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტისკენ მიმავალი რამდენიმე ირანული დრონი ჩამოაგდეს
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას დათანხმდნენ
ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერაა ჩვენი სახელმწიფოსთვის
ვლადიმერ პუტინი - ნატო-ს ქვეყნებმა ახლა გაიგეს, რომ შეუსრულებელია რუსეთის სტრატეგიული დამარცხების ამოცანა
აშშ-თან შეთანხმებული მემორანდუმი ირანის 14-პუნქტიან წინადადებას ეფუძნება