დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანასკოლელს დაშინებითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, სისტემატურად სძალავდა ფულს და ძვირფასეულობას

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს.

 

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანასკოლელს 2025 წლის სექტემბრიდან დაშინებითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით სისტემატიურად სძალავდა ფულს და ძვირფასეულობას. ასევე, დგინდება, რომ აღნიშნულმა მოსწავლემ დაკავებულს სხვადასხვა დროს 1 350 ლარი და 10 000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები გადასცა.

 

სამართალდამცველებმა საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნიდან დღემდე, საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა, 7 საქმე კი შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასრულდა
მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს
პოლიციამ მესტიაში დამატებით 76 ე.წ. მაინერი ამოიღო, ჯამში ამოღებულია 330 ე.წ. მაინერი
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანასკოლელს დაშინებითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, სისტემატურად სძალავდა ფულს და ძვირფასეულობას
შსს ხაშურში ცეცხლსასროლი იარაღით ორი პირის მკვლელობის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
საფრანგეთში ქართველები პუშკინის და გოგოლის იშვიათი გამოცემების ქურდობისთვის გაასამართლეს
პოლიციამ თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 პირი
თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია 4 პირი - შსს
საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში ჩადენილ დანაშაულს, პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულია - შსს
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია კიდევ 4 პირი დააკავეს
შსს „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფ პირებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ოფისის რეგიონული ხელმძღვანელი: ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურსა და ჩვენს ქართველ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს, რომ ამგვარი თანამშრომლობით შეიძლება მიღწეული იქნას რეალური შედეგები
„დედა, მეუღლე და მისი მეგობარი ქალი დანით დაჭრა...“ - შსს განცხადებას ავრცელებს
,,მე არ ვიცი სად და რა დაიწვა, თუმცა ეგეც რომ მომხდარიყო, რა კავშირში ვართ იქ მყოფი ადამიანები''- ნიკა გვარამია
დამიან მაზორი - განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი თბილისის, ასევე, ბათუმის შესაბამისი ქვეგანყოფილების თანამშრომლებს
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი AudiA6, ინტერნეტსივრცეში კიბერდამნაშავეების და სხვა კრიმინალებისთვის უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული კრიპტოვალუტის გათეთრებას - საქართველოს, აშშ-ის და პოლონეთის ერთობლივი ოპერაცია
ქვემო ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც გარდაცვალება გამოიწვია, ერთი პირი დააკავა
პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში 42 ე.წ. მაინერი ამოიღო
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთაგან, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პატიმრობიდან კიდევ ექვსი პირი გათავისუფლდა