შალვა პაპუაშვილი - პარასპორტი მხოლოდ სპორტული შედეგების მიღწევა არ არის, ეს არის ღირსების, თანასწორობის, თავდაჯერებისა და საზოგადოების სრულფასოვან ცხოვრებაში ჩართულობის სიმბოლო

 

"დღევანდელი ფილმი განსაკუთრებულ თემას ეძღვნება, განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, მათ გამოწვევებსა და იმ წარმატებებს, რომელიც ყოველდღიური ძალისხმევის, მიზანდასახულობისა და შეუპოვრობის შედეგად მიიღწევა", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეm შალვა პაპუაშვილმა დოკუმენტური ფილმის "განუსაზღვრელი შესაძლებლობების" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობა ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისი თქმით, მათი ვალდებულებაა შექმნან გარემლ, სადაც ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ფიზიკური თუ სხვა გამორჩეულობისა, ექნება საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზების შესაძლებლობა.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფილმის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი პარასპორტსმენებზეა, ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი მაგალითით გვაჩვენებენ, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვრები არ აქვს, როდესაც არსებობს ნება, შრომა და მხარდაჭერა. პარასპორტი მხოლოდ სპორტული შედეგების მიღწევა არ არის. ეს არის ღირსების, თანასწორობის, თავდაჯერებისა და საზოგადოების სრულფასოვან ცხოვრებაში ჩართულობის სიმბოლო. ჩვენი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე არაერთხელ გამხდარან ქვეყნის სიამაყე, მოუტანიათ საქართველოსთვის გამარჯვება და დაუმტკიცებიათ, რომ წარმატების მთავარი საფუძველი ადამიანის სულიერი სიმტკიცეა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, მსურს ხაზი გავუსვა, რომ ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობა ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

ჩვენი ვალდებულებაა, შევქმნათ გარემო, სადაც ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ფიზიკური თუ სხვა გამორჩეულობისა, ექნება საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზების, განათლების მიღების, დასაქმებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის თანაბარი პირობები. კინოს, იქნება ეს მხატვრული თუ დუკუმენტური ფილმი, განსაკუთრებული ძალა აქვს. ის გვაძლევს შესაძლებლობას, უკეთ გავიგოთ ერთმანეთის გამოცდილება, დავინახოთ რეალობა სხვა ადამიანის თვალით და გავაძლიეროთ თანაგრძნობა, პატივისცემა და სოლიდარობა. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ფილმიც სწორედ ამ მიზანს მოემსახურება. მადლობას ვუხდი ფილმის ავტორებს, ორგანიზატორებს, გადამღები ჯგუფის წარმომადგენლებს, პარასპორტსმენებსა და ყველას, ვინც ყოველდღიურად მუშაობს უფრო სამართლიანი, თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნისთვის", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
ილია თოფურია მიმართვას ავრცელებს
შალვა პაპუაშვილი - პარასპორტი მხოლოდ სპორტული შედეგების მიღწევა არ არის, ეს არის ღირსების, თანასწორობის, თავდაჯერებისა და საზოგადოების სრულფასოვან ცხოვრებაში ჩართულობის სიმბოლო
"განუსაზღვრელი შესაძლებლობები" - ბაჩო ოდიშარიას ფილმის პრეზენტაციას პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და ხელისუფლების წევრები დაესწრნენ
პატრიარქი შიო III - მადლი რომ მოვიხვეჭოთ, აუცილებლად უნდა ვისწავლოთ თავმდაბლობა
საქართველოს პრეზიდენტი მოხარულია, რომ დღეს „სტუდფესტი 2026"-ის ფარგლებში გამართულ მოხალისეობრივ გარბენს შეუერთდა
შვილის გადარჩენის დროს, მამა დაიხრჩო - ტრაგედია კახეთში
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოველთა წმინდანთა ხსენებას აღნიშნავს
სტუდენტური ფესტივალი 2026-ის ფარგლებში, თბილისში ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე 5 კმ-იანი გარბენი გაიმართება
14 ივნისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
14 ივნისის ამინდის პროგნოზი
სტუდფესტის" ფარგლებში დაგეგმილ გარბენთან დაკავშირებით, გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე გადაადგილება შეიზღუდება - თბილისის მერია
ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს წევრებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
"გვახსოვს, რა საშინელება დატრიალდა დედაქალაქში, თუმცა, ამავე დროს, ეს დღე იყო ერთად დგომის სიმბოლოც"-კახა კალაძემ 13 ივნისს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე იტალიის ელჩს შეხვდა
სულხან თამაზაშვილმა მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა
ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარედ სანდრო ცირეკიძე დაინიშნა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნანი ბრეგვაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
მალხაზ გულაშვილის გადაცემას "დიდი რეალური პოლიტიკა"გერმანიიდან ქართველი ხელოვანი გიორგი დარბაიძე ეხმაურება