კალასი ფონ დერ ლაიენის ამბიციების წინააღმდეგ - Euronews ბრიუსელის შიდა დაპირისპირების დეტალებს აქვეყნებს
"კალასის წინააღმდეგ აგორებული ტალღა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მწარე სიმართლეს აშიშვლებს", - გამოცემა Euronews-ი ევროკავშირის კულუარებიდან ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ საგარეო უწყების ხელმძღვანელი კაია კალასი მწვავე კრიტიკისა და ძალაუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშეა.
სტატიის მიხედვით, კალასის დასუსტების მიღმა არა მხოლოდ წევრი ქვეყნების უკმაყოფილება, არამედ ურსულა ფონ დერ ლაიენის მზარდი ამბიციები და საგარეო პოლიტიკის ბერკეტებისთვის ბრძოლა დგას.
კაია კალასის, როგორც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის მიმართ მზარდმა კრიტიკამ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში არსებული სტრუქტურული ნაკლოვანებები და დაძაბულობა გამოააშკარავა - წერს მედია.
კაია კალასი პოლიტიკურ ქარბორბალაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც გავრცელდა საფრანგეთის მთავრობასთან დაკავშირებული არაფორმალური დოკუმენტი, რომელიც მისი, როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, პოზიციის რადიკალურ რეფორმირებას ისახავს მიზნად. დოკუმენტი სამ ვარიანტს განიხილავს, რომელთაგან ერთი მას გააძლიერებდა და მის კომპეტენციებს ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების სფეროებში გააფართოებდა. თუმცა, დანარჩენი ორი ვარიანტი მის როლს საგრძნობლად დაასუსტებდა - უფლებამოსილებების ნაწილს გადასცემდა ან ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით მოქმედ ევროკომისიას ან უშუალოდ წევრ ქვეყნებს. ამ დამაზიანებელი სათაურების ფონზე, კალასმა გზა გაუხსნა ახალ დისკუსიას, თუმცა მკაფიოდ აღნიშნა, რომ საბოლოო სიტყვა მაინც ევროკავშირის ხელშეკრულებებს ეკუთვნის, რომლებიც განსაზღვრავენ უმაღლესი წარმომადგენლის მანდატს - აღნიშნულია სტატიაში.
"მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების როლები და პასუხისმგებლობები მკაფიოდ არის გაწერილი ხელშეკრულებებში. ეს ჩარჩო უცვლელი რჩება", - წერდა კალასი წერილში, რომელიც თანამშრომლებს გაუგზავნა და რომელიც Euronews-მა მოიპოვა.
საფრანგეთის დოკუმენტი ზუსტად იმ დროს გამოჩნდა, როდესაც კალასის კრიტიკოსები სულ უფრო ხმამაღლა გამოხატავდნენ უკმაყოფილებას მისი საქმიანობით. უმაღლესმა წარმომადგენელმა რიგი უკმაყოფილებები გამოიწვია კომენტარებით ჩინეთზე, უკრაინის დასახმარებლად რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების დაჟინებული მოთხოვნით, აშშ-ის ადმინისტრაციასთან დაძაბული ურთიერთობითა და ამბიციური გეგმების წარდგენით დედაქალაქებთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე.
კალასის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ის აჟღერებს პოზიციებს, რომლებიც სცილდება ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ მოწონებულ კონსენსუსს და ხანდახან სუბიექტურ მოსაზრებაში გადადის.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ, რომელიც ბრიუსელის ხშირი კრიტიკოსია და თავისი განსხვავებული პოზიციებით არის ცნობილი, მისი გადაყენება რამდენჯერმე მოითხოვა.
ანონიმურობის პირობით, სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე დიპლომატმა აღიარა, რომ კალასის წინააღმდეგ მიმართული ტალღა ბოლო კვირებში გაძლიერდა.
"სამწუხაროდ, ის თავად აკეთებს ბევრ რამეს მხარდაჭერის დასაკარგავად. მას არ ეხერხება საბჭოში ალიანსების შექმნა", - თქვა ერთ-ერთმა დიპლომატმა.
დიპლომატები ამბობენ, რომ რეალური პრობლემები სათავეს იღებს რთული და მოძველებული ინსტიტუციური წყობიდან, რომელიც უმაღლეს წარმომადგენელს ორ ცეცხლს შუა აყენებს - ევროკომისიასა და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურს შორის, რომელსაც ის ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს. გარდა ამისა, ევროკავშირის დონეზე საგარეო პოლიტიკა ერთსულოვნების პრინციპს ეფუძნება, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღება მთლიანად დედაქალაქების პრეროგატივაა. ერთი "არა"-ც კი საკმარისია მთელი სამოქმედო კურსის, თუნდაც უბრალო განცხადების ჩასაშლელად.
პრაქტიკაში ეს კალასს ტოვებს ისეთი საგარეო პოლიტიკის სათავეში, რომლის მიმართულებაც საბოლოო ჯამში მის კონტროლს არ ექვემდებარება.
"EEAS და უმაღლესი წარმომადგენლის პოზიცია შეიქმნა სხვა დროსა და ეპოქაში, როდესაც მსოფლიო სრულიად სხვანაირად გამოიყურებოდა. სისტემა ნულიდან რომ შეგვექმნა, დღეს მას ასე ნამდვილად არ ავაწყობდით", - აღნიშნა კიდევ ერთმა დიპლომატმა.
"შეიძლება თუ არა, რომ EEAS უკეთ მუშაობდეს? ალბათ კი. შეეძლო თუ არა უმაღლეს წარმომადგენელს თავის კაბინეტში საქმეები სხვანაირად გაეკეთებინა? ალბათ კი. მაგრამ მოდით ვთქვათ პირდაპირ: აქ ყველაზე დიდი პრობლემა დაყოფილი საბჭოა", - სადაც წევრი ქვეყნები სხედან.
დიპლომატის თქმით, კალასის მცდელობები, გაექარწყლებინა იდეა უკრაინაში ომის დასასრულებლად მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში პირდაპირი ჩართვის შესახებ, წარუმატებელი აღმოჩნდა. საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები, გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, კვლავ განიხილავენ ამ ვარიანტს. კალასს რიგი ქვეყნების მხარდაჭერა აქვს.
"კალასი არ არის სრულყოფილი და უშვებს საკუთარ შეცდომებს, მაგრამ ისინი არ არის იმაზე დიდი, ვიდრე მისი წინამორბედების შეცდომები იყო", - თქვა ერთ-ერთმა დიპლომატმა.
როგორც მედია წერს, დამატებითი ფაქტორია მზარდი დაძაბულობა, ერთი მხრივ, კალასსა და EEAS-ს, ხოლო, მეორე მხრივ, ფონ დერ ლაიენსა და ევროკომისიას შორის. ფონ დერ ლაიენის მეთაურობით კომისია იქცა თვითგამოცხადებულ "გეოპოლიტიკურ" აქტორად. რამდენიმე მნიშვნელოვან შემთხვევაში ამ გადაცდომამ კომისიის პრეზიდენტს საწინააღმდეგო შედეგი მოუტანა, თუმცა უმეტესწილად ლიდერებმა მას უფლებამოსილებების გაფართოების საშუალება მისცეს, რამაც კიდევ უფრო შეასუსტა ის მანდატი, რომელიც კალასს უნდა შეესრულებინა.
ზოგიერთი დიპლომატი ეჭვობს, რომ ფრანგული დოკუმენტის მიერ გამოწვეული დიდი ხმაური სხვა არაფერია, თუ არა ინსტიტუციური შიდა ბრძოლის შედეგი. კითხვაზე, სურდა თუ არა ფონ დერ ლაიენს EEAS-ის გაუქმება, მისმა პრესსპიკერმა განაცხადა: "ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახური არის იმ ინსტიტუტების ნაწილი, რომლებიც ახორციელებენ ევროკავშირის პოლიტიკას და, რა თქმა უნდა, ჩვენი პრეზიდენტის მხრიდან მას მხარდაჭერა აქვს".
მსგავსი სიახლეები
„როიტერი“ - ირანი ბირთვული იარაღის წარმოებისა და შეძენის შესახებ აშშ-ის შეთანხმების პროექტის პირობებს დათანხმდა
უნგრეთის მმართველმა პარტიამ "ტისა", სახელმწიფო მედიის რეფორმირების შესახებ კანონპროექტი წარადგინა - Reuters
კალასი ფონ დერ ლაიენის ამბიციების წინააღმდეგ - Euronews ბრიუსელის შიდა დაპირისპირების დეტალებს აქვეყნებს
ლიეტუვა, პოლონეთი და საფრანგეთი რუსეთის საზღვართან სამხედრო წვრთნას ჩაატარებენ
კირ სტარმერი - შეიარაღებულ ძალებს მივეცი მითითება, შეეჩერებინათ ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი - ოპერაცია კიდევ ერთ დარტყმას აყენებს რუსეთს
,, რუსული არმია ფრონტის ხაზის ყველა მიმართულებით სტრატეგიულ უპირატესობას ინარჩუნებს-უკრაინული თავდასხმები ამ ვითარებას ვერ შეცვლის''- პუტინი
„ევრონიუსი“ - კაია კალასის მიმართ მზარდი კრიტიკა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში სტრუქტურულ ნაკლოვანებებსა და დაძაბულობას ავლენს
„ჰეზბოლამ“ სამხრეთ ლიბანში ისრაელის ძალებზე იერიში მიიტანა
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერება
აშშ-მ რამდენიმე მიგრანტი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გააძევა - Deutsche Welle
ვიქტორ ორბანი პარტია „ფიდესის“ ლიდერად ხელახლა აირჩიეს
16 ივნისს, ტრამპი და ზელენსკი საფრანგეთში „დიდი შვიდეულის” სამუშაო შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას
,,აშშ-თან სამშვიდობო შეთანხმება ხვალ არ გაფორმდება''- ირანის საგარეო უწყება
,,აშშ და ირანი ურთიერთგაგების მემორანდუმს უახლოეს 24 საათში მოაწერენ ხელს'- პაკისტანის პრემიერ-მინისტრი
დღეიდან ევროკავშირის მიგრაციის ახალი პაქტი ძალაში შევიდა: ბრიუსელი წევრ ქვეყნებს ულტიმატუმს უყენებს - მიიღონ მიგრანტები ან თითოეულზე, რომლის მიღებაზეც უარს იტყვიან, 20 000 ევრო გადაიხადონ
ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ
ინდოეთში საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულია ხუთი ადამიანი
დონალდ ტრამპი: ჩემი მითითებით, აშშ-ის ძალებმა სასიკვდილო დარტყმა განახორციელეს და მოკლეს ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმსმელი ტერორისტული ორგანიზაციის სამარცხვინო ლიდერი ნინიო გერერო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ საზოგადოებრივი მედიის რეფორმის შესახებ კანონპროექტი წარადგინა
აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტისკენ მიმავალი რამდენიმე ირანული დრონი ჩამოაგდეს