კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ზღუდერის წმ. გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგის სამსახურმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევებზე ახალი ტაძრის უნებართვო მშენებლობის ფაქტი გასულ წელს გამოავლინა.

განცხადების თანახმად, სააგენტომ რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა და სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, წერილობით მიმართა სამუშაოების უშუალოდ განმახორციელებელ, რუის-ურბნისის ეპარქიას. ვითარების თაობაზე ასევე ეცნობა საქართველოს საპატრიარქოს, როგორც ძეგლის მესაკუთრეს.

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახური ადგილზე ვითარებას კიდევ ერთხელ შეაფასებს, რის შემდეგაც განხორციელდება კანონით განსაზღვრული ქმედებები.

სააგენტო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, იმოქმედოს კანონის შესაბამისად და არ დაუშვას ისტორიული ძეგლების დაზიანება ან განადგურება", - აცხადებენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

 

 





მსგავსი სიახლეები
15 ივნისის ამინდის პროგნოზი
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ზღუდერის წმ. გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ილია თოფურია მიმართვას ავრცელებს
შალვა პაპუაშვილი - პარასპორტი მხოლოდ სპორტული შედეგების მიღწევა არ არის, ეს არის ღირსების, თანასწორობის, თავდაჯერებისა და საზოგადოების სრულფასოვან ცხოვრებაში ჩართულობის სიმბოლო
"განუსაზღვრელი შესაძლებლობები" - ბაჩო ოდიშარიას ფილმის პრეზენტაციას პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და ხელისუფლების წევრები დაესწრნენ
პატრიარქი შიო III - მადლი რომ მოვიხვეჭოთ, აუცილებლად უნდა ვისწავლოთ თავმდაბლობა
საქართველოს პრეზიდენტი მოხარულია, რომ დღეს „სტუდფესტი 2026"-ის ფარგლებში გამართულ მოხალისეობრივ გარბენს შეუერთდა
შვილის გადარჩენის დროს, მამა დაიხრჩო - ტრაგედია კახეთში
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოველთა წმინდანთა ხსენებას აღნიშნავს
სტუდენტური ფესტივალი 2026-ის ფარგლებში, თბილისში ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე 5 კმ-იანი გარბენი გაიმართება
14 ივნისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
14 ივნისის ამინდის პროგნოზი
სტუდფესტის" ფარგლებში დაგეგმილ გარბენთან დაკავშირებით, გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე გადაადგილება შეიზღუდება - თბილისის მერია
ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს წევრებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
"გვახსოვს, რა საშინელება დატრიალდა დედაქალაქში, თუმცა, ამავე დროს, ეს დღე იყო ერთად დგომის სიმბოლოც"-კახა კალაძემ 13 ივნისს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე იტალიის ელჩს შეხვდა
სულხან თამაზაშვილმა მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა
ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარედ სანდრო ცირეკიძე დაინიშნა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნანი ბრეგვაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა